მალაგის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მალაგის უნივერსიტეტი
Universidad de Málaga.jpg
Universidad de Málaga 02.jpg
დაფუძნდა 1972
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი და თავისუფალი გამომცემელი[1]
რექტორი José Ángel Narváez Bueno
ქვეყანა ესპანეთი[1]
კავშირები ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[2] და Conference of Rectors of Spanish Universities[3]
მალაგის უნივერსიტეტი — ესპანეთი
მალაგის უნივერსიტეტი
https://www.uma.es/ და https://www.uma.es/?set_language=en

მალაგის უნივერსიტეტი (ესპ. Universidad de Málaga) ― საჯარო უნივერსიტეტი მალაგაში, ესპანეთში. უნივერსიტეტი 23-ე ადგილზეა ესპანურ უნივერსიტეტებს შორის და 683-ე ადგილზეა მსოფლიოს მასშტაბით.[4] დაარსდა 1972 წელს. 2016 წლისთვის უნივერსიტეტში 30 203 ბაკალავრი და 2 576 მაგისტრანტი სწავლობდა. სწავლების დიდი ნაწილი ძირითადად ორ კამპუსში მიმდინარეობს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალაგის უნივერსიტეტის ისტორია 1968 წლიდან იწყება, როდესაც მალაგის უნივერსიტეტის მეგობრების ასოციაცია შეიქმნა (Asociación de Amigos de la Universidad de Málaga). ასოციაცია ქალაქის მოთხოვნილებებიდან გამომდინარე უნივერსიტეტის დაარსებას ისახავდა მიზნად (მალაგა ერთადერთი ევროპული ქალაქი იყო, რომლის მოსახლეობაც 300 000 ადამიანს აჭარბებდა, მაგრამ უნივერსიტეტი არ ჰქონდა). მალაგის უნივერსიტეტი 1972 წლის 18 აგვისტოს ბრძანებით დაარსდა არსებული ცენტრების გაერთიანებით, მათ შორის: უმაღლესი პოლიტექნიკური სკოლის (1927), ნორმალური სკოლისა (1846) და გრანადის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის (1963). უნივერსიტეტის დაარსების დროისთვის ეკონომიკისა და ბიზნესის და მედიცინის ფაკულტეტები ფუნქციონირებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]