მალუმა
| მალუმა | |
|---|---|
|
მალუმა 2023 წელს | |
| დაბადების სახელი | ხუან ლუის ლონდონიო არიასი |
| დაბადების თარიღი |
28 იანვარი,1994 წელი მედელინი,ანტიოკია,კოლომბია |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | რეპერი·მომღერალი·სიმღერების ავტორი·მსახიობი |
| აქტიური | 2010-აწმყო |
| მეუღლე(ები) |
ნატალია ბარულიჩ (2018-2019) სუზანა გომესი (2020-დღემდე) |
| პარტნიორ(ებ)ი | Natalia Barulich[2] და Susana Gómez[3] |
| შვილ(ებ)ი | 1 |
ხუან ლუის ლონდონიო არიასი (დ.28 იანვარი,1994), ცნობილი როგორც მალუმა,კოლუმბიელი რეპერი, მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. დაიბადა და გაიზარდა მედელინში, მუსიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა და სიმღერების ჩაწერა 16 წლის ასაკიდან დაიწყო. არიასმა სადებიუტო ალბომი „მაგია“ ერთი წლის შემდეგ, 2012 წელს გამოუშვა. თუმცა, მას წინსვლა მოუტანა 2015 წლის ალბომმა Pretty Boy, Dirty Boy, რასაც მოჰყვა წარმატებული კოლაბორაციები მრავალ არტისტთან.
2018 წელს მან გამოუშვა F.A.M.E., რომელიც მორიგი კომერციული წარმატება იყო. ამას მოჰყვა 11:11 2019 წელს და Papi Juancho, რომელიც მოულოდნელად 2020 წელს გამოვიდა. მისი სინგლი „Hawái“ (ვიქენდ-ის რემიქსით) ბილბორდ გლობალ 200-ის ჩარტში მესამე ადგილზე გავიდა და გახდა პირველი ნომერ პირველი სინგლი ბილბორდ გლობალ აშშ-ს ჩარტში. 18 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით (ალბომები და სინგლები), მალუმა ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ლათინოამერიკელი მუსიკოსია.[4] მუსიკალურად მალუმას შემოქმედება აღწერილია როგორც რეგეტონი, ლათინური ტრეპი და პოპი.
მალუმას არაერთი სინგლი მოხვდა Billboard Hot Latin Songs-ის საუკეთესო ათეულში, მათ შორის: „Felices los 4“, „Borró Cassette“ და „Corazón“. მისმა კოლაბორაციებმა — შაკირასთან და მადონასთან — Hot Latin Songs-ისა და Dance Club Songs-ის ჩარტების სათავეები დაიკავეს. მას უმუშავია სხვა საერთაშორისო არტისტებთანაც, როგორებიც არიან ჯენიფერ ლოპესი, რიკი მარტინი, ჯეი ბალვინი, ანიტა და ვიქენდი. მალუმას მოპოვებული აქვს ლათინური გრემის ჯილდო, ორი ლათინოამერიკული მუსიკალური ჯილდო და ნომინირებული იყო გრემის პრემიაზე საუკეთესო ლათინური პოპ ალბომის კატეგორიაში.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალუმა დაიბადა მარლი არიასისა და ლუის ლონდონიოს ოჯახში. ის უფროს დასთან, მანუელასთან ერთად გაიზარდა. ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა ფეხბურთით, რომლის თამაშიც ბავშვობიდან დაიწყო და საშუალო სკოლის პერიოდშიც აგრძელებდა; ის ასპარეზობდა კლუბების — Atlético Nacional და La Equidad სარეზერვო გუნდების დაბალ დივიზიონებში. ამასთანავე, მოზარდობისას მას მძაფრი ინტერესი გაუჩნდა მუსიკის მიმართ და სკოლაში კარგი მომღერლის რეპუტაციით სარგებლობდა. მან დაამთავრა ელ-რეტიროს „ჰონტანარესის“ სკოლა, სადაც მეგობრების წაქეზებით ადგილობრივ მუსიკალურ კონკურსებში მონაწილეობდა.[5]
მალუმას პირველი მუსიკალური წარმატება 15 წლის ასაკში მოხდა, როდესაც ახლო მეგობართან ერთად დაწერა სიმღერა სათაურით "No quiero"; ერთი წლის შემდეგ მისმა ბიძამ, ხუან პარამ, დაბადების დღის საჩუქრად შესთავაზა ამ სიმღერის სტუდიაში ჩაწერა. მუსიკალურ პროდიუსერთა ჯგუფზე შთაბეჭდილების მოხდენის შემდეგ, მას სთხოვეს აერჩია სახელი, რომელიც ადვილად დასამახსოვრებელი და ურბანული ჟანრის მიმდევრებისთვის მისაღები იქნებოდა. მან აირჩია ფსევდონიმი „მალუმა“, რომელიც მისი დედის (მარლი), მამის (ლუის) და დის (მანუელა) სახელების პირველი მარცვლების კომბინაციას წარმოადგენს.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010-2013:კარიერის დასაწყისი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალუმამ მუსიკალური კარიერა 2010 წელს, სინგლების ჩაწერით დაიწყო. მას შემდეგ, რაც სიმღერა "Farandulera" რადიოჰიტად იქცა, Sony Music-მა და მისმა ფილიალმა Sony Music Colombia-მ მომღერალთან კონტრაქტი გააფორმეს სადებიუტო სტუდიური ალბომის ჩასაწერად. მისი შემდეგი სინგლი იყო "Loco", რომელიც "თავბრუდამხვევი და უკონტროლო სიყვარულით" იყო შთაგონებული.
2012 წელს მალუმამ გამოუშვა პირველი სტუდიური ალბომი სახელწოდებით „მაგია“.[6] სინგლზე "Obsesión" გადაღებული კლიპი ანტიოკიის დეპარტამენტის რკინიგზის სადგურზე გადაიღეს, მასში მონაწილეობდა კოლუმბიელი მოდელი ლინა პოსადა. ამ დროისთვის ვიდეოს YouTube-ზე 185 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ალბომის სხვა სინგლებიდან აღსანიშნავია "Miss Independent" და "Pasarla Bien". "Miss Independent" კოლუმბიის ეროვნულ ჩარტში მეორე ადგილზე გავიდა და გახდა მისი პირველი სიმღერა, რომელიც საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.[7][8] 2012 წელს მალუმა ასევე ნომინირებული იყო Shock Award-ზე კატეგორიაში „საუკეთესო ახალი არტისტი“.
2013 წელს გამოვიდა სიმღერა "La Temperatura", პუერტორიკოელ მომღერალ ელი პალასიოსთან ერთად. ეს იყო პირველი სინგლი მისი მომავალი მიქსტეიპიდან PB.DB The Mixtape. სიმღერამ ეროვნულ ჩარტებში მეშვიდე ადგილს მიაღწია. გარდა ამისა, ეს იყო მისი პირველი სინგლი, რომელიც ამერიკულ ბილბორდის ლათინოამერიკულ ჩარტებში მოხვდა.[9][10]
2014-2018:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წელს მალუმამ გამოუშვა მუსიკალური კლიპები სინგლებისთვის: "La Curiosidad", "Carnaval" და "Addicted".[11][12][13] მან ასევე ითანამშრომლა მომღერალ ელვის კრესპოსთან სიმღერაზე "Olé Brazil", რომელიც 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატისთვის ჩაიწერა. იმავე წელს იგი გახდა ჟიურის წევრი/ქოუჩი შოუში The Voice Kids (კოლუმბია) და წამყვანის ამპლუაში წარდგა Kids' Choice Awards Colombia-ზე.

2015 წლის დასაწყისში გამოვიდა მიქსტეიპი PB.DB The Mixtape, წლის ბოლოს კი მისი მეორე სტუდიური ალბომი — Pretty Boy, Dirty Boy, რომელიც რეგეტონის, პოპისა და ურბანული მუსიკის ელემენტებს აერთიანებდა.[14] ალბომის სინგლები "Borró Cassette", "El Perdedor" და "Sin Contrato" Billboard Hot Latin Songs-ის საუკეთესო ათეულში მოხვდნენ.[15] 2016 წლის მაისში მალუმამ დაიწყო თავისი პირველი მსოფლიო ტურნე.[16]
2017 წელს მისმა ჰიტმა "Felices los 4" Hot Latin Songs-ის ჩარტში მეხუთე ადგილი დაიკავა,.[17] მას მოჰყვა "Corazón", რომელიც ასევე საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ორივე სინგლის ვიდეოს YouTube-ზე 1 მილიარდზე მეტი ნახვა აქვს. მან ასევე გამოუშვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი სათაურით X, სადაც წარმოდგენილი იყო მისი სიმღერები French Montana-სთან, Arcángel-თან და სხვებთან ერთად.[18]
მალუმამ ჩაწერა სიმღერის "Colors" (2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი ჰიმნი) ესპანური ვერსია ჯეისონ დერულოსთან ერთად.[19] მისი მესამე სტუდიური ალბომი F.A.M.E. 2018 წლის 18 მაისს გამოვიდა. მომღერლის განმარტებით, ალბომის სახელი იშიფრება როგორც: Faith (რწმენა), Alma (სული), Music (მუსიკა) და Essence (არსი).[20][21] ამ ალბომით მან მოიგო ლათინური გრემი, ხოლო სინგლით "Mala Mia" წლის განმავლობაში მეორედ დაიკავა წამყვანი პოზიციები ლათინოამერიკულ მუსიკალურ ჩარტებში.[22]
2019-დღემდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წელს მალუმამ ითანამშრომლა ამერიკელ ლეგენდასთან, მადონასთან, მის ალბომში Madame X, სადაც მონაწილეობა მიიღო სიმღერებში "Medellín" და "Bitch I'm Loca".[23] იმავე წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ მალუმა სამსახიობო დებიუტს შეასრულებდა ფილმში „დაქორწინდი ჩემზე“ ჯენიფერ ლოპესთან ერთად.[24] მან ასევე გაახმოვანა პერსონაჟი მარიანო Disney-ს ანიმაციურ ფილმში „ენკანტო“.
2019 წლის 17 მაისს მომღერალმა გამოუშვა მეოთხე სტუდიური ალბომი 11:11, რომელსაც მხარს უჭერდა სინგლები: "HP", "11 PM", "Instinto Natural" და "No Se Me Quita" რიკი მარტინთან კოლაბორაციით.[25] ალბომში ასევე შევიდა მადონასთან კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი "Soltera". ალბომის პოპულარიზაციისთვის მალუმამ მოაწყო მსოფლიო ტურნე 11:11 World Tour.
2020 წლის 21 აგვისტოს მალუმამ მოულოდნელად გამოუშვა მეხუთე სტუდიური ალბომი Papi Juancho.[26] ალბომის მეორე სინგლი "Hawái" ნამდვილ კომერციულ ფენომენად იქცა. 2021 წლის 29 იანვარს მალუმამ გამოუშვა EP (მინი-ალბომი) სახელწოდებით #7DJ (7 Días en Jamaica), რომელიც შვიდ სიმღერასა და მათ ვიდეოკლიპებს აერთიანებდა.[27]
არტისტიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მალუმა ფლობს ტენორის ვოკალურ დიაპაზონს.[28][29][30][31][32] მომღერალი საკუთარ მუსიკას „ურბანულ პოპად“ განსაზღვრავს.[33][34] ბილბორდ-ის რედაქტორმა მის შესახებ დაწერა: „მალუმას რეგეტონი იდეალურად ერწყმის მის იმიჯს,ის ახერხებს იყოს ერთდროულად რომანტიკულიც და უხეშიც. მისი ჟღერადობა ამ ჟანრის ევოლუციას წარმოადგენს“. 2016 წლის ინტერვიუში მალუმამ აღნიშნა: „მე გავიზარდე ამ ჟანრთან (რეგეტონთან) ერთად, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, ჩემს ცხოვრებად იქცა... მე ვარ ურბანული შემსრულებელი. თუ ჩემს ალბომს (Pretty Boy, Dirty Boy) მოუსმენთ, იქ ნახავთ ბალადებს, მამბოს, მერენგეს, რეგეტონს და 'ანდერგრაუნდ' კომპოზიციებს. მიყვარს იმ მრავალმხრივობის ჩვენება, რაც შემსრულებლის სახით გამაჩნია“.[35]
მომღერალი თავის მთავარ შთაგონების წყაროდ ასახელებს ჰექტორ ლავოს, ჯასტინ ტიმბერლეიკსა და მაიკლ ჯექსონს.[36][37] მათზე საუბრისას მალუმამ აღნიშნა: ჯასტინ ტიმბერლეიკი: „ის თანამედროვე მუსიკისთვის უდიდესი ორიენტირია“. ჰექტორ ლავო: „ის ყოველთვის იყო ნომერ პირველი არტისტი, რომლითაც აღვფრთოვანებული ვარ. მისი ყველა სიმღერა ვიცი, ყოველდღე ვუსმენ და არცერთი არ მბეზრდება. ის ჩემი უდიდესი მუსიკალური შთაგონებაა“.[38] მალუმა ასევე აღნიშნავს, რომ მის კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შაკირას მიერ მუსიკაში ფოლკლორული ელემენტების გამოყენებამ.[39] რაც შეეხება რიკი მარტინს, მომღერალი ამბობს, რომ ის მისი კერპია ინდუსტრიაში და ბავშვობაში ყოველთვის სურდა, მას დამსგავსებოდა.[40]
საჯარო იმიჯი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2019 წელს ჟურნალმა ვოგ-მა მალუმას „მამაკაცის მოდის მომავალი ხატი“ უწოდა: „მალუმას აქვს დამოკიდებულება, მალუმას აქვს სტილი. მას უყვარს მკვეთრი და თამამი სამოსი, რაც იდეალურად ერწყმის მის მკვეთრ და თამამ მუსიკას, პიროვნებასა და საერთო ხასიათს“.[41] 2021 წელს მან ითანამშრომლა ბრენდთან Balmain, ხოლო [42] 2022 წლის მარტში, Macy's-თან პარტნიორობით, საკუთარი ტანსაცმლის ხაზი — Royalty by Maluma — წარადგინა.[43]
თავისი მუსიკით იგი სოციალურ აქტივიზმსაც ეწევა. მაგალითად, სიმღერის "El Perdedor" კლიპში მან ყურადღება გაამახვილა აშშ-ის პოლიციის მხრიდან ლათინოამერიკელი მოსახლეობის მიმართ გამოვლენილ რასიზმსა და დისკრიმინაციაზე.[44][45] მალუმა ასევე საჯაროდ უჭერს მხარს ლგბტ თემს.[46]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მალუმა კათოლიკეა, თუმცა აღნიშნავს, რომ აფასებს სხვა რელიგიების გარკვეულ ასპექტებსაც.[47]
2018–2019 წლებში მას ურთიერთობა ჰქონდა ამერიკელ მოდელ ნატალია ბარულიჩთან.[48]
ამჟამად მალუმა ურთიერთობაშია სუზანა გომესთან. 2024 წლის 9 მარტს წყვილს შეეძინა ქალიშვილი, რომელსაც პარისი დაარქვეს.[49][50]
ჯილდოები და ნომინაციები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2013 წელს იგი წარდგენილი იყო MTV Europe Music Awards-ზე (საუკეთესო ცენტრალური ლათინოამერიკელი არტისტი)[51] და ლათინურ გრემიზე (საუკეთესო ახალი არტისტი).[52] იმავე წელს მან მოიგო Shock Award სიმღერისთვის "La Temperatura" კატეგორიაში „საუკეთესო რადიო სიმღერა“.[53] 2017 წელს მალუმა ორ კატეგორიაში იყო ნომინირებული Billboard Music Awards-ზე, მათ შორის, როგორც „წლის საუკეთესო ლათინოამერიკელი არტისტი“.[54] 2019 წელს მან მიიღო El Premio ASCAP-ის ჯილდო, როგორც „წლის სიმღერების ავტორმა“.[55] 2020 წელს კი მოიპოვა MTV Video Music Award საუკეთესო ლათინოამერიკული ვიდეოსთვის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ MusicBrainz — MetaBrainz Foundation, 2000.
- ↑ https://www.latina.fr/news/maluma-son-ex-natalia-barulich-devoile-les-raisons-de-leur-separation-41983
- ↑ https://people.com/music/who-is-susana-gomez-maluma/
- ↑ Maluma, l'intervista esclusiva a Radio DEEJAY: "Amo l'Italia. Le donne sono così hot" it. ~ (2 December 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 January 2021. ციტირების თარიღი: 21 January 2021
- ↑ BIOGRAPHY. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 February 2018. ციტირების თარიღი: 28 February 2018
- ↑ Maluma, un artista que sabe lo que quiere es. El Universal (8 September 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2016. ციტირების თარიღი: 12 September 2016
- ↑ National-Report Top Nacional Semana 31. National Report (5 August 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2013. ციტირების თარიღი: 15 August 2014
- ↑ National-Report Top Nacional Semana 9. National Report (3 March 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2013. ციტირების თარიღი: 15 August 2014
- ↑ „Maluma – Chart history“. Billboard. ციტირების თარიღი: 17 April 2017.
- ↑ „Maluma – Chart history“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 May 2015. ციტირების თარიღი: 17 April 2017.
- ↑ María Mónica. (5 May 2014) Maluma presenta el video de su canción 'La Curiosidad' es. Entretengo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 August 2014. ციტირების თარიღი: 14 August 2014
- ↑ Maluma's 'Carnaval' What a Merry-Go-Round! (5 February 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 August 2017. ციტირების თარიღი: 27 August 2017
- ↑ Maluma presenta videoclip de su tema "Addicted" es. Tuteve. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 August 2014. ციტირების თარიღი: 14 August 2014
- ↑ „Biography“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 August 2016. ციტირების თარიღი: 21 April 2017.
- ↑ Maluma lanza su segundo disco y asegura que "ha sido como un embarazo eterno" es. EFE (11 October 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 August 2018. ციტირების თარიღი: 31 May 2016
- ↑ „Maluma – Chart history“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 September 2017. ციტირების თარიღი: 17 April 2017.
- ↑ „Maluma's 'Felices Los 4' Climbs Into Top 5 on Hot Latin Songs Chart“. Billboard. 18 May 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 July 2018. ციტირების თარიღი: 19 May 2017.
- ↑ „"X, the film", el cortometraje con el que Maluma presenta su nuevo proyecto musical“. Caracol (ესპანური). 25 November 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2018. ციტირების თარიღი: 7 April 2018.
- ↑ „Maluma se une a Jason Derulo para uno de los temas del Mundial Rusia 2018“ (ესპანური). 14 March 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 June 2018. ციტირების თარიღი: 6 April 2018.
- ↑ „Maluma Opens Up About His Favorite Rapper, New Album & Working With Jason Derulo“. Vibe. 14 March 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2018. ციტირების თარიღი: 6 April 2018.
- ↑ Leight, Elias (4 April 2018). „Meet Maluma, the Colombian Heartthrob Who Could Be Latin Pop's Next Crossover Star“. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 October 2018. ციტირების თარიღი: 26 June 2022.
- ↑ Bustios, Pamela (6 November 2018). „Maluma's 'Mala Mia' Hits No. 1 on Latin Airplay, Latin Pop Songs & Latin Rhythm Airplay Charts“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 June 2022. ციტირების თარიღი: 26 June 2022.
- ↑ Fernandez, Suzette (24 February 2019). „Madonna and Maluma Hit the Recording Studio: See the Photos“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 May 2022. ციტირების თარიღი: 26 April 2022.
- ↑ D'Alessandro, Anthony. (15 July 2019) Jennifer Lopez Rom-Com 'Marry Me' Jumps From STX To Universal; Maluma Joins Cast. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 August 2020. ციტირების თარიღი: 26 September 2019
- ↑ Benjamin, Jeff. (15 February 2019) 5 Reasons Maluma's '11:11' Album Will Break Him Bigger Than Ever. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 April 2019. ციტირების თარიღი: 1 May 2019
- ↑ Hussey, Allison. (21 August 2020) Maluma Releases New Album PAPI JUANCHO: Listen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 August 2020. ციტირების თარიღი: 25 August 2020
- ↑ Billboard Staff (28 January 2021). „Every Song on Maluma's #7DJ (7 Días En Jamaica) Ranked: Critic's Picks“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 June 2022. ციტირების თარიღი: 26 June 2022.
- ↑ We Ranked Instagram's 17 Most Followed Latino Celebrities And Their Claims to Fame (26 November 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2019. ციტირების თარიღი: 18 April 2019
- ↑ Maluma conquista al público en un concierto en Londres es (28 September 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2019. ციტირების თარიღი: 7 May 2019
- ↑ Levin, Jordan (7 March 2017). „He was going to be a soccer player. Now he's the latest Latin pop star“. Miami. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2019. ციტირების თარიღი: 7 May 2019.
- ↑ Jurek, Thom. Maluma. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 April 2019. ციტირების თარიღი: 7 May 2019
- ↑ Dominguez, Pier. (13 July 2016) Maluma and the Evolution of the Latin Pop Star. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 April 2019. ციტირების თარიღი: 7 May 2019
- ↑ „Maluma afirma que no es reggaetonero, lo suyo es el pop urbano“. El Colombiano (ესპანური). Colombia. 19 January 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 November 2018. ციტირების თარიღი: 21 April 2017.
- ↑ „Maluma en el Luna: la victoria del pop urbano“. Billboard (ესპანური). Argentina. 18 August 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 April 2017. ციტირების თარიღი: 21 April 2017.
- ↑ „Maluma: Más que un "pretty boy"“. Primera Hora (ესპანური). 18 November 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 April 2017. ციტირების თარიღი: 21 April 2017.
- ↑ Herrera Mulligan, Michelle (20 April 2017). „Reggaeton's Sexiest Star Maluma On Crossover Dreams (Hola Justin Timberlake!) and Struggling With Fame“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 June 2022. ციტირების თარიღი: 26 June 2022.
- ↑ „Maluma, la fiebre por el pretty boy“. Caras (ესპანური). 15 June 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 October 2018. ციტირების თარიღი: 20 June 2017.
- ↑ Maluma Covers Caras, Talks Musical Influences & Working with Ricky Martin. The Fashionisto (6 June 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 August 2022. ციტირების თარიღი: 14 August 2022
- ↑ „Shakira & Maluma on Their 'Absolute Chemistry' & the New Latin Explosion“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 June 2022. ციტირების თარიღი: 26 June 2022.
- ↑ „Maluma on Working With Ricky Martin, Shakira & What's Next for Him“. 3 November 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 June 2021. ციტირების თარიღი: 14 June 2020.
- ↑ Why Maluma Is a Menswear Icon in the Making (17 June 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 July 2021. ციტირების თარიღი: 13 July 2021
- ↑ Balmain Collaborates with Maluma on a Miami-Inspired Capsule Collection - Maluma Singer en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 April 2022. ციტირების თარიღი: 27 March 2022
- ↑ Garcia, Sandra E. (12 March 2022). „Maluma, Fashion Chameleon“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 March 2022. ციტირების თარიღი: 27 March 2022.
- ↑ Figueroa, Karla (22 April 2016). „Nuevo video de Maluma, 'El perdedor', muestra el racismo que viven los latinos en EE.UU“. Variety Latino (Spanish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 May 2016. ციტირების თარიღი: 29 May 2016.
- ↑ Mabry-Paraiso, Alexander (24 March 2016). „Maluma revela detalles del video de "El perdedor" (VIDEO)“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 March 2016. ციტირების თარიღი: 29 May 2016.
- ↑ Las claves del éxito de Maluma (27 May 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 July 2021. ციტირების თარიღი: 13 July 2021
- ↑ „Maluma breaks down his tattoos“. E! Online (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 July 2019. ციტირების თარიღი: 7 September 2018.
- ↑ „This is How Maluma Met His Girlfriend Natalia Barulich“. The Oprah Magazine (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 July 2019. ციტირების თარიღი: 11 July 2019.
- ↑ Maluma Expecting First Baby, a Girl, With Girlfriend Susana Gomez — and They Already Have a Name! (20 October 2023). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 October 2023. ციტირების თარიღი: 20 October 2023
- ↑ Trendy Artists of the Week: The Weeknd, Taylor Swift, Guns N' Roses, Maluma, Måneskin, Duran Duran, Evanescence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 October 2023. ციტირების თარიღი: 29 October 2023
- ↑ Maluma nominado a los MTV EMA es. Colombia.com (13 September 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 July 2018. ციტირების თარიღი: 14 August 2014
- ↑ Cinco colombianos ganaron en los Latin Grammy 2013 es. Vanguardia (23 November 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 October 2018. ციტირების თარიღი: 13 August 2014
- ↑ Estos fueron los ganadores de los premios Shock Tigo 2013 es. Extroversia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 October 2014. ციტირების თარიღი: 14 August 2014
- ↑ „Drake, The Chainsmokers Lead Nominees for the 2017 Billboard Music Awards“. Billboard. 10 April 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 November 2022. ციტირების თარიღი: 26 June 2022.
- ↑ El Premio ASCAP 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 March 2019. ციტირების თარიღი: 6 March 2019