შინაარსზე გადასვლა

მაკენა გრეისი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაკენა გრეისი 2026

მაკენა გრეისი (დ. 25 ივნისი, 2006) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. დაიბადა გრეიპვაინში, ტეხასში. პროფესიონალური მსახიობობა ხუთი წლის ასაკში დაიწყო და ბავშვობაში ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. ადრეულ როლებს შორის იყო ჯასმინ ბერნშტეინი Disney XD-ის კომედიურ სერიალში “Crash & Bernstein” (2012–2014) და ფეიტ ნიუმენი საპნის ოპერაში „The Young and the Restless” (2013–2015). რამდენიმე როლის შემდეგ, მთავარი როლი შეასრულა, როგორც ბავშვი-გენიოსი ფილმში „ნიჭიერი“ (2017), რომელიც მაკენას წარმატების მომტანი გახდა და რომლისთვისაც მიიღო ნომინაცია Critics’ Choice Movie Award-ზე საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლის კატეგორიაში. გრეისი შემდგომში გამოჩნდა ფილმებში:

  • „მე, ტონია“ (2017)
  • „ნულოვანი რაზმი” (2019)
  • „კაპიტანი მარველი” (2019)

საშინელებათა ჟანრის ფილმები:

  • „ცუდი თესლი” (2018)
  • „ჰილ ჰაუსის მოჩვენებები” (2018)
  • „ანაბელი შინ ბრუნდება” (2019).

კომედიური ჟანრის ფილმები:

  • „მოჩვენებებზე მონადირეები: სიცოცხლის შემდეგ” (2021)
  • „მოჩვენებებზე მონადირეები: ყინულის იმპერია” (2024) ფოუბი სპენგლერის როლში.

მაკენამ მიიღო კრიტიკოსების მოწონება და ნომინაცია Critics’ Choice Super Award-ზე. 2022 წელს გრეისმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ცუდი თესლი ბრუნდება” და განასახიერა ჯენ ბრობერგი სერიალში „ოჯახის მეგობარი”. 2020 წელს Photo Finish Records-თან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გრეისმა 2021 წელს გამოუშვა სადებიუტო სინგლი „Haunted House”, როგორც „მოჩვენებებზე მონადირეები: სიცოცხლის შემდეგ”-ის საუნდტრეკის ნაწილი. 2023 წელს გამოუშვა ორი ალბომი: „Bittersweet16” და „Autumn Leaves”.

გრეისი დაიბადა 2006 წლის 25 ივნისს,[1] გრეიპვაინში, ტეხასში.[2] მაკენა ერთადერთი შვილია როს ბერჯის, ორთოპედი ქირურგის და კრისტალ გრეისის, სამედიცინო გაყიდვების წარმომადგენლის.[3][4] ბავშვობაში ცხოვრობდა დალას-ფორთ უორთში. მაკენა ვარჯიშობდა ჩირლიდინგში, ტანვარჯიშში და ბალეტის ცეკვაში. მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში, სადაც დაგვირგვინდა „პატარა მის ტეხასად“. გრეისს არასოდეს უვლია ჩვეულებრივ სკოლაში; მაკენას სახლში ასწავლიდნენ. 2017 წელს გრეისმა განაცხადა, რომ კვირაში ერთხელ დადიოდა შემოქმედებითი წერის სემინარზე სხვა სახლში, მასწავლებელ სტუდენტებთან ერთად. 2021 წელს გაიარა კოლეჯის კურსი მედია ესთეტიკაზე, რომლის დროსაც რამდენჯერმე უწევდა „The Handmaid’s Tale“–ის შესახებ წერა.

გრეისი პირველად დაინტერესდა მსახიობობით ოთხი წლის ასაკში, მას შემდეგ რაც ბებიისაგან მიიღო შირლი ტემპლის მონაწილეობით გადაღებული DVD ფილმების კოლექცია. გრეისის სამსახიობო მასწავლებელმა, რომელიც მორგან ფერჩაილდის და იყო, ურჩია აგენტთან ხელშეკრულება გაეფორმებინა. გრეისმა თავისი პირველი როლი სარეკლამო რგოლში მოიპოვა ხუთი წლის ასაკში. მას შემდეგ რაც გრეისმა მოიპოვა როლები „Crash & Bernstein“ (2012–2014) და „Goodbye World“ (2013), გრეისის ოჯახი ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, მამამისს კი ჰქონდა რეზიდენცია ვენტურაში.​​​​​​​​​​​​​​​​

სამსახიობო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გრეისი I, Tonya-ს პრემიერაზე

2012–2017: ადრეული როლები და წარმატება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეისმა სამსახიობო დებიუტი გააკეთა Disney XD-ის სერიალში „Crash & Bernstein“, სადაც განმეორებით როლს ასრულებდა ჯასმინ ბერნშტაინის სახით. [5][6] გაიმეორა თავისი როლი შოუს მეორე სეზონშიც. [7] როლს 2014 წლამდე ასრულებდა. [8] ამ პერიოდში გრეისი სტუმრად გამოვიდა Fox-ის სიტკომში „The Goodwin Games“. [9] 2013 წელს გააკეთა კინოდებიუტი ფილმში „Goodbye World“. 2013-დან 2015 წლამდე ჰქონდა განმეორებითი როლი, როგორც ფეით ნიუმანი საპნის ოპერაში „The Young and the Restless“. [10] 2015 წელს გრეისმა განასახიერა ახალგაზრდა კეროლაინ ფორბსი სერიალში „ვამპირის დღიურები“. [11] გრეისი გამოჩნდა სამ ფილმში, რომლებიც 2016 წელს გამოვიდა — „მისტერ ჩერჩი“, [12] „ბრაზიანი ჩიტების ფილმი“ [13] და „დამოუკიდებლობის დღე: აღზევება“.

2015 წლის სექტემბერში გრეისი შეუერთდა დრამატული ფილმის „ნიჭიერი“ (2017) მსახიობთა შემადგენლობას, [14] რომელიც მოგვითხრობს მერი ედლერის ამბავს, რომელიც შვიდი წლის ინტელექტუალურად ნიჭიერი გოგონაა. [15][16] გრეისი როლისთვის მოემზადა ბავშვ-ვუნდერკინდებზე რამდენიმე ფილმის ყურებით, მათ შორის „მე ვარ სემი“ (2001) და „ამერიკაში“ (2002). გრეისმა გამოიყენა სიმღერების წერაც, რათა დაემახსოვრებინა რთული მათემატიკური ამოცანები, რომლებსაც მერი ფილმში ამოხსნის. [17] შესრულებისთვის გრეისმა მიიღო ნომინაცია Critics’ Choice Movie Award-ზე საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლის კატეგორიაში.

გრეისმა განასახიერა ტონია ჰარდინგის ახალგაზრდა ვერსია ბიოგრაფიულ ფილმში „მე, ტონია“ (2017). [18][19] თქვა, რომ ეს იყო ყველაზე რთული როლი, რაც ოდესმე შეასრულა, იმის გამო, რომ უნდა უნდა ესწავლა ციგურებზე სრიალი. [20] „მე, ტონია“ განსაკუთრებით შეაქეს მსახიობთა შესრულებით. RogerEbert.com-ისთვის წერისას, კინოკრიტიკოსმა კრისტი ლემაირმა შეაქო გრეისის შესრულება ფილმში. [21]

2018–2020: საშინელებათა როლები და შემდგომი აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეისი გამოჩნდა 2018 წლის საშინელებათა დრამაში „მანკიერი თესლი“, 1956 წლის იმავე სახელწოდების ფილმის რიმეიკში, რომელიც თავად უილიამ მარჩის 1954 წლის რომანის ადაპტაციაა. გრეისი ასახიერებს ემა გროსმანს, გოგონას, რომელიც კლავს ყველას, ვინც გზაზე გადაეყრება. [22] გრეისს, რომელსაც სურდა საშინელებათა როლის შესრულება, გახარებული იყო შესაძლებლობით. როლისთვის მოსამზადებლად უყურებდა 1956 წლის ფილმს და ფოკუსირდებოდა როდა პენმარკის მანერების მიბაძვაზე, მათ შორის სიარულსა და სახის გამომეტყველებაზე; გრეისმა ასევე გაიარა კონსულტაცია პატი მაკორმაკთან, რომელმაც შეასრულა როდას როლი 1956 წლის ფილმში. „მანკიერი თესლის“ 2018 წლის სექტემბრის პრემიერის შემდეგ Lifetime-ზე, კრიტიკოსებმა შეაქეს მაკენას შესრულება. [23][24] The A.V. Club-მაც შეაქო გრეისის შესრულება. [25]

2018 წელს გრეისმა მთავარი როლი შეასრულა Netflix-ის საშინელებათა სერიალში „ჰილ ჰაუსის მოჩვენებები“. როლის შესასრულებლად გრეისმა თმა მუქ ყავისფრად შეიღება. ფილმში გრეისის შესრულებამ მიიღო კრიტიკოსების შექება. იმავე წელს სტუმრად მიიწვიეს საშინელებათა შოუში „Chilling Adventures of Sabrina“-ს სპეციალურ ეპიზოდში სახელწოდებით „A Midwinter’s Tale“. [26] ამ პერიოდში დაიწყო განმეორებითი როლის შესრულება CBS-ის სიტკომში „შელდონის ბავშვობა“, როგორც პეიჯ სვანსონი, ბავშვი-ვუნდერკინდი და ტიტულოვანი პერსონაჟის მეტოქე. [27][28]

გრეისი გამოჩნდა სამ ფილმში, რომლებიც 2019 წელს გამოვიდა. პირველი მათგანი იყო კომედია-დრამა სახელწოდებით „ნულოვანი რაზმი“, რომელშიც გრეისი ასახიერებს ჩამორჩენილ გოგონას, რომელსაც სურს გაგზავნოს შეტყობინებები კოსმოსში. [29] გრეისმა შემდეგ ითამაშა ფილმში „კაპიტანი მარველი“ პერსონაჟის 13 წლის ვერსია. ფილმმა მიიღო 1.1 მილიარდზე მეტი დოლარი და შევიდა ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების რიცხვში.[30]

გრეისის ბოლო გამოსვლა 2019 წელს იყო საშინელებათა ფილმში „ანაბელი შინ ბრუნდება“, რომელიც გახდა The Conjuring Universe-ის მეშვიდე ნაწილი. [31] ითამაშა ჯუდი უორენის როლი, პარანორმალური მკვლევარების ედისა და ლორეინ უორენის ქალიშვილი. [32] რეჟისორმა გერი დობერმანმა თქვა, რომ იყო “ძალიან, ძალიან იღბლიანი და ძალიან, ძალიან ბედნიერი”, რომ გრეისი მიიწვია. გამოსვლის შემდეგ ფილმმა „ანაბელი შინ ბრუნდება“ შეაგროვა 231 მილიონზე მეტი დოლარი. გრეისის შესრულება კი შეაქეს. გრეისმა ასევე განასახიერა ახალგაზრდა დაფნე ბლეიკი 2020 წლის ფილმში „სკუბი!“ [33] და უნდა გაემეორებინა როლი ფილმის გაგრძელებაშიც „Scoob! Holiday Haunt“, რომელიც გაუქმდა 2022 წლის აგვისტოში. [34][35]

მუსიკალური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეისმა 2020 წელს ხელი მოაწერა Photo Finish Records-თან და 2021 წლის ნოემბერში გამოუშვა სადებიუტო სინგლი „Haunted house“ მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად. გრეისი სიმღერის თანაავტორი იყო ლილი კინკეიდთან ერთად, ნათანიელ მოტი კი პროდიუსერი იყო. მაკენამ თქვა, რომ სიმღერა დაიწერა თავისი ცხოვრების რთული პერიოდის დროს, პანდემიის პერიოდში.[36] NPR-მ დაწერა, რომ „სიმღერას აქვს რამდენიმე გასაოცარი მოულოდნელობა და წარმოაჩენს მაკენა გრეისის ახალი საინტერესო კარიერის დასაწყისს“.[37] მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად არ იყო დაწერილი ფილმისთვის „მოჩვენებებზე მონადირეები: სიცოცხლის შემდეგ“, სიმღერა საბოლოოდ დაემატა ფილმს საუნდტრეკად.

გრეისმა გამოუშვა მეორე და მესამე სინგლები, „Do All My Friends Hate Me?“ და „You Ruined Nirvana“, 2022 წელს.[38] წლის 18 ნოემბერს გამოუშვა „Self Dysmorphia“.სინგლის გამოშვებასთან დაკავშირებით გრეისმა თქვა:„ცოტა უცნაურია პირადი ფიქრების გაზიარება მსოფლიოსთან, მაგრამ იმედი მაქვს… ადამიანები, რომლებიც იმავეს განიცდიან, ნაკლებად მარტოსულად იგრძნობენ თავს.“ შეასრულა სიმღერა გადაცემაში The Today Show 2022 წლის დეკემბერში.[39] წინ უძღვოდა სიმღერებს: „Post Party Trauma“, „Ugly Crier“ და „Checkered Vans“[40][41] შემდეგი გრეისის სადებიუტო ალბომი (EP), სახელწოდებით „Bittersweet16“, გამოვიდა 2023 წლის 3 მარტს. The Mighty Movie-ის საუნდტრეკისთვის.[42][43] გრეისის მეორე EP, „Autumn leaves“, გამოვიდა 2023 წლის 13 ოქტომბერს.[44] Billboard-ის მიხედვით, სინგლი „Catch Me“ წარმოაჩენს მაკენას უნარებს. [45] ამის შემდეგ გამოუშვა სიმღერები „Natalie“, „Gentleman“ და „Swim Team“, და გამოვიდა მუსიკალურ ფესტივალზე ლოლაპალუზაზე.​​​​​​[46][47][48]

  1. Famous Birthdays for June 25: La La Anthony, McKenna Grace en. United Press International (June 25, 2022). ციტირების თარიღი: June 20, 2023
  2. Dodson, P. Claire. Mckenna Grace on Ghostbusters, Childhood & Doing Everything at Once (November 19, 2021). ციტირების თარიღი: June 19, 2023
  3. Hendrickson, Paula. Mckenna Grace's Bad Seed Sequel en. Academy of Television Arts & Sciences (September 2, 2022). ციტირების თარიღი: November 15, 2023
  4. Vary, Adam B.. How Mckenna Grace Went from a Gifted Child Star to the Next Ghostbuster (November 17, 2021). ციტირების თარიღი: June 19, 2023
  5. Topel, Fred. Mckenna Grace: Bad Seed Character Still 'Totally Evil' en. United Press International (September 5, 2022). ციტირების თარიღი: June 21, 2023
  6. Sneider, Jeff. Independence Day 2 Recruits Young and the Restless Actress Mckenna Grace (Exclusive) (May 13, 2015). ციტირების თარიღი: June 21, 2023
  7. Ng, Philiana. Disney XD's Crash & Bernstein Sets Season 2 Return (Exclusive) (August 28, 2013). ციტირების თარიღი: June 21, 2023
  8. Crash & Bernstein Season 2 Episodes en. ციტირების თარიღი: June 21, 2023
  9. Caruso, Skyler. Ghostbusters: Afterlife Star Mckenna Grace Has Played Younger Versions of These Famous Actors en (November 18, 2021). ციტირების თარიღი: June 19, 2023
  10. Brathwaite, Lester Fabian; Boucher, Ashley. Young and the Restless Turns 50! A Look Back at the Biggest Guest Stars and Alumni en (March 29, 2023). ციტირების თარიღი: June 24, 2023
  11. Meet Mckenna Grace, She's the 'Young' Version of Your Favorite Actress. E! (November 30, 2018). ციტირების თარიღი: June 24, 2023
  12. Jenkins, Mark. Eddie Murphy Returns to the Big Screen in Mr. Church (September 15, 2016). ციტირების თარიღი: June 25, 2023
  13. Mckenna Grace en. ციტირების თარიღი: June 25, 2023
  14. Kroll, Justin. Jenny Slate Joins Chris Evans in Marc Webb's Gifted (Exclusive) (September 15, 2015). ციტირების თარიღი: June 19, 2023
  15. Cohen, Sandy. Gifted Unites Chris Evans with a New Young Leading Lady. Associated Press (April 3, 2017). ციტირების თარიღი: June 20, 2023
  16. Krizanovich, Karen. A Very Gifted Cast: Child Actor Stars as a Maths Prodigy (April 25, 2016). ციტირების თარიღი: June 20, 2023
  17. Chen, Sandie Angulo. How Actress Mckenna Grace, 10, Nailed Her Movie Role as a Math Whiz (March 6, 2018). ციტირების თარიღი: June 19, 2023
  18. Idasetima, Courtney. I, Tonya: 8 of the Film's Stars and Their Real-Life Inspirations (December 8, 2017). ციტირების თარიღი: June 25, 2023
  19. Edelstein, Jean Hannah. How I, Tonya Betrays Its Tragicomic Ice-Skating Protagonist (December 11, 2017). ციტირების თარიღი: June 25, 2023
  20. Shanahan, Mark. 10-Year-Old Actress Shares Surprising Insight on I, Tonya (March 29, 2017). ციტირების თარიღი: June 25, 2023
  21. Lemire, Christy. I, Tonya en (December 7, 2017). ციტირების თარიღი: June 25, 2023
  22. Andreeva, Nellie. Mckenna Grace to Play Young Lead in Rob Lowe's The Bad Seed Lifetime Remake, Original's Patty McCormack to Co-Star (February 21, 2018). ციტირების თარიღი: June 25, 2023
  23. Patterson, Troy (September 7, 2018). „Rob Lowe's Directorial Début Adds a Theme of Home-Wrecker Horror to The Bad Seed. The New Yorker. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 25, 2023. ციტირების თარიღი: June 25, 2023.
  24. Reiher, Andrea. The Bad Seed Review: Lifetime's Movie Isn't Dark or Campy Enough en (September 7, 2018). ციტირების თარიღი: June 25, 2023
  25. Rife, Katie. The Bad Seed Fails to Thrive in Rob Lowe's Ill-Conceived Lifetime Remake en (September 10, 2018). ციტირების თარიღი: June 25, 2023
  26. Ramos, Dino-Ray. Chilling Adventures of Sabrina: Mckenna Grace to Guest Star, Alexis Denisof & Jedidiah Goodacre Set for Recurring Roles (November 28, 2018). ციტირების თარიღი: June 25, 2023
  27. Schwartz, Ryan. Did Young Sheldon Just Confirm Series' Endgame with Morbid Joke About Dad? Plus, 'Difficult' Times Ahead for Missy (March 31, 2023). ციტირების თარიღი: June 25, 2023
  28. Keveney, Bill. First Look: Big Bang Theory Rolls into Final Season with Young Sheldon Crossovers (September 26, 2018). ციტირების თარიღი: June 25, 2023
  29. Troop Zero: Film Review | Sundance 2019 (January 25, 2019). ციტირების თარიღი: June 26, 2023
  30. Top Lifetime Grosses. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: June 26, 2023
  31. The Conjuring Universe en. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: June 27, 2023
  32. „Mckenna Grace to Star in Annabelle 3. The Hindu. October 1, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 22, 2021. ციტირების თარიღი: October 1, 2018.
  33. Hermanns, Grant. Scoob! Review (May 15, 2020). ციტირების თარიღი: June 27, 2023
  34. Burlingame, Russ. (December 22, 2021) Scoob!: Holiday Haunt First Look Revealed in HBO Max Teaser. ციტირების თარიღი: December 22, 2021
  35. Burton, Carson. Scoob! Holiday Haunt Was Axed Three Months Ago. Its Director Explains Why He Finished It Anyway (November 12, 2022). ციტირების თარიღი: June 8, 2024
  36. Khalifeh, Mona. McKenna Grace Releases Debut Single 'Haunted House' (November 18, 2021). ციტირების თარიღი: June 29, 2023
  37. Boilen, Bob. New Mix: Beach House, Jasmyn, Mckenna Grace, More. NPR (November 23, 2021). ციტირების თარიღი: June 29, 2023
  38. Avila, Daniela. Meet the Talented Emerging Artists Making Their Mark in 2022 en (February 18, 2022). ციტირების თარიღი: June 29, 2023
  39. Mckenna Grace Performs 'Self Dysmorphia' on Today en (December 1, 2022). ციტირების თარიღი: June 29, 2023
  40. McKenna Grace Talks New Single and Acting Projects. WAGA-TV (July 13, 2022). ციტირების თარიღი: June 29, 2023
  41. Grace, Mckenna. Checkered Vans – Single. Apple Music. ციტირების თარიღი: August 4, 2023
  42. Milligan, Mercedes. PAW Patrol: The Mighty Movie Tunes Up with Tracks from Christina Aguilera, Bryson Tiller & More (August 29, 2023). ციტირების თარიღი: May 4, 2024
  43. D'Alessandro, Anthony. PAW Patrol 2 Is the Top Dog at Box Office with $23M Opening – Sunday AM Update (October 1, 2023). ციტირების თარიღი: May 4, 2024
  44. Autumn Leaves – EP. Apple Music. ციტირების თარიღი: October 15, 2023
  45. Havens, Lyndsey; Lipshutz, Jason; Bowenbank, Starr (October 16, 2023). „10 Cool New Pop Songs to Get You Through the Week: Blu DeTiger & Mallrat, Lauren Mayberry, Mckenna Grace & More“. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 17, 2023. ციტირების თარიღი: October 17, 2023.
  46. Video Singer Mckenna Grace on Exploring New Genres and Balancing Acting with Music en (Video) (May 4, 2024). ციტირების თარიღი: May 4, 2024
  47. Grace, Mckenna. Lollapalooza Q&A: Mckenna Grace Drops New Single Ahead of Her Gig at Chicago Festival en (August 3, 2024). ციტირების თარიღი: August 3, 2024
  48. Mai, Jeffy. Lollapalooza 2024 Lineup and Set Times: The Full Schedule You Need to Know (July 31, 2024). ციტირების თარიღი: August 3, 2024