მამამძუძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მამამძუძე – ბავშვის აღმზრდელი მამაკაცი, რომელიც არ არის მისი ბიოლოგიური მამა. სულხან–საბას განმარტებით – "მამამძუძე – კაცი გამზრდელი". "მძუძეობა" იყო ხელოვნური ნათესაობის ინსტიტუტის ერთ–ერთი ფორმა.

სიტყვა "მამამძუძე" იხსენიება ბიბლიის ძვ. ქართულ თარგმანში:

  • "და მიწერა იუ რუვარტაკი სამარიად მთავართა მათ სამარიასათა და მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა აქაბისთა..." (4 მეფ. 10:1).
  • "და წარავლინეს სახლისა მისგან და ქალაქისა მოხუცებულთა მათ და მამამძუძეთა და ჰრქუეს იუს..." (4 მეფ. 10:5)

ორივე შემთხვევაში, ბერძნულ ორიგინალში (სეპტუაგინტა), ქართულ მამამძუძეს ბერძნული მამრობითი სქესის სიტყვა τιθηνός ("მაწოვნებელი, აღმზრდელი კაცი") შეესაბამება (მდედრობითი სქესისთვის გვაქვს τιθήνη, "დედამძუძე", "აღმზრდელი ქალი"), ზმნიდან θάω, "წოვა".

მამამძუძეობის ინსტუტის არსებობას ძველ საქართველოში ადასტურებენ ძველი ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები:

  • "მეფეთა ცხოვრება": როდესაც სპარსეთის მეფემ ქართლში გასამეფებლად დატოვა თავისი შვიდი წლის მცირეწლოვანი ძე, მირიანი, მას მამამძუძედ დაუტოვა სპარსი წარჩინებული, სახელად მურვანოზი;[3]

სპეციალისტთა დასკვნით, მამამძუძეობის ინსტიტუტის ფესვები ძველ ირანულ სამყაროშია საძებნელი. ირანული გავლენის შედაგად უნდა იყოს გაჩენილი ჩრდილო კავკასიელ ხალხებში ე. წ. "ათალიკობის" ინსტიტუტი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Widengren G., Der Feudalismus im alten Iran, Köln, 1969
  • ჩხეიძე თეო, აღზრდის ინსტიტუტი სასანურ ირანში, თბ., 1979
  • ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზი, პასუხი ოფიციალურ ოპონენტს, ქ–ნ ნანა ხაზარაძეს, თბ., 2006 (ხელნაწერი)

სქოლიო[რედაქტირება]

  1. შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979, გვ. 320
  2. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 30
  3. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 64
  4. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 145
  5. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 199