მალოტი-დრაკონის პარკი
მალოტი-დრაკონის პარკი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ლესოთო |
ტიპი | შერეული |
კრიტერიუმები | i, iii, vii, x |
სია | [1] |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 29°45′55″ ს. გ. 29°07′23″ ა. გ. / 29.76528° ს. გ. 29.12306° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 985 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 985 ინგლ. • რუს. • ფრ. |
მალოტი-დრაკონის პარკი დაარსდა 2001 წელს, ლესოთოში მდებარე სეჰლაბატებეს ეროვნული პარკისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარე უხაჰლამბა-დრაკენსბერგის ეროვნული პარკის ერთმანეთთან დაკავშირების გზით. უმაღლესი მწვერვალია თაბანა-ნტლენიანა 3,482 მ.
შერწყმული პარკი ასევე მოიცავს ოქროს კარიბჭის მაღლობების ეროვნულ პარკს, ქვა-ქვას ეროვნულ პარკს, სტერკფონტაინ-დამის ბუნების ნაკრძალს, უხაჰლამბა-დრაკენსბერგის ეროვნულ პარკს, როიალ-ნატალის ეროვნულ პარკსა და სეჰლაბატებეს ეროვნულ პარკს.
პარკი მდებარეობს დრაკონის მთებში, რომელიც სუბ-რეგიონის უმაღლეს არეალს აყალიბებს და ქმნის მთისა და სუბალპურ უნიკალურ ეკოსისტემებს. ამ ეკოსისტემებში წარმოდგენილია მცენარეთა და ცხოველთა გლობალურად მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნება, უნიკალური ჰაბიტატი და ენდემიზმის მაღალი დონე. პარკში ასევე წარმოდგენილია კლდის მხატვრობის ერთ-ერთი უდიდესი გალერეა მთელ მსოფლოში, ასობით სხვადასხვა ძეგლითა და ბუშმენების ხალხის მიერ დახატული ათასობით ნახატით.
სასაზღვრო პარკი განზრახული იყო როგორც მშვიდობის პარკი. მოიცავს დაახლოებით 8 113 კმ²-ს, საიდანაც 170 კმ² ლესოთოს ტერიტორიაზეა, 2 943 კმ² კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- KwaZulu-Natal Provincial Government homepage დაარქივებული 2007-12-22 საიტზე Wayback Machine.
- Ezemvelo KZN Wildlife (previous known as Natal Parks Board)
- Peace Parks
- Maloti-Drakensberg Transfrontier Conservation Area Website დაარქივებული 2004-06-11 საიტზე Wayback Machine.
- Maloti Drakensberg Transfrontier Challenge Adventure Race დაარქივებული 2008-07-23 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links