მალჩევსკო-პოლნენსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალჩევსკო-პოლნენსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
მალჩევსკო-პოლნენსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია — რუსეთი
მალჩევსკო-პოლნენსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა მალჩევსკო-პოლნენსკაია
სასულიერო სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1902
დეტალები
მასალა აგური

მალჩევსკო-პოლნენსკაიის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Никольская церковь) — მართლმადიდებლური ეკლესია მილეროვის რიონის სოფელ მალჩევსკო-პოლნენსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. ეკლესია არის რუსეთის ფედრაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[2].

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, მილეროვის რაიონი, სოფელი მალჩევსკო-პოლნენსკაია, სკლიაროვის ქუჩა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
დანგრეული ეკლესიის ხედი
გუმბათის აღდგენა

სლობოდაში ხის პირველი ეკლესია ააშენეს XVIII საუკუნის დასასრულს, რომელიც უკვე 1803 წელს დაიწვა. 1822 წელს მამასახლის პეტრე და მიხეილ მალჩევსკების ფინანსებით ააშენეს ახალი ეკლესია. ახალი ქვის ერთსაკურთხევლიანი ეკლესია სლობოდაში ააგეს 1902 წელს. 1907 წელს გააფართოვეს კუთხის ეგვტერები.

ეკლესია გადაურჩა ოქტომბრის რევოლუციასა და რუსეთის სამოქალაქო ომს. 1938 წელს ეკლესია დახურეს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კვლავ აღსდგა ღვთისმსახურება. ეკლესიაში მსახურება გაგრძელდა 1960 წლამდე. ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში ეკლესია დაიხურა და 1966 წელს დაანგრიეს. დიდი ხნის განმავლობაში ეკლესიის ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი.

ეკლესიის შენობა გადაეცა კალინინის სახელობის ეკლესიას. საეკლესიო ჭურჭლის უმეტესი ნაწილი გადაიტანეს სოფელ ჩერტკოვოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სამლოცველო სახლში. ეკლესიის შენობას გამოიყენებდნენ კოლმეურნეობის ხორბლის საწყობად. 2011 წელს დაიწყო თანხების შეგროვება ეკლესიის აღსადგენად, რომელიც დაიწყეს გუმბათის აგებით. 2017 წლის მონაცემებით აღდგენითი სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა[3]. გრძელდება თანხების შეგროვება რემონტისათვის[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]