მალიკო მრევლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მრევლიშვილი.

მალიკო ნიკოლოზის ასული მრევლიშვილი (დ. 31 დეკემბერი, 1900, ონი — გ. 3 იანვარი, 1984, თბილისი) — ქართველი თეატრალური მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება მიიღო ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში, ხოლო შემდეგ ისმენდა ლექციებს პეტროგრადის ქალთა უმაღლეს კურსებზე.

1918 წელს შევიდა თბილისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, მაგრამ საბოლოო არჩევანი მაინც თეატრზე შეაჩერა და უკვე 1922 წლიდან იგი აკაკი ფაღავას თეატრალური სტუდიის მსმენელია.

მალიკო მრევლიშბილის სახელმძღვანელოებმა „ქართული სასცენო მეტყველების ფონეტიკური საფუძვლები“, „მხატვრული კითხვის ხელოვნება“, „მხატვრული კიტხვის მასალების კრებული“ და სხვა, დიდი როლი შეასრულეს ქართული სასცენო მეტყველების მეცნიერული და მეთოდოლოგიური პრინციპების შემუშავებაში.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მისი მეუღლის პოლიკარპე მურღულიას გვერდით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 278, თბ., 1994