მაკროპოდი
იერსახე
მაკროპოდი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Macropodus opercularis | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Macropodus (Lacépède, 1801) | |||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||
| |||||||||||||
|
მაკროპოდი[1] (ლათ. Macropodus) — თევზების გვარი გურამისებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 6–12 სმ-ია (დედალი მამალზე პატარაა). ტანი მოგრძოა. ფარფლები წაგრძელებული (განსაკუთრების მამლების), მუცლის ფარფლების პირველი რბილი სხივი გრძელი ძაფის სახითაა წარმოდგენილი. შეფერილობა ჭრელია; ტანზე მონაცვლეობს გარდიგარდმო ზოლები ლითონისებრი ბზინვარებით. გავრცელებული არიან აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მცირე მტკნარ წყალსატევებში. გვხვდებიან ბრინჯის მინდვრებზეც. იკვებებიან ორფრთიანების მატლებით, მ.შ. მალარიის კოღოს მატლებითაც. მამლები ბუდეს აკეთებენ ჰაერით გაბერილი ბუშტუკებით. ჰყავთ აკვარიუმებში; მამალი მაკროპოდები აგრესიულები არიან თავისი ან სხვა სახეობის თევზების მიმართ.[2]
სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილია 9 სახეობა:[3]
- Macropodus baviensis
- Macropodus erythropterus
- Macropodus hongkongensis
- Macropodus lineatus
- Macropodus ocellatus
- Macropodus oligolepis
- Macropodus opercularis
- Macropodus phongnhaensis
- Macropodus spechti
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 186, ISBN 978-9941-460-45-6.
- ↑ Решетников Ю. С. Макроподы // Большая российская энциклопедия. т. 18. — М., 2011. — стр. 566.
- ↑ Species of Macropodus. FishBase. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2023