მანიაკჰეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მალკედი)

მანიაკჰეტა (Mānyakheṭa, პრაკრიტზე Mannakheḍa, თანამედროვე Malkhed) — რაშტრაკუტების დედაქალაქი 818–982 წ.წ. მდებარეობს ინდოეთის შტატ კარნატაკას გულბარგას ოლში. ქალაქ გულბარგადან 40 კმ. მანძილზე.

დღემდე მალკედი არის ერთ–ერთი ყველაზე დიდი ცემენტის მწარმოებელი რეგიონი. დასახლება ახლა ყალიბდება, აგრეთვე, სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის ბიზნეს–ცენტრად. მიუხედავად იმისა, რომ წყალი იშვიათად გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. ამავე დროს, მალკედი არის ყველაზე დიდი მეცხოველეობის სავაჭრო ცენტრი რეგიონში.

მალკედში მდებარეობს ისტორიული ციხესიმაგრე, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს მისი შემდგომი კულტურული განვითარებისათვის.

მანიაკჰეტა განსაკუთრებით აყვავდა მაშინ, როცა ის რაშტრაკუტების დედაქალაქი გახდა 814–968 წ.წ. მეფე ამოგჰავარშა I ცნობილია თავისი კულტურული მოღვაწეობით. ის 64 წელი მართავდა მალკედს. ის იყო პირველი ადამიანის, ვინც კლასიკურ კანადა (ენა)ზე წერდა. მისი შექმნილია კავირაჯამარგა და მრავალი სხვა ნაშრომი. ის ცდილობდა ჯაინიზმის გავრცელებას. ქალაქის, როგორც კულტურული ცენტრის არსებობა დაასრულა მეფე ჰარშამ 972–973 წ. წ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის აღწერის მონაცემებით, მალკედში ცხოვრობს 2 180 კომლი. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 11,180 ადამიანს, რომელთაგან 5,679 მამრობითი სქესის, ხოლო 5,501 მდედრობითი სქესის ადამიანია.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალკედში კარგად არის განვითარებული საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტი. დასახლება მდგომარეობს სახელმწიფო გზატკეცილზე, ქალაქ გულბარგადან 40 კილომეტრის დაშორებით. დასახლებაში მოქმედებს ასევე, სარკინიგზო სადგური.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]