მალდის ნაეკლესიარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მალდის ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მალდაში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ნაეკლესიარი სოფლიდან ჩრდილოეთით, 1 კმ-ზე ტყეში მდებარეობს. ნაგებობიდან შემორჩენილია დასავლეთი კედლის საძირკვლის ფრაგმენტები. დანარჩენი კედლები არ იკითხება. აქა-იქ ყრია უხეშად თლილი ქვები. გათხრა-გაწმენდის გარეშე დათარიღება შეუძლებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004