მალულჭამიასებრნი
იერსახე
მალულჭამიასებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Thortus sp. | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cryptophagidae | ||||||||||||
|
მალულჭამიასებრნი (ლათ. Cryptophagidae) — მცირე ზომის ხოჭოების ოჯახი. მათი სხეულის სიგრძე 1-5 მმ აღწევს. ჩვეულებრივ ყვითელი ან მურაა. ბინადრობენ ლპობად მცენარეულ ნარჩენებში, ქერქის ქვეშ და ა. შ. ცნობილია მალულჭამიასებრთა 2500-მდე სახეობა; ყოფილ სსრკ-ში — 200-მდე. საწყობებსა და სარდაფებში ზოგჯერ დიდი რაოდენობით გვხვდება Cryptophagus aculangulus, რომელიც იკვებება საკვებ პროდუქტებზე, ორგანულ ნარჩენებსა და მკვდარ მერქანზე მოსახლე სოკოებით. მოგრძო ციცქნა (Atomaria linearus) აზიანებს ჭარხლისა და ბოლოკის აღმონაცენსა და ფესვებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 392.