მალდივების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
|
| ||||
| მეტსახელ(ებ)ი | „ზღვის წითელი სნეპერები“ | |||
|---|---|---|---|---|
| ასოციაცია | მალდივების ფეხბურთის ასოციაცია | |||
| კონფედერაცია | აზიის ფეხბურთის კონფედერაცია (AFC) | |||
| მთავარი მწვრთვნელი | იშტვან ურბანი | |||
| კაპიტანი | ალი სამუჰი | |||
| ყველაზე მეტი კეპი | იმრან მუჰამედი (110) | |||
| ბომბარდირი | ალი აშფაქი (58) | |||
| სტადიონი | მალდივების ეროვნული საფეხბურთო სტადიონი | |||
| ფიფა-ს კოდი | MDV | |||
| ფიფა-ს რეიტინგი | 173 (2026) | |||
| ფიფა-ს უმაღლესი რეიტინგი | 124 (2006 წლის ივლისი–2006 წლის აგვისტო) | |||
| ფიფა-ს უდაბლესი რეიტინგი | 183 (1997 წლის აგვისტო–1997 წლის სექტემბერი) | |||
| ელო-ს უმაღლესი რეიტინგი | 163 (2011 წლის 23 მარტი) | |||
| ელო-ს უდაბლესი რეიტინგი | 209 (2001 წლის 13 ივნისი) | |||
| ||||
| პირველი საერთაშორისო | ||||
|
(სენ-პიერი, რეიუნიონი; 27 აგვისტო, 1979) | ||||
| უდიდესი გამარჯვება | ||||
|
(მალე, მალდივები; 3 დეკემბერი, 2003) | ||||
| უდიდესი დამარცხება | ||||
|
(დამასკო, სირია; 2 ივნისი, 1997) | ||||
მალდივების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები (მალდ. ދިވެހިރާއްޖޭ ގައުމީ ފުޓްބޯލް ޓީމް) — წარმოადგენს მალდივებს მამაკაცთა საერთაშორისო ფეხბურთის ტურნირებზე და იმართება მალდივების ფეხბურთის ასოციაციის მიერ. იგი აზიის ფეხბურთის კონფედერაციის (AFC) წევრია.
მალდივების ეროვნული ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება იყო 2008 წლის სამხრეთ აზიის ფეხბურთის ფედერაციის ჩემპიონატის მოგება, როდესაც ფინალში ყველაზე წარმატებული გუნდი, ინდოეთი, 1–0 ანგარიშით დაამარცხა. მეორე რეგიონული ტიტული მალდივებმა 2018 წლის სამხრეთ აზიის ფეხბურთის ფედერაციის ჩემპიონატზეც მოიპოვეს, როდესაც ფინალში კვლავ ინდოეთის ნაკრები დაამარცხეს.[1]
2003 წლის 3 დეკემბერი ისტორიული დღე იყო აზიის ყველაზე პატარა სახელმწიფოსთვის, მათ საკუთარ კედლებში 12-0 ანგარიშით დაამარცხეს მონღოლეთის ეროვნული ნაკრები და ეს დღემდე მათი ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვებაა ისტორიაში.[2]
ფიფას მამაკაცთა ნაკრებების რეიტინგში, 2026 წლის მონაცემებით, მალდივების ეროვნული ნაკრები 173-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ South Asian Championship 2018 (Dhaka). Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. ციტირების თარიღი: 15 July 2026
- ↑ Maldives vs. Mongolia 2003-12-03. ციტირების თარიღი: 15 July 2026
- ↑ Men's World Ranking. ციტირების თარიღი: 2 July 2026