მაკედონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რეფერენდუმის შედეგები

მაკედონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი — გაიმართა 1991 წლის 8 სექტემბერს, რათა დაედასტურებინა მაკედონიის დამოუკიდებლობა იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკისაგან. რეფერენდუმში მონაწილეობდა მოსახლეობის 76 % და დამოუკიდებლობას ხმა მისცა 96,4 %-მა[1].

ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდა აშშ-ში, კანადაში და ავსტრალიაში, სადაც ცხოვრობს მაკედონელთა დიდი დიასპორა. ყველა პოლიტიკური ლიდერი მოუწოდებდა მოსახლეობას რეფერენდუმში მონაწილეობისაკენ. მიუხედავად ამისა ალბანელებმა არ მიიღეს მონაწილეობა, რადგან თავს თვლიდნენ დაჩაგრულ უმცირესობად.

უკვე 8 სექტემბრის საღამოს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეს იოსიპ ბროზ ტიტოს მოედანზე (ამჟამად მაკედონიის მოედანი) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოაცხადა პირველადი შედეგები, რომლის მიხედვიდაც მაკედონია გამოცხადდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად. პრეზიდენტმა კირო გლიგოროვმა ქვეყნის მოქალაქეებს მიულოცა თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი მაკედონიის დაარსება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Snežana Trifunovska, Yugoslavia through documents: from its creation to its dissolution. Martinus Nijhoff Publishers, 1994