მალხაზ ნაკაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მალხაზ ნაკაშიძე
დაბადების თარიღი 8 ოქტომბერი, 1975 (1975-10-08) (45 წლის)
ქედა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა იურისტი
დამსაქმებელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შვილ(ებ)ი 2
საიტი http://www.malkhaznakashidze.com

მალხაზ ნაკაშიძე (დ. 8 ოქტომბერი, 1975, დაბა ქედა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველო) — ქართველი იურისტი, სამართლის დოქტორი, კონსტიტუციონალისტი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეკუთვნის 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ქართულ და უცხოურ გამოცემებში, მათ შორის ერთი მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალხაზ ნაკაშიძემ დაამთავრა ქედის რაიონის, დაბა ქედის დავით გურამიშვილის სახელობის საშუალო სკოლა 1992 წელს. 1994-1999 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე „სამართალმცოდნეობის“ სპეციალობით.

2000—2006 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურაში, კონსტიტუციური სამართლის სპეციალობაზე. 2005 წლიდან საქართველოში განხორცილებული უმაღლესი განათლების რეფორმის შემდეგ 2006-2010 წლებში სწავლობდა იმავე ფაკულტეტის დოქტორანტურაში.

მალხაზ ნაკაშიძემ 2010 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ხელისუფლების განშტოებებთან პრეზიდენტის ურთიერთობათა თავისებურებანი მმართველობის ნახვერად საპრეზიდენტო სისტემებში“ და მოიპოვა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

2012 წელს მოიპოვა ფონდ ღია საზოგადოების სტიპენდია და პოსტ-სადოქტორო კვლევის განსახორციელებლად მივლინებული იყო ირლანდიაში, დუბლინის უნივერსიტეტის სამართლისა და მმართველობის სკოლაში, სადაც შეასრულა კვლევა თემაზე: „პარლამენტი და დემოკრატიზაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“, რაც გამოქვეყნდა დიდ ბრიტანეთში 2016 წელს.

მალხაზ ნაკაშიძე არის თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის (2008-2009) კურსდამთავრებული

პროფესიული საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალხაზ ნაკაშიძემ აკადემიური კარიერა დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2000 წელს, როგორც სამართლის სფეროში მიწვეულმა ლექტორმა. 2006-2009 წლებში მალხაზ ნაკაშიძე იყო ამავე ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2011 წლიდან არის ასოცირებული პროფესორი.

მალხაზ ნაკაშიძე 2007 წლის წლის თებერვალში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ არჩეული იყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (კანცლერად) და ეს თანამდებობა ეკავა 2009 წლის თებერვლამდე. ამ პერიოდში ის ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ინტეგრაციის პროცესს. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდება, ეთიკის კოდექსი, სხვა სამართლებრივი აქტები უმაღლესი განათლების რეფორმის შესაბამისად და განხორციელდა უნივერსიტეტის რეორგანიზაცია. ამავე პერიოდში უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში პირველად დაინერგა პერსონალის კონკურსის ფორმით სამსახურში მიღების, უნივერსიტეტის ბიუჯეტის შემუშავების წესი, სტუდენტთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამა და სხვა.

2014-2018 წლებში მალხაზ ნაკაშიძე არჩეულ იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად იურიდიული ფაკულტეტიდან.

მალხაზ ნაკაშიძე 2014-2015 იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურიკულუმის კომიტეტის თავმჯდომარე. ამჟამად ის არის სამართლის სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

2019 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააფუძნა ყოველწლიური საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები", რომელშიც მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები და პროფესორები.

საერთაშორისო კვლევითი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალხაზ ნაკაშიძე 2010 წლიდან ეწევა აქტიურ აკადემიურ, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოსა და უცხოეთში.

2016 წელს მალხაზ ნაკაშიძემ გაიმარჯვა აშშ-ის მთავრობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში Fulbright Visiting Scholar Program – მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდია და 2016-2017 სასწავლო წელს იყო ფულბრაიტის მკვლევარი ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლაში. მალხაზ ნაკაშიძე არის ერთადერთი აკადემიური პირი აჭარის რეგიონიდან, ვინც ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდია მოიპოვა აშშ-ში კვლევის განხორცილების მიზნით.

2018 წლის ოქტომბერში მალხაზ ნაკაშიძე იყო მიწვეული მკვლევარი რომის საპიენცას უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტში, სადაც მუშაობდა კვლევაზე საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით პროფესორ ჯანლუკა პასარელთან თანამშრომლობით.

იმავე წელს მალხაზ ნაკაშიძემ მოიპოვა ლატვიის სახელმწიფო კვლევითი სტიპენდია (Latvian State Research Scholarship 2018/2019) და როგორც მიწვეული მკვლევარი მუშაობდა ლატვიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. კვლევის მიზანი იყო ბალტიის ქვეყნების საპარლამენტო მმართველობის და საარჩევნო სისტემების შესწავლა.

მალხაზ ნაკაშიძე ასევე არის თურქეთის მთავრობის დაფინანსებული მევლანას გაცვლითი პროგრამის (Mevlana Exchange Program) 2018 წლის გამარჯვებული და კითხულობდა სალექციო კურსს შედარებით კონსტიტუციურ სამართალში ათათურქის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში.

2020 წელს ევროკომისიის გადაწყვეტილებით საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე, მალხაზ ნაკაშიძე Jean Monnet-ის პროფესორი გახდა და მიენიჭა Jean Monnet-ის კათედრის („ევროპის კავშირის ძირითადი ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა") ხელმძღვანელის სტატუსი 3 წლის ვადით.

საქმიანობა საჯარო და კერძო სექტორში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალხაზ ნაკაშიძეს გააჩნია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება და სხვადასხვა დროს ეკავა თანამდებობები საქართველოს საჯარო სამსახურში. კერძოდ, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (2004–2005), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის უფროსი (2005–2007), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე (2009–2010), კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე (2010–2012).

მალხაზ ნაკაშიძე აქტიურად მონაწილეობდა 2004 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ სამოქალაო საპროტესტო აქციებში, რაც 2004 წლის მაისში ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლით დასრულდა. მალხაზ ნაკაშიძე 2003–2004 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, ხოლო 2004 წელს იყო ფონდ „სამართლიანი არჩევნები“-ს რეგიონული კოორდინატორი აჭარაში და აკვირდებოდა საქართველოს პარლამენტის ხელახალ და პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს აჭარაში, რომელიც ვარდების რევოლუციისა და ედუარდ შევარდნაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გაიმართა.

2004-2005 წლებში მალხაზ ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში განხორციელებულ სამართლებრივ რეფორმებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. არის 2004 წელს მიღებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტის ერთ-ერთი ავტორი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული სხვადასხვა კანონის პროექტის ავტორი.

როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის უფროსი, 2005-2006 წლებში ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების რეგისტრაციის, სამართლებრივ ექსპერტიზის და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის პროცესს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

სხვა საქმიანობა/საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Contemporary Challenges Facing the Judicial Independance in Georgia, Gdansk Legal Studies, Vol 4, November 2020
  • Malkhaz Nakashidze, Davit Sirabidze, Constitutional Reforms on Electoral System for Consolidation of Parliamentary Democracy in Georgia, International Comparative Jurisprudence, Vol 6, No 1 (2020)
  • 2019 Global Review of Constitutional Law: Georgia, International Journal of Constitutional Law, Volume 18, Isuue 2, April 2020
  • Georgia – the state of liberal democracy (2018 Report on Constitutional Law in Georgia), in: The I·CONnect-Clough Center 2018 Global Review of Constitutional Law (edited by Richard Albert, David Landau, Pietro Faraguna, and Simon Drugda), Published by the Clough Center for the Study of Constitutional Democracy (2019)
  • Richard Albert, Malkhaz Nakashidze, Tarik Olcay, The Formalist Resistance to Unconstitutional Constitutional Amendments, Hastings Law Journal, Vol. 70, Issue 3, April 2019, 639-70
  • Georgia – the State of Liberal Democracy, in: 2017 Global Review of Constitutional Law, Richard Albert, David Landau, Pietro Faraguna and Simon Drugda (Editors), I•CONnect and the Clough Center for the Study of Constitutional Democracy at Boston College, 2018
  • Government formation and cabinet types in new democracies: Armenia and Georgia in comparative European perspective, International Comparative Jurisprudence, Volume 2, Issue 1, September 2016, Pages 25–35
  • Semi-presidentialism in Georgia, Book chapter in: Robert Elgie and Sophia Moestrup, Semi-presidentialism in the Caucasus and Central Asia, Palgrave Macmillan, UK, 2016
  • A “Moot Court” – An Extracurricular Activity in “Constitutional Justice” Course for Master’s Program, International Peer-reviewed Journal: Literacy Information and Computer Education Journal (LICEJ), Special Issue, Volume 1,Issue 1, 2012
  • 2009-2010 წლების საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში (რედაქტორი), კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი, ბათუმი, 2012
  • საერთაშორისო სტუდენტური ოლიმპიადა ეროვნულ და შედარებით კონსტიტუციურ სამართალში, კონფერენციის მოხსენებების კრებული (რედაქტორი), ბათუმი, 2011
  • კონსტიტუციური სამართლის მოკლე ლექსიკონი (თანაავტორი), საყმაწვილო ილუსტრირებული საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი, ბათუმი, 2011
  • საქართველოს კონსტიტუციონალიზმის სათავეებთან - საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 90 წლისთავი, სამეცნიერო კონფერენციის მასალები, (პასუხისმგებელი გამოცემაზე), კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი, ბათუმი, 2011
  • ხელიუფლების განშტოებებთან პრეზიდენტის ურთიერთობათა თავისებურებანი მმართველობის ნახევრად საპრეზიდენტო სისტემებში, (აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მაგალითზე), დისერტაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, თბ., 2010;
  • Some Legislative Powers of President in South Caucasus Countries (Armenia, Azerbaijan, Georgia), Journal of International Law, N2-09 N1-10, pp. 223-240;
  • მმართველობის ნახევრად საპრეზიდენტო სისტემის ცნება და კლასიფიკაცია, ჟურ. "მართლმსაჯულება და კანონი", 2009 წლის №4, გვ. 64-80;
  • Problems in Execution oft he Constitutional Court Dicitions in Georgia, Journal “Justice”, Volume 1, Tbilisi, 2009, pp. 153-144;
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის განსხვავებული აზრი და მისი მნიშვნელობა“, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“ №2(21), თბილისი, 2009, გვ. 78-97;
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მცხოვრები პირების მოქალაქეობის საკითხისათვის“, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, კრებული: სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები, ტომი III, ბათუმი, 2008, გვ. 222-238
  • სსრ კავშირის სამართალმემკვიდრეობა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის საკითხი საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში“, პოლიტოლოგიის ინსტიტუტის და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი კრებული - საქართველო: დემოკრატიული განვითარების პრობლემები და თანამედროვე გამოწვევები, თბილისი, 2008, გვ. 49-68;
  • „რუსული პასპორტები და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში (მონოგრაფია)“, გამომცემლობა „ბათუმის უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2008;
  • საქართველოს კონსტიტუციის საფუძვლები (სახელმძღვანელო), გამომცემლობა „კოლორი“, თბილისი, 2006;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]