შინაარსზე გადასვლა

მალის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალის ეროვნული ნაკრები
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი „არწივები“ (ფრ. Les Aigles)
ასოციაცია მალის ფეხბურთის ფედერაცია (FMF)
კონფედერაცია აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია (CAF)
მთავარი მწვრთვნელი ანტონი და სილვა
კაპიტანი ივეს ბისუმა
ყველაზე მეტი კეპი სეიდუ კეიტა (102)
ბომბარდირი სეიდუ კეიტა (25)
სტადიონი 26 მარტის სტადიონი
ფიფა-ს კოდი MLI
ფიფა-ს რეიტინგი 53 (2026)
ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი 23 (ივნისი, 2013)
ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი 117 (ოქტომბერი, 2001)
ელო-ს რეიტინგი 55 (11 ივნისი, 2026)
ელო-ს უმაღლესი რეიტინგი 40 (19 დეკემბერი, 1971)
ელო-ს უდაბლესი რეიტინგი 127 (სექტემბერი, 1996)
საშინაო ფერი
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
მალის დროშა მალი 4–3 მადაგასკარის დროშა მადაგასკარი
(მადაგასკარი; 13 აპრილი, 1960)
უდიდესი გამარჯვება
მალის დროშა მალი 11–0 მავრიტანიის დროშა მავრიტანია
(სენეგალი; 1 ოქტომბერი, 1972)}
უდიდესი დამარცხება
ალჟირის დროშა ალჟირი 7–0 მალის დროშა მალი
(ალჟირი; 13 ნოემბერი, 1988)
ქუვეითის დროშა ქუვეითი 8–1 მალის დროშა მალი
(ქუვეითი; 5 სექტემბერი, 1997)
გამოსვლა (პირველად 1972)
საუკეთესო შედეგი ვიცე-ჩემპიონი (1972)

მალის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (ბამბარა: Mali jamana ntolatantɔn, ფრანგ. Équipe du Mali de football) — წარმოადგენს მალის საერთაშორისო მამაკაცთა საფეხბურთო ტურნირებსა და ამხანაგურ მატჩებში. მას მართავს მალის ფეხბურთის ფედერაცია და არის ფიფასა და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის (CAF) წევრი.

მალის ნაკრები ერთ-ერთ ძლიერ ახალგაზრდულ საფეხბურთო სისტემად ითვლება აფრიკასა და მსოფლიოში, თუმცა მას არასდროს აქვს მონაწილეობა მიღებული მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. სამაგიეროდ გუნდს 14-ჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული აფრიკის ერთა თასზე.[1]

2017 წლის 17 მარტს მალის ნაკრები ფიფას მიერ დროებით იყო დისკვალიფიცირებული „სახელმწიფო ჩარევის“ გამო, თუმცა მოგვიანებით, იმავე წლის 29 აპრილს აღადგინეს და კვლავ დაუბრუნდა საერთაშორისო ასპარეზს.[2][3]

ფიფას მამაკაცთა ნაკრებების რეიტინგში, 2026 წლის მონაცემებით, მალის ეროვნული ნაკრები 53-ე ადგილს იკავებს.[4]

მალი 1972 წლის 1972-ის აფრიკის ერთა თასის ფინალამდე მივიდა, თუმცა 3–2 დამარცხდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (მაშინდელი ზაირი) წინააღმდეგ. შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერ შეძლო 1994 წლამდე, როდესაც ნახევარფინალში გავიდა — ეს შედეგი განმეორდა 2002, 2004, 2012 და 2013 წლებში.

მალიმ პირველი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი ჩაატარა 2000 წელს, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. მალიმ წინასწარ ეტაპზე დამარცხდა ლიბიასთან. ორი წლის შემდეგ ქვეყანამ უმასპინძლა 2002 წლის აფრიკის ერთა თასს.[5]

მალის 23-წლამდელთა ნაკრებმა შეძლო კვალიფიკაცია 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საბერძნეთში. მწვრთნელ ჩეიკ კონეს ხელმძღვანელობით გუნდმა მიაღწია მეოთხედფინალს 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც დამარცხდა იტალიასთან.[6]

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე მალიმ დაამარცხა გვინეა-ბისაუ წინასწარ ეტაპზე. შემდგომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე მალიმ ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა. 2005 წლის 27 მარტს ბამაკოში დაიწყო არეულობები, მას შემდეგ რაც მალიმ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში 2–1 ანგარიშით წააგო ტოგოსთან ბოლო წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ.[7]

2010 წლის აფრიკის ერთა თასზე მალიმ ჩაატარა სენსაციური მატჩი, როდესაც ბოლო 11 წუთში 4–0 ჩამორჩენიდან მოახერხა გათანაბრება 4–4 ანგოლასთან.[8]

2025 წლის აფრიკის ერთა თასზე მალიმ პენალტების სერიაში დაამარცხა ტუნისი და გავიდა მეოთხედფინალში სენეგალთან სათამაშოდ ისე რომ, მალელებს მთელი ტურნირის განმავლობაში არც ერთი მატჩი არ წაუგიათ.[9]

გუნდის აღჭურვილობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მწარმოებელი პერიოდი
იტალიის დროშა Kappa1998–2003
საფრანგეთის დროშა Baliston2003–2007
საფრანგეთის დროშა Airness2007–
პოზიციასახელი, გვარი
მთავარი მწვრთნელი პორტუგალიის დროშა ანტონი და სილვა
მწვრთნელის ასისტენტი მალის დროშა ალოუ ბადრა დიალო
მეკარეების მწვრთნელი მალის დროშა ბუნაფუ დუმბია
ფიზმომზადების მწვრთნელები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დროშა რიდო ბერდიენი
საფრანგეთის დროშა ალექსანდრ კოპოლანი
მალის დროშა ბუგადარი სანგარე
გუნდის ექიმი მალის დროშა ხალიდუ მაიგა
ვიდეოანალიტიკოსი ბელგიის დროშა გრეგორი ვერჰეიდენი
ირლანდიის დროშა სტივენ უნანი
საერთაშორისო სკაუტები იტალიის დროშა ალესანდრო სოლი
გერმანიის დროშა რობი ეხელმაიერი

სამწვრთნელო ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოვალეობის შემსრულებელი მწვრთნელები აღნიშნულია კურსივით.

მიმდინარე შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგი ფეხბურთელები გამოძახებულნი იყვნენ ამხანაგური მატჩისთვის ირანის წინააღმდეგ, რომელიც 2026 წლის 4 ივნისს გაიმართა.[10]
ნათამაშები მატჩებისა და გატანილი გოლების რაოდენობა სწორია 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, რუსეთთან მატჩის შემდეგ.

0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
ჯიგი დიარა (მესამე კაპიტანი) 27 თებერვალი, 1995 წელი 76 0 ტანზანიის დროშა დარ-ეს-სალამის „იანგ აფრიკანსი“
მამადუ სამასა 16 თებერვალი, 1990 წელი 19 0 საფრანგეთის დროშა „ლავალი“
ნ'გოლო ტრაორე 31 დეკემბერი, 1999 წელი 0 0 მალის დროშა ბამაკოს „სტად მალიენი“
ჰამარი ტრაორე 27 იანვარი, 1992 წელი 61 3 საფრანგეთის დროშა „პარიზი“
ამადუ დანტე 7 ოქტომბერი, 2000 წელი 19 0 პორტუგალიის დროშა „არუკა“
ფოდე დუკურე 3 თებერვალი, 2001 წელი 9 0 საფრანგეთის დროშა „ლე-ჰავრი“
უსმან კამარა 6 მარტი, 2003 წელი 7 0 საფრანგეთის დროშა „ანჟე“
ვოიო კულიბალი 26 მაისი, 1999 წელი 5 0 იტალიის დროშა „სასუოლო“
ნატან გასამა 5 იანვარი, 2001 წელი 5 0 რუსეთის დროშა კალინინგრადის „ბალტიკა“
დაუდა გინდო 14 ოქტომბერი, 2002 წელი 4 0 საფრანგეთის დროშა „ბრესტი“
კალიდუ სიდიბე 28 იანვარი, 1999 წელი 1 0 საფრანგეთის დროშა „განგამი“
ლასანა კულიბალი 10 აპრილი, 1996 წელი 54 1 იტალიის დროშა „ლეჩე“
ალიუ დიენგი 15 ოქტომბერი, 1997 წელი 47 2 კლუბის გარეშე
მოჰამედ კამარა 6 იანვარი, 2000 წელი 35 3 კატარის დროშა დოჰის „ალ-სადი“
კამორი დუმბია 18 თებერვალი, 2003 წელი 30 14 საფრანგეთის დროშა „ბრესტი“
მამადუ სანგარე 26 ივნისი, 2002 წელი 14 0 საფრანგეთის დროშა „ლანსი“
მუსა დიაკიტე 4 ნოემბერი, 2003 წელი 1 0 ესპანეთის დროშა „კადისი“
უსმან დიაკიტე 25 ივლისი, 2000 წელი 1 0 ინგლისის დროშა „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“
სუმაილა დიაბატე 22 ნოემბერი, 1997 წელი 1 0 ავსტრიის დროშა „რედ ბულ ზალცბურგი“
ისა ჯიგიბა 4 იანვარი, 2004 წელი 0 0 მალის დროშა ბამაკოს „რეალი“
ლასინე სინაიოკო 8 დეკემბერი, 1999 წელი 25 9 საფრანგეთის დროშა „ოსერი“
გაუსუ დიარა 21 ნოემბერი, 2002 წელი 10 1 ნიდერლანდების დროშა როტერდამის „ფეიენორდი“
მამადუ დუმბია 18 თებერვალი, 2006 წელი 6 1 ინგლისის დროშა „უოტფორდი“
გაუსუ დიაკიტე 26 სექტემბერი, 2005 წელი 4 0 შვეიცარიის დროშა „ლოზანა“
სეკუ მაიგა 0 0 მალის დროშა „ბინგა“
მაჰამადუ სისოკო 26 ნოემბერი, 2004 წელი 0 0 მალის დროშა ბამაკოს „ჯოლიბა“
განახლდა: 22 დეკემბერი, 2025[11]
მოთამაშეები, რომელთა სახელები დაწერილია მუქი შრიფტით კვლავ თამაშობენ მალის ეროვნულ ნაკრებში.
სეიდუ კეიტა არის მალის საუკეთესო ბომბარდირი და ყველაზე მეტი მატჩის მქონე მოთამაშე.
რანგიმოთამაშემატჩებიგოლებიკარიერა
1სეიდუ კეიტა102251998–2015
2მაჰამადუ სიდიბე9701996–2010
3ბასალა ტურე95171992–2008
4ადამა ტამბურა8902004–2015
5ადამა კულიბალი8511998–2014
6სუმაილა კულიბალი83141995–2009
7ჯიგი დიარა7402015–დღემდე
8მაჰამადუ დიარა7371998–2012
9ადამა ტრაორე6192013–დღემდე
10ჰამარი ტრაორე6032015–დღემდე
რანგიმოთამაშეგოლებიმატჩებიშეფარდებაკარიერა
1სეიდუ კეიტა251020.251998–2015
2ფრედერიკ კანუტე23390.772004–2010
3ბასალა ტურე17950.181994–2008
4კამორი დუმბია15290.522022–დღემდე
5ჩეიკ დიაბატე15380.392005–2016
6იაია დისა14420.331995–2001
7სუმაილა კულიბალი14830.171995–2009
8იბრაჰიმა კონე13220.592017–დღემდე
9მოდიბო მაიგა12580.212007–2016
10სალიფ კეიტა11260.421964–1972
  1. Mali – Team profile. ციტირების თარიღი: 1 July 2026
  2. FIFA suspends Malian Football Association (FEMAFOOT) (17 March 2017). ციტირების თარიღი: 1 July 2026
  3. Suspension of the Malian FA lifted (28 April 2017). ციტირების თარიღი: 1 July 2026
  4. Men's World Ranking. ციტირების თარიღი: 2 July 2026
  5. Mali 2002 - The African Cup Of Nations XXIII - The Qualification. The Shot. დაარქივებულია ორიგინალიდან11 ნოემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2014
  6. Italy down brave Mali in extra time (1:0). Fédération Internationale de Football Association (21 აგვისტო, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან14 ივლისი, 2014. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2014
  7. Mali soccer fans burn cars, riot after World Cup qualifier. The Associated Press (28 მარტი, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან11 ნოემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 2 ივლისი, 2014
  8. „Angola 4–4 Mali“. BBC Sport. 10 იანვარი, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი, 2022. ციტირების თარიღი: 3 თებერვალი, 2013. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archive-date=-ში (დახმარება)
  9. NThe 10 men of Mali stunned Tunisia in the Casablanca rain with a dramatic victory via penalty kicks en. The Guardian (3 იანვარი, 2026).
  10. Le sélectionneur des Aigles par intérim, Badra Alou Diallo a dévoilé ce samedi, la liste des joueurs convoqués pour affronter l’Iran 🇮🇷 en match amical le jeudi 4 juin 2026 à Antalya en Turquie ფრანგული. მალის ფეხბურთის ფედერაცია (23 მაისი 2026). ციტირების თარიღი: 2 ივნისი 2026
  11. Mamrud, Roberto. Mali - Record International Players. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 December 2022. ციტირების თარიღი: 2 February 2023