შინაარსზე გადასვლა

მალაიზიის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალაიზიის კონსტიტუცია

მალაიზიის ფედერალური კონსტიტუცია (მალ. Perlembagaan Persekutuan Malaysia) ― ძალაში შევიდა 1957 წელს როგორც მალაიის ფედერაციის კონსტიტუცია, ხოლო 1963 წლის დამატების მიხედვით, მალაიზიის კონსტიტუციის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც მალაიზიის უზენაესი კანონია და ჯამში 183 მუხლს მოიცავს.[1] მალაიზიის კონსტიტუცია დაწერილი სამართლებრივი დოკუმენტია, რომელზეც ორმა დოკუმენტმა იქონია გავლენა: 1948 წლის მალაის ფედერაციის შეთანხმებამ და 1957 წლის დამოუკიდებლობის კონსტიტუციამ. თავდაპირველად ფედერაციას მალაიის ფედერაცია ერქვა, რომელმაც მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც შტატები: საბაჰი, სარავაკი და სინგაპური (ამჟამად დამოუკიდებელი სახელმწიფო) შეუერთდა, დღევანდელი სახელი მალაიზია მიიღო.[2] კონსტიტუციის თანახმად, ფედერაცია კონსტიტუციური მონარქიაა. ფედერაციას ჰყავს მეფე, რომელიც სახელმწიფოს მეთაურია, თუმცა მეტწილად ცერემონიულ როლს ასრულებს.[3] კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ხელისუფლება სამ შტოდ იყოფა: საკანონმდებლო ხელისუფლებას მალაიზიის პარლამენტი წარმოადგენს, რომელიც წარმომადგენელთა პალატისა (Dewan Rakyat) და სენატისგან (Dewan Negara) შედგება; აღმასრულებელი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტის ხელშია, ხოლო სასამართლო ხელისუფლებას ფედერალური სასამართლო ხელმძღვანელობს.[4]

1956 წლის 18 იანვრიდან 6 თებერვლამდე ლონდონში საკონსტიტუციო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც მალაიის ფედერაციის დელეგაცია დაესწრო. დელეგაციაში შედიოდნენ მთავართა ოთხი წარმომადგენელი, ფედერაციის მთავარი მინისტრი (ტუნკუ აბდულ რაჰმანი) და სამი სხვა მინისტრი, ასევე, ბრიტანეთი უმაღლესი კომისარი მალაიაში და მისი მრჩევლები.[5]

კონფერენციაზე განიხილეს კომისიის დანიშვნის შესახებ, რომელიც მთლიანად თვითთმმართველი და დამოუკიდებელი მალაიის ფედერაციისთვის კონსტიტუციას შეიმუშავებდა. შემოთავაზება დედოფალმა ელიზაბეთ II-მ და მალაიელმა მთავრებმა მიიღეს. ამ შეთანხმების შესაბამისად შეიქმნა რიდის კომისია, რომელიც თანამეგობრობის ქვეყნების საკონსტიტუციო ექსპერტებით იყო დაკომპლექტებული. კომისიის ხელმძღვანელად ლორდი უილიამ რიდი დინიშნა, რომელსაც შესაფერისი კონსტიტუციისთვის რეკომენდაციები უნდა მიეცა. კომისიის მოხსენება 1957 წლის 11 თებერვალს დასრულდა. მოხსენება კიდევ ერთხელ შეამოწმა ბრიტანეთის მთავრობის მიერ დანიშნულმა პარტიამ, მთავართა კომისიამ და მალაიის ფედერაციის მთავრობამ, რის შემდეგაც რეკომენდაციების საფუძველზე ფედერალური კონსტიტუცია ამოქმედდა.[6]

კონსტიტუცია ძალაში შევიდა 1957 წლის 27 აგვისტოს, თუმცა ფორმალურ დამოუკიდებლობას ქვეყანამ მხოლოდ 31 აგვისტოს მიაღწია. 1963 წელს კონსტიტუციაში დამატებები შევიდა, რათა საბაჰი, სარავაკი და სინგაპური ფედერაციის შემადგენლობაში შესულიყვნენ და კონსტიტუციაში ცვლილებები შეეტანათ მალაიზიის შეთანხმების შესაბამისად. ამ ცვლილებებს შორის იყო ფედერაციის სახელწოდების „მალაიზიად“ შეცვლაც. ასე რომ, სამართლებრივი ენით, მალაიზიის დაარსებას ახალი სახელმწიფოს შექმნა კი არ მოჰყოლია, არამედ 1957 წლის კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილ ფედერაციაში ახალი შტატების დამატება მოჰყვა სახელის ცვლილებასთან ერთად.[7]

მალაიზიის კონსტიტუცია ამჟამად (2010 წლის 1-ელი ნოემბრის მონაცემებით) 15 ნაწილისგან შედგება, რომელშიც 230 მუხლი და 13 დანართია (57 დამატების ჩათვლით).

კონსტიტუციის 15 ნაწილის სახელწოდებაა: შტატები, რელიგია და ფედერაციის კანონი; ფუნდამენტური უფლებები; მოქალაქეობა; ფედერაცია; სარავაკის შტატი; ურთიერთობა ფედერაციასა და შტატებს შორის; ფინანსური დებულებები; არჩევნები; სასამართლო; საზოგადოებრივი სერვისები; სპეციალური ძალები დივერსიის, ორგანიზებული ძალადობისა და საზოგადოებრივი და საგანგებო ძალებისთვის მავნე დანაშაულების წინააღმდეგ; ზოგადი და სხვადასხვა; საბაჰისა და სარავაკის შტატების დამატებითი დაცვა; დროებითი და გარდამავალი დებულებები; მმართველთა სუვერენიტეტი; სამართალწარმოება მალაიზიის მეფისა და მმართველთა წინააღმდეგ.

ფუნდამენტური უფლებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაიზიის კონსტიტუციაში ფუნდამენტური უფლებები V-XIII მუხლებშია მოცემული შემდეგი სახელწოდებებით: ადამიანის თავისუფლება; მონობის აკრძალვა და იძულებითი მუშაობა; დაცვა რეტროსპექტიული კრიმინალური სამართლისა და განმეორებითი სასამართლო პროცესებისგან; თანასწორობა; გადაადგილების თავისუფლებისა და გაძევების აკრძალვა; სიტყვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება; რელიგიის თავისუფლება; განათლების უფლება და საკუთრების უფლება. ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა ნაწილი ნაწილობრივ შეზღუდვებსა და გამონაკლისებს ექვემდებარება, ნაწილი კი მხოლოდ მალაიზიის მოქალაქეებს ენიჭებათ.

მუხლი 5 ― სიცოცხლისა და თავისუფლების უფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხუთე მუხლი ადამიანის რამდენიმე ფუნდამენტურ უფლებას მოიცავს, მათ შორის: ადამიანის სიცოცხლის უფლების ან პირადი თავისუფლების ჩამორთმევა/აღკვეთა დაუშვებელია კანონის გარეშე; პიროვნება, რომელიც უსამართლოდაა დაკავებული, უმაღლესის სასამართლოს მიერ უნდა გათავისუფლდეს (ჰაბეას კორპუსის შესაბამისად); ადამიანს უფლება აქვს მისი დაკავების მიზეზების შესახებ ინფორმაციას ფლობდეს და სასამართლოში მისი არჩევანის შესაბამისად იყოლიოს იურისტი; მოსამართლის ნებართვის გარეშე ადამაინის 24 საათზე მეტი ხნით დაკავება დაუშვებელია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
  1. See Article 4(1) of the Constitution which states that "The Constitution is the supreme law of the Federation and any law which is passed after Merdeka Day (31 August 1957) which is inconsistent with the Constitution shall to the extent of the inconsistency be void."
  2. Article 1(1) of the Constitution originally read "The Federation shall be known by the name of Persekutuan Tanah Melayu (in English the Federation of Malaya)". This was amended in 1963 when Malaya, Sabah, Sarawak, and Singapore formed a new federation to "The Federation shall be known, in Malay and in English, by the name Malaysia."
  3. See Article 32(1) of the Constitution which provides that "There shall be a Supreme Head of the Federation, to be called the Yang di-Pertuan Agong..." and Article 40 which provides that in the exercise of his functions under the Constitution or federal law the Yang di-Pertuan Agong shall act in accordance with the advice of the Cabinet or an authorised minister except as otherwise provide in certain limited circumstances, such as the appointment of the Prime Minister and the withholding of consent to a request to dissolve Parliament.
  4. These are provided for in various parts of the Constitution: For the establishment of the legislative branch see Part IV Chapter 4 – Federal Legislature, for the executive branch see Part IV Chapter 3 – The Executive and for the judicial branch see Part IX.
  5. See paragraph 3 of the Report by the Federation of Malaya Constitutional Conference
  6. Wu Min Aun (2005).The Malaysian Legal System, 3rd Ed., pp. 47 and 48.: Pearson Malaysia Sdn Bhd. ISBN 978-983-74-3656-5.
  7. See for example Professor A. Harding who wrote that "...Malaysia came into being on 16 September 1963...not by a new Federal Constitution, but simply by the admission of new States to the existing but renamed Federation under Article 1 of the Constitution..." See Harding (2012).The Constitution of Malaysia – A Contextual Analysis, p. 146: Hart Publishing. ISBN 978-1-84113-971-5. See also JC Fong (2008), Constitutional Federalism in Malaysia, p. 2: "Upon the formation of the new Federation on September 16, 1963, the permanent representative of Malaya notified the United Nation's Secretary-General of the Federation of Malaya's change of name to Malaysia. On the same day, the permanent representative issued a statement to the 18th Session of the 1283 Meeting of the UN General Assembly, stating, inter alia, that "constitutionally, the Federation of Malaya, established in 1957 and admitted to membership of this Organisation the same year, and Malaysia are one and the same international person. What has happened is that, by constitutional process, the Federation has been enlarged by the addition of three more States, as permitted and provided for in Article 2 of the Federation of Malaya Constitution and that the name 'Federation of Malaya' has been changed to "Malaysia"". The constitutional position therefore, is that no new state has come into being but that the same State has continued in an enlarged form known as Malaysia so."