მალი-მიშკინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალი-მიშკინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
მალი-მიშკინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია — რუსეთი
მალი-მიშკინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°22′38″ ჩ. გ. 40°04′22″ ა. გ. / 47.37722° ჩ. გ. 40.07278° ა. გ. / 47.37722; 40.07278
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მალი-მიშკინი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100649002
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ივან ვალპრედე
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1856-1865

მალი-მიშკინის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი ხუტორ მალი-მიშკინში, აქსაის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ხუტორი მალი-მიშკინი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის დასაწყისში 2,5 კმ-ში ნოვოჩერკასკიდან ხუტორ მალი-მიშკინში მდებარეობდა პლატოვების ადგილმამულები.

1817 წლის ბოლოს ატამანი მატვეი პლატოვი ავადმყოფობის გამო მთელ დროს თავის ქალაქაგარეთ ბინაში ატარებდა. იგი გარდაიცვალა 1818 წლის 2 იანვარს. მისი ნეშტი გადაასვენეს მშობლიურ სახლში და დაკრძალეს პლატოვების საგვარეულო აკლდამაში. 1830-იან წლებში მის საფლავზე დადგეს ძეგლი, რომლის ავტორიც იყო მოქანდაკე ივან მატროსი.

ატამანის შვილი ივანე გახდა მიშკინის აგარაკის მფლობელი. 1825 წელს აგარაკს სტუმრობდა იმპერატორი ალექსანდრე I.

მოგვიანებით მალი-მიშკინის აგარაკზე ცხოვრობდა ატამანის შვილიშვილი მართა ივანოვნა. 1849 წელს მართამ მიმართა დონისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოს იოანეს, რომ საკუთარი ხარჯებით უნდოდა ხუტორში აეშენებინა ახალი ეკლესია. ეკლესიამ მშენებლობის ნებართვა გასცა.

ახალი ეკლესია ააგეს არქიტექტორ ივან ვალპრედეს პროექტის მიხედვით მდინარე აქსაისთან. მშენებლობა მიმდინარეობდა 1856 წლიდან 1865 წლამდე. ეკლესია აკურთხეს ღვთისმშობლის შობის სახელზე.

ეკლესიის სარდაფში მოაწყვეს აკლდამა, რომელშიც ივან მატვეის ძე ფიქრობდა მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების გადასვენებას, რომლებიც დაკრძალულნი იყვნენ ნოვოჩერკასკის საგვარეულო აკლდამაში. მშენებარე ტაძარი ორჯერ დაინგრა, რაც გამოწვეული იყო მცოცავი ნიადაგის გამო და იყო ვარაუდი, რომ მშენებლობა გადაეტანათ სხვა ადგილზე. ტაძარში მშობლების გადასვენება ივან პლატოვმა ვერ მოახერხა რადგან თავად დაიღუპა 1874 წელს. დაკრძალეს ღვთისმშობლის შობის ტაძრის აკლდამაში. ამის შემდეგ მიშნკინის აგარაკს ეწოდა მთავარეპისკოპოსის აგარაკი.

1875 წელს ატამან მ. პლატოვისა და მისი ოჯახის წევრების ცხედრები დაკრძალეს მთავარეპისკოპოსის აგარაკის ეკლესიის სასაფლაოზე.

ღვთისმშობლის შობის ტაძარი დროთა განმავლობაში დაძველდა. 1981 წელს აქსაის რაიაღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება მისი რესტავრაციის შესახებ. თუმცა მას მოანგრიეს გუმბათი. ჩაფიქრებული იყო რესტავრაციის შემდეგ მასში გაეხსნათ დონის კაზაკთა მუზეუმის ფილიალი.

XX საუკუნის დასაწყისში ტაძრიდან მხოლოდ ნანგრევები დარჩა, დაინგრა ასევე პლატოვების საგვარეულო განსასვენებელი. 1970-იან წლებში ადგილობრივმა მთავრობამ გადაწყვიტა მთლიანად დაენგრიათ შემორჩენილი ნანგრევებიც. მაგრამ ადგილობრივი მხარეთმცოდნებების ძალისხმევით დანგრევა შეცერდა. 1973 წლიდან ეკლესია სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა და ითვლება ისტორიისა და არქიტექტურის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლად. 2000 წელსდაიწყეს ტაძრის აღდგენა, რომელიც დაასრულეს 2008 წელს. აღდგენის შემდეგ პირველი ღვთისმსახურება ჩატარდა 2009 წლის 28 ივნისს.

ეკლესიის ძირითადი დღესასწაულია 21 სექტემბერი - ღვთისმშობლობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]