მაკოტო ოდა
| მაკოტო ოდა | |
|---|---|
| იაპონ. 小田実 | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 2 ივნისი, 1932 |
| დაბადების ადგილი | ოსაკა |
| გარდაცვალების თარიღი | 30 ივლისი, 2007[1] [2] [3] (75 წლის) |
| საქმიანობა | რომანისტი, მწერალი, მთარგმნელი, ომის მოწინააღმდეგე აქტივისტი და ფილოსოფოსი |
| მოქალაქეობა |
|
| ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი და ტოკიოს უნივერსიტეტი |
| ჯილდოები | კავაბატას პრემია, Lotus Prize for Literature და ფულბრაიტის სტიპენდია |
| საიტი | odamakoto.com |
მაკოტო ოდა (იაპონ. 小田 実, დ. 2 ივნისი, 1932 გ. 30 ივლისი, 2007) — იაპონელი რომანისტი, მშვიდობის აქტივისტი, აკადემიკოსი.[4]
ადრეული ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოდა დაიბადა ოსაკაში 1932 წელს და დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სადაც კლასიკური საბერძნეთის ფილოსოფია და ლიტერატურა შეისწავლა. 1958 წელს მან მიიღო ფულბრაიტის სასწავლებლის სტიპენდი ჰარვარდის უნივერსიტეტში.[5]
მწერლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ევროპასა და აზიაში მოგზაურობები, მხოლოდ დღიური ერთი დოლარით წარმოადგენდა მის 1961 წლის ბესტსელერის „なんでも見てやろう“ („Nandemo Mite yaro“, – „ყველაფერს დავინახავ“) საფუძველს.[5] მისი პირველი წიგნი „明後日の手記“ („Asatte no Shuki“, – „ზმიტელის შემდეგი დღიური“) გამოსცა 1951 წელს. იგი დაფუძნებულია მეორე მსოფლიო და კორეის ომის გამოცდილებაზე. მისი პირველი რომანი „アメリカ“ („Amerika“, – „დასავლეთის ქვეყანა“) გამოვიდა 1962 წელს.
1981 წელს ოდამ მიიღო ლოტოსის პრემია აფრო-აზიური მწერლების ასოციაციისგან თავისი წიგნისთვის Hiroshima („ჰიროსიმა“).[5] ამ წარმატებამ გამოიწვია წიგნის თარგმნა 1990 წელს ინგლისურად ასევე ფრანგულ, არაბულ, იტალიურ, კორეულ და რუსულ ენებზე. წიგნში წერია ატომური თავდასხმების, ჰიროსიმასა და ნაგასაკის, შესახებ და აღწერს არა მხოლოდ იაპონიაში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ ჰოპულ ინდიელებსა და ამერიკელებს.
1998 წელს გამოქვეყნებული ‘Aboji o Fumu’ („Stomping Father“)–თვის ოდამ მიიღო კავაბატა იასუნარის პრემია. „ოდის რომანი ‘The Breaking Jewel’ ინგლისურად გამოიცა 2003 წელს. იგი აღწერდა მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე, სამხრეთ წყნარ ზღვაზე მდებარე უმნიშვნელო კუნძულის თავდაცვის სცენებს, სადაც იაპონური ძალები ამერიკულ ოკუპაციას ებრძოდნენ“
აქტივიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1965 წელს ფილოსოფოს შუნსუკე ცურუმისა და მწერალ ტაკეში კაიკოსთან ერთად, მან დააარსა Beheiren (მოქალაქეთა ლიგა მშვიდობისთვის ვიეტნამში), რათა საპროტესტოდ გამოსულიყვნენ ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. იგი ასევე იყო დებულება 9–ის ასოციაციის (Article 9 Association) წამყვანი წევრი, ორგანიზაციისა, რომელიც შეიქმნა იაპონიის კონსტიტუციის მე-9 მუხლის დასაცავად მუხლის, რომელიც იაპონიას უკრძალავს ომის წარმოების უფლებას. 1966 წელს გამოქვეყნებული წიგნით Heiwa o tsukuru genri („მშვიდობის პრინციპები“) დაიწყო ოდის ინტენსიური პუბლიცისტური საქმიანობა პოლიტიკის თემებზე.
1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში ოდა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იაპონური ომის მეხსიერების ჩამოყალიბებაში. ის იყო პირველი მშვიდობის აქტივისტი თავისი თაობიდან, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის, როგორც ომის აგრესიის მსხვერპლის და არა მსხვერპლის, დომინანტური ნარატივი[6].
ოდა გარდაიცვალა კუჭის კიბოთი 2007 წლის ივნის–ივლისში, 75 წლის ასაკში[5].
მისი საპატიო ცერემონია გაიმართა 2007 წლის 4 აგვისტოს ტოკიოს Aoyama Sogisho-ის სასაფლაო და სარიტუალო დარბაზში, რომელსაც ესწრებოდნენ დაახლოებით 800 ადამიანი პოლიტიკური, ლიტერატურული და აქტივისტური წრეების ცნობილი წარმომადგენლები. ცერემონიის შემდეგ დაახლოებით 500 ადამიანი წარმოებულ მშვიდობის მარშში მონაწილეობდა, ტოკიოს ცენტრში და აღთქმას დებდნენ, რომ გააგრძელებდნენ ომზე წინააღმდეგობისა და მშვიდობისთვის ბრძოლას მის ხსოვნაში [7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://web.archive.org/web/20070929152624/http://home.kyodo.co.jp/modules/fstStory/index.php?storyid=
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #142425443 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ „The Courage of His Convictions“. 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 October 2002. ციტირების თარიღი: 28 July 2018. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=-ს (დახმარება) - ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 „Oda, writer and peace activist, dies at 75“. 30 July 2007.
- ↑ Orr, James J. (2001). The Victim as Hero : Ideologies of Peace and National Identity in Postwar Japan. Honolulu: University of Hawaii Press, გვ. 6. ISBN 978-0-82482-355-9.
- ↑ „800 gather to mourn peace activist Oda“. Asahi Shimbun. 6 August 2007.