მალადეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მალადეტა
ანეტო
ანეტო
კოორდინატები: 42°38′12″ ჩ. გ. 0°38′23″ ა. გ. / 42.63667° ჩ. გ. 0.63972° ა. გ. / 42.63667; 0.63972
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
უმაღლესი წერტილი ანეტო
სიმაღლე 3404 
მალადეტა — ესპანეთი
მალადეტა

მალადეტა (ესპ. Macizo de la Maladeta) — მთის მასივი პირენეს მთების ცენტრალურ ნაწილში, ესპანეთში. სიმაღლე 3404 მ-მდე (ანეტო, პირენეების უმაღლესი წერტილი). სხვა მნიშვნელოვანი მწვერვალებია: პიკო-ალბა (3118 მ), პიკო-დე-ლა-მალადეტა (3308 მ) და სხვა. აგებულია გრანიტებით. დამახასიათებელია რელიეფის ალპური ფორმები. მალადეტის მასივზე სათავე აქვს მდინარე გარონის მდგენელებსა და მდინარე ებროს მარცხენა შენაკადებს. შემოსილია წიწვოვანი ტყით, უფრო მაღლა — 1600-1800 მ-ზე სუბალპური და ალპური მდელოები და ბუჩქნარებია. თხემურ ზონაშია მუდმივი თოვლი და პატარა დაკიდული მყინვარები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]