შინაარსზე გადასვლა

მაკდუსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაკდუსი
რიგითობა აპეტაიზერი ან მთავარი კერძი
წარმოშობის ადგილი სირია
ტემპერატურა სერვირების დროს ცივი
მთავარი
ინგრედიენტები
ბადრიჯანი

მაკდუსი (არაბ.: المكدوس ან المقدوس) ― ზეთში შემწვარი ბადრიჯნისგან მომზადებული კერძი, რომელიც ლევანტური სამზარეულოს (სირია, იორდანია, ლიბანი და პალესტინა) ნაწილია. წარმოადგენს პატარა, დამწნილებულ ბადრიჯანს, რომელიც ნიგვზის, წითელი წიწაკის, ნივრის, ზეითუნის ზეთისა და მარილის ნაზავისგან მომზადებული შიგთავსით არის სავსე. ზოგჯერ უმატებენ ჩილის სანელებელს.[1][2][3]

მაკდუსს სირიელი ოჯახები, როგორც წესი, შემოდგომაზე ამზადებენ ზამთრისთვის საჭირო საკვების მოსამარაგებლად და საუზმის, ვახშმის ან ხემსის დროს მიირთმევენ.[4][5] ხშირად გვხვდება რესტორნებშიც, აპეტაიზერად.[6]

სხვადასხვა მწვანილითა და სანელებლებით სავსე ბადრიჯნის მწნილი მოხსენიებულია მე-13 საუკუნის სირიულ კულინარიულ წიგნში „კიტაბ ალ-ვუსლა ილა ალ-ჰაბიბი“, რომლის ავტორიც იბნ ალ-ადიმია.[3][7]

  1. Oil cured eggplants Makdous - Syrian Recipes დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine.
  2. Zaatar. (2020-06-21) Lebanese Makdous (Cured Eggplants) by Zaatar and Zaytoun en-US. ციტირების თარიღი: 2025-02-17
  3. 3.0 3.1 Levkowitz, Joshua. When a Little Syrian Eggplant Is More Than Just Food en (16 October 2023). ციტირების თარიღი: 5 June 2025
  4. Ula, enab10 (17 September 2024). „Latakia residents turn to cheaper alternatives to prepare Makdous“. Enab Baladi (ინგლისური). ციტირების თარიღი: 5 June 2025.
  5. Makdous (Pickled stuffed eggplant in olive oil) - Syrian cooking
  6. Makdous: A Healthy Pickled Delight | Food Heritage Foundation en-US (2021-01-18). ციტირების თარიღი: 2025-02-17
  7. Perry, Charles (2020) Scents and flavors: a Syrian cookbook (en). New York: New York University Press. ISBN 9781479800834.