მამად ჰასან ჰაჯინსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ებმამად ჰასან ჯაფარგულუ ოგლუ ჰაჯინსკი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 3 მარტი, 1875
დაბ. ადგილი ბაქო
გარდ. თარიღი 9 თებერვალი, 1931 (55 წლის)
გარდ. ადგილი ტფილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი, საზოგადო მოღვაწე
ეროვნება აზერბაიჯანელი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 რუსეთის რესპუბლიკა
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი

ებმამად ჰასან ჯაფარგულუ ოგლუ ჰაჯინსკი (აზერ. Məmməd Həsən Cəfərqulu oğlu Hacınski; დ. 3 მარტი, 1875 წელი, ბაქო, ბაქოს გუბერნია, რუსეთის იმპერია - გ. 9 თებერვალი, 1931 წელი, ტფილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — აზერბაიჯანელი არქიტექტორი და საზოგადო მოღვაწე. ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (ADR) საგარეო საქმეთა სამინისტროს. მოგვიანებით დაინიშნა პრემიერ მინისტრად. ჰაჯინსკი იყო ADR.-ის ბოლო პრემიერ მინისტრი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაჯინსკი დაივადა 1875 წლის 3 მარტს ბაქოში. დაამთავრა ბაქოს, რეალნის სკოლა და სწავლა განაგრძო პეტერბურგის ტექნიკურ სკოლაში. სწავლა 1902 წელს ინჟინრის ხარისხით დაასრულა. ის მუშაობდა რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე, რომელსაც აზერბაიჯანელი ბიზნესმენი შამსი სადაულაევი აშენებდა. მალევე მუშაობა შეწყვიტა და აზერბაიჯანში დაბრუნება გადაწყვიტა, სადაც დაინიშნა ბაქოს მუნიციპალიტეტის სამშენებლო განყოფილების დირექტორად. დირექტორობის პერიოდში მან დიდი წვლილი შეიტანა ბაქოს არქიტექტურულ განვითარებაში. მისი ხელმძღვანელობით გაუმჯობესდა ბაქოს ზღვისპირა ბულვარი. ჰაჯინსკის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად მუნიციპალურმა პარლამენტმა ბულვარის გასაუმჯობესებლად 60 000 რუბლი გამოყო. ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ჰაჯინსკის მოწვეული ჰყავდა ერთ-ერთი ცნობილი გერმანელი არქიტექტორი ადოლფ ეიკლერი, რომელმაც დააპროექტა ბაქოს მაცხოვრის ეკლესია.[1] ბულვარის პროექტი 1911 წელს დასრულდა. 1913 წელს ის მცირე ხნით სათავეში ჩაუდგა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას.[2]

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰაჯინსკი 1911 წელს ფარულად შეუერთდა მუსავათის პარტიას, თუმცა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო. ის აქტიურად მოღვაწეობდა გაზეთ Hummet-ის დაარსებაში. 1917 წლის 22 მარტს შეიქმნა მუსლიმთა საბჭოს დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი და ჰაჯინსკი დაინიშნა მის თავმჯდომარედ. მან მონაწილეობა მიიღო ბაქოში, კავკასიელ მუსლიმთა სამიტში, ხოლო იმავე წლის მაისში მოსკოვში რუს მუსლიმთა ყრილობაში. მოგვიანებით ის აირჩიეს რუსეთის პარლამენტის აზერბაიჯანელ დეპუტატად. ის 1917 წლის 15 ნოემბერს დაინიშნა ამიერკავკასიის კომისარიატის მრეწველობისა და ვაჭრობის კომისრის (მამედ იუსუფ ჯაფაროვი) მოადგილედ, ხოლო 1918 წლის 22 აპრილიდან ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრად.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 28 მაისს, როდესაც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა (ADR) გამოცხადდა, ჰაჯინსკი დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად პრემიერ მინისტრ ფათალი ხან ხოისკის მიერ დაარსებულ აზერბაიჯანის ახალ კაბინეტში. თანამდებობა ეკავა 1918 წლის 6 ოქტომბრამდე. მოგვიანებით შეიქმნა ADR-ის ახალი მთავრობა, სადაც ჰაჯინსკი დაინიშნა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრად. ის ამ თანამდეგობაზე მუშაობდა 1920 წლის 15 თებერვლამდე. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, 1918 წლის 4 ივნისს ჰაჯინსკიმ მამედ ამინ რასულზადესთან ერთად ხელი მოაწერა კონტრაქტს თურქეთის მთავრობასთან აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ.[3] 1920 წლის 1 აპრილს ჰაჯინსკი დაევალა ADR-ის ახალი კაბინეტის ფორმირება. კოალიციური მთავრობის შექმნის განზრახვით მან მოლაპარაკება აწარმოვა აზერბაიჯანის პარლამენტის ყველა ფრაქციასთან, მათ შორის ბოლშევიკებთან. ბოლშევიკების ახალ მთავრობაში მიწვევით ჰაჯინსკი იმედოვნებდა, რომ შეანელებდა მე-11 წითელი არმიის წინსვლას, რომელიც უკვე, რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, სამურის ხიდთან იყო. იმ დროისთვის აზერბაიჯანული არმიის ქვედანაყოფების უმეტესობა მთიანი ყარაბაღის ფრონტზე იყო დაშნაკთა აჯანყების წინააღმდეგ საბრძოლველად.[4] ჰაჯინსკი იმედოვნებდა რომ არმიის ბაქოში გადაყვანას მოასწრებდა, სანამ წითელარმიელები ქალაქში შეაღწევდნენ. 22 აპრილს ბოლშევიკებმა უარყვეს ჰაჯინსკის შეთავაზება. ჰაჯინსკიმ აცნობა ეროვნული ასამბლეის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელს, მამედ იუსუფ ჯაფაროვს, რომ მთავრობის ჩამოყალიბება შეუძლებელი იყო. პარალელურად ჰაჯინსკიმ დატოვა „მუსავათის“ რიგები და ოფიციალურად შეუერთდა ბოლშევიკურ პარტიას. 1920 წლის 28 აპრილს წითელი არმიის შემოჭრით აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.

საბჭოთა აზერბაიჯანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა მმართველობის დროს ჰაჯინსკი მუშაობდა აზერბაიჯანის სასოფლო-სამეურნეო საბჭოში.1923 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. მოგვიანებით იგი ამიერკავკასიის რეგიონის მაშინდელი პირველი მდივნის, ლავრენტი ბერიას ბრძანებით დააკავეს. წამების შემდეგ ჰაჯინსკი 1931 წლის 9 თებერვალს ტფილისის ციხეში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fuad Akhundov (Summer 2000). „Seaside Boulevard. A Glimpse Back Through History“. Azerbaijan International. pp. 36–39. ციტირების თარიღი: 2010-07-12.
  2. Ministers of Foreign Affairs of Azerbaijan. Mammad Hasan Hajinski. ციტირების თარიღი: 2010-07-12
  3. Atakhan Pashayev (Winter 2005). „Perspective - Nariman Narimanov. Early Years of Bolsheviks - Wrong Direction“. Azerbaijan International. pp. 36–39. ციტირების თარიღი: 2010-07-12.
  4. (2002) Eastern Europe, Russia and Central Asia 2003, Volume 2003. United Kingdom: Europa Publications, გვ. 105. ISBN 1-85743-137-5.