შინაარსზე გადასვლა

მალტის პრემიერ-მინისტრი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალტის პრემიერ-მინისტრი

მალტის რესპუბლიკის გერბი
მოქმედი:
რობერტ აბელა

 2020 წლის 13 იანვრიდან
მიმართვის სტილი პატივცემული (ფორმალურად)
მისი ბრწყინვალება (დიპლომატიურად)
ტიპი მთავრობის ხელმძღვანელი
წევრი მალტის კაბინეტი
ევროპული საბჭო
რეზიდენცია ვილა ფრანჩია (ძირითადი)
გირგენტის სასახლე (ზაფხულში)
დამნიშვნელი მალტის პრეზიდენტი
როგორც პრეზიდენტი
ვადის ხანგრძლივობა 5 წელი, პირდაპირი ვადის ლიმიტის გარეშე
დაარსდა 1923
დამაარსებელი ჯოზეფ ჰოვარდი
პირველი თანამდებობაზე ჯოზეფ ჰოვარდი
თანაშემწე ვიცე-პრემიერი
ხელფასი €50,276 წელიწადში[1]
საიტი http://opm.gov.mt/

მალტის პრემიერ-მინისტრი (მალტ. Prim Ministru ta' Malta) არის ქვეყნის მთავრობის მეთაური, რომელიც მალტაში ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობაა. პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობს მინისტრთა კაბინეტის სხდომებს და ნიშნავს მინისტრებს მათ შესაბამის თანამდებობებზე. ის ინარჩუნებს პოსტს იმ შემთხვევაში, თუ ფლობს პარლამენტის ნდობას, შესაბამისად, არის პარლამენტის წევრი.

პრემიერ-მინისტრს ნიშნავს პრეზიდენტი და ეს დანიშვნა ეფუძნება პრეზიდენტის რწმენას, რომ კონკრეტული პირი ყველაზე მეტად არის უნარიანი მოიპოვოს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მხარდაჭერა. როგორც წესი, ასეთ პირად განიხილება ის პოლიტიკური პარტიის ან კოალიციის ლიდერი, რომელსაც პალატაში ყველაზე მეტი მანდატი აქვს.

პრემიერ-მინისტრი ex officio ენიჭება ეროვნული ღირსების ორდენის (National Order of Merit) კომპანიონთა ხარისხი — K.U.O.M. (Kumpanju tal-Unur).

პოსტისთვის საფუძვლის ჩაყრა და შემდგომი განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მთავრობის მეთაურის“ თანამდებობა შეიქმნა მას შემდეგ, რაც მალტის კოლონიას 1921 წელს მიენიჭა ავტონომიური მმართველობა.[2] 1921 წლის კონსტიტუცია ორჯერ იყო შეჩერებული, ვიდრე საბოლოოდ გაუქმდებოდა. პირველად (1930–1933 წლებში), მთავრობის მეთაური (იმ დროისთვის ლორდი სტრიკლენდი) და მისი კაბინეტი პოსტზე დარჩნენ. მეორე შეჩერების შემდეგ, 1934 წელს, კაბინეტი დაითხოვეს.

კონსტიტუცია გაუქმდა 1936 წელს და თანამდებობა არ არსებობდა მანამ, სანამ მალტა იმყოფებოდა პირდაპირი კოლონიური მმართველობის ქვეშ. თანამდებობა აღდგა თვითმმართველობის აღდგენასთან ერთად 1947 წელს და ამ დროიდან ეწოდა „მალტის პრემიერ-მინისტრი“. თანამდებობა კვლავ გაუქმდა 1947 წლის კონსტიტუციის შეჩერების შედეგად, 1958-1962 წლებში, მაგრამ შენარჩუნდა თითქმის უცვლელად 1964 წლის დამოუკიდებლობის კონსტიტუციაში და შემდგომ 1974 წლის შესწორებებში, რომელმაც მალტის მმართველობის ფორმა რესპუბლიკად გარდაქმნა.

პოსტზე უფლებამოსილების მოპოვება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებამდე, კანდიდატი ვალდებულია დადასტურების ფიცი დადოს მალტის პრეზიდენტის წინაშე.

ფიცი ასე ჟღერს: მე, (კანდიდატის სახელი და გვარი), ვფიცავ/ვადასტურებ, რომ გულწრფელად შევასრულებ მალტის პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს და ჩემი შესაძლებლობის შესაბამისად დავიცავ, დავიცავ და ვუჭერ მხარს მალტის კონსტიტუციას. (ღმერთი იყოს ჩემი შემწე).

კონსტიტუციური ფუნქციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალტის პრეზიდენტი, რომელიც ნომინალურად წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების თავს, პრემიერ-მინისტრად ნიშნავს იმ პარლამენტარს, რომელიც, მისი შეხედულებით, ყველაზე მეტად არის უნარიანი მოიპოვოს წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ნდობა. პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს უწევს კონსულტაციას მინისტრთა დანიშვნის თაობაზე.[3]

კასტილიის ობერჟი, მალტის პრემიერ-მინისტრის ოფისი

პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციურად ვალდებულია სრულად აცნობოს პრეზიდენტს მთავრობის ზოგადი საქმიანობის შესახებ. პრემიერ-მინისტრის არარსებობისას მალტაში, პრეზიდენტს შეუძლია უფლებამოსილება მიანიჭოს ნებისმიერ სხვა მინისტრს დროებით შეასრულოს მისი მოვალეობები. როგორც წესი, ამ როლს ასრულებს ვიცე-პრემიერ-მინისტრი.[3]

მალტის პრემიერ-მინისტრის ოფისი (OPM)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც მინისტრი თავისი სახით,[4] პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებელია მთავრობის მრავალ დეპარტამენტზე. პრემიერ-მინისტრის ოფისი (OPM) 1972 წლიდან კასტილიის ობერჟში მდებარეობს ვალეტაში და წარმოადგენს არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციულ შტაბს, არამედ გადაწყვეტილებების მიღების ცენტრალურ ორგანოსაც.

OPM-ის მისიაა დაეხმაროს პრემიერ-მინისტრს უზრუნველყოს სტაბილური და ეფექტიანი მმართველობისთვის საჭირო ხელმძღვანელობა და სტრატეგიული კურსი. ოფისის ძირითადი განყოფილებებია: კაბინეტის სამდივნო, მენეჯმენტისა და პერსონალის ოფისი და ინფორმაციის დეპარტამენტი.

ოფიციალური რეზიდენციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილა ფრანსია, რომელიც მდებარეობს ლიას სოფელში, წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციას, ხოლო გირგენტის სასახლე, რომელიც მდებარეობს სიჯიევიში — მისი საზაფხულო რეზიდენციაა. ეს ობიექტები ძირითადად გამოიყენება სახელმწიფო ცერემონიებისთვის, მათ შორის მნიშვნელოვანი სტუმრების მიღებისთვის, და სიმბოლურ შენობებად მიიჩნევა.[5]

პოლიტიკური კრიზისი და მმართველობის ცვლილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის ოქტომბერში მალტაში მოხდა გამოჩენილი ჟურნალისტისა და კორუფციის გამომძიებლის, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობა, რაც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში ღრმა კრიზისის დაწყების წინაპირობა გახდა. გამოძიების პროცესმა გამოავლინა კავშირები მთავრობის მაღალჩინოსნებსა და დანაშაულებრივ ქსელებს შორის, რაც მალტის შიდა პოლიტიკაში უპრეცედენტო რყევებსა და საერთაშორისო საზოგადოებისა და ევროკავშირის მწვავე კრიტიკას დაექვემდებარა1.

მალტის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჯოზეფ მუსკატი აღმოჩნდა ზეწოლის ქვეშ. 2019 წლის დეკემბერში მან გამოაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებდა 2020 წლის იანვარში. თუმცა ეს განცხადება ფართოდ შეფასდა, როგორც დაგვიანებული და არასაკმარისი პასუხი კრიზისზე. მუსკატის მმართველობის პერიოდში მალტა არა ერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში ფულის გათეთრების, მედიის უსაფრთხოების და სამართლებრივი დამოუკიდებლობის საკითხებთან დაკავშირებით2.

მალტის პოლიტიკური სპექტრი განსაკუთრებით დაიძაბა 2024 წელს, როდესაც მუსკატს ოფიციალურად წაუყენეს ბრალდება კორუფციაში, ფულის გათეთრებაში და სახელმწიფო კონტრაქტების არამიზნობრივად გამოყენებაში. საქმე ეხებოდა საჯარო ჯანდაცვის კონტრაქტს, რომელიც დაკავშირებული იყო უცხოურ კერძო კომპანიებთან და მათთან დაკავშირებულ სქემებთან3.

რობერტ აბელას მმართველობის დასაწყისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის 13 იანვარს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა რობერტ აბელა, რომელიც ლეიბორისტული პარტიის შიგნით განიხილებოდა როგორც სტაბილურობისა და მმართველობითი უწყვეტობის კანდიდატი. აბელას პოლიტიკა ხუთ ძირითად მიმართულებას ეფუძნებოდა: სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლების რეფორმა, გარემოს დაცვის გაძლიერება და კარგი მმართველობის ინსტიტუციონალიზება4.

მისი მმართველობის პერიოდში მალტამ განახორციელა სიღრმისეული საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმები. აღნიშნული ნაბიჯები განხორციელდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე და მიზნად ისახავდა სასამართლოს დამოუკიდებლობის, პროკურატურის გამჭვირვალობისა და საჯარო ადმინისტრაციის გაძლიერებას5.

2022 წლის მარტში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში აბელას ხელმძღვანელობით ლეიბორისტულმა პარტიამ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, რაც მოსახლეობის მხრიდან რეფორმებისადმი გარკვეულ ნდობას გამოხატავდა. ამას ასევე ხელს უწყობდა COVID-19 პანდემიის მართვის ეფექტიანობა და ეკონომიკის სტაბილურობა. აბელას ხელისუფლება ასევე ცდილობდა ევროკავშირის ჩარჩოებთან უკეთეს ჰარმონიზაციას და ინოვაციური სექტორების განვითარებას6.

მალტის პრემიერ-მინისტრთა სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის მონაცემებით, მალტას ჰყავდა თოთხმეტი პრემიერ-მინისტრი, რომელთაგან ოთხი კვლავ ცოცხალია.

  1. ↑ PAY RISE: proposal for PM's salary to double in 2018, PM opposes increase, PN reacts (UPDATE 2) - The Malta Independent.
  2. ↑ მალტის ისტორია — პოლიტიკურ-კონსტიტუციური განვითარება, 1921-დან დღემდე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-28. ციტირების თარიღი: 2011-03-08
  3. 1 2 Constitution of Malta. ციტირების თარიღი: 3 February 2020
  4. ↑ About OPM. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-07. ციტირების თარიღი: 2009-08-14
  5. ↑ Il-Palazz tal-Girgenti. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-07. ციტირების თარიღი: 2009-08-14