მაკგილის უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ინგლ. McGill University
Moyse Hall Theatre - panoramio.jpg
დევიზი Grandescunt Aucta Labore
დაფუძნდა 1821
ატარებს სახელს James McGill
დამფუძნებელი (-ები) James McGill
ტიპი საჯარო კვლევითი უნივერსიტეტი და თავისუფალი გამომცემელი[1]
ფონდები 1,566,201,000[2]
რექტორი Suzanne Fortier
სტუდენტი 31,081 და 40,036
მდებარეობა მონრეალი და კვებეკი
ქვეყანა კანადა[1]
კავშირები U Sports, Digital Library Federation[3] , Scholarly Publishing and Academic Resources Coalition[4] , Center for Research Libraries[5] და Coalition for Networked Information[6]
აფილაცია Morrin College[7]
მაკგილის უნივერსიტეტი — კანადა
მაკგილის უნივერსიტეტი
http://www.mcgill.ca
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა
უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის ხედი

მაკგილის უნივერსიტეტი (ინგლ. McGill University) — უნივერსიტეტი კანადაში, კვებეკის პროვინციაში, მონრეალის ცენტრში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკგილის უნივერსიტეტი წარმოადგენს უძველეს უნივერსიტეტს მონრეალში. იგი დააარსა ჯეიმზ მაკგილმა, შოტლანდიელმა ქურქით მოვაჭრემ 1821 წელს. იგი გახდათ ფილანტროპი, რომელმაც დატოვა 10 000£ და 46 აკრა მიწის ნაკვეთი, სადაც მდებარეობს უნივერსიტეტი ამჟამად. სწორედ იმ წლიდან მოყოლებული, უნივერსიტეტი პატარა კოლეჯიდან ერთ–ერთ ყველაზე დატვირთულ და ხალხმრაავალ საგანმანათლებლო დაწესებულებად იქცა, რომელიც აერთიანებს ორ კამპუსს, 11 ფაკულტეტს, საერთო ჯამში 300 სასწავლო პროგრამასა და 36 000 სტუდენტს 150 ქვეყნიდან.

1821 წელს დაარსებულმა „მაკგილის კოლეჯმა“ სწავლება 1829 წლის 27 იანვრიდან დაიწყო ვაჭრის ყოფილ აგარაკზე, რომელიც შემდეგ კოლეჯის შენობად გადაკეთდა. 4 წლის შემდეგ, კოლეჯმა პირველად გასცა მედიცინისა და ქირურგიის დოქტორის დიპლომი, რომელიც უილიამ ლესლი ლოჟმა მიიღო. ხელოვნების ფაკულტეტის ნაგებობის მშენებლობა დაიწყო 1839 წელს, რომელიც რამდენიმე წელიწადში დასრულდა კიდეც და ახლაც ფუნქციონირებს.

დამაარსებელმა მომდევნო წლებშიც განაგრძო საუნივერსიტეტო საქმიანობა. გეოლოგი სერ უილიამ დოუსონის რექტორად არჩევის შემდეგ, რომელიც სწორედ ჯეიმზ მაკგილმა მოიწვია, უნივერსიტეტის ფაკულტეტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და პრესტიჟიც მოემატა მას.

უნივერსიტეტის ისტორიაში აღსანიშნავია 1884 წელი, როდესაც პირველად მიიღეს ქალი სასწავლებელში, რადგანაც მანამდე მაკგილი წარმოადგენდა მხოლოდ მამაკაცთა სასწავლებელს.

უნივერსიტეტისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი, როდესაც განათლების მიღების სურვილის მაჩვენებელმა რეკორდუს ნიშნულს მიაღწია კანადაში. სწორედ 1946–1948 წლებიდან იწყება უნივერსიტეტის გაფართოება.

ამჯერად მაკგილი აღიარებულია კანადის ერთ–ერთ წამყვან უნივერსიტეტად კვლევების დარგში. 2003 წელს, ჰეტერ მონრო–ბლუმი გახდა უნივერსიტეტის მე–16 რექტორი. მის პერიოდში გამყარდა უნივერსიტეტის რეპუტაცია მთელ მსოფლიოში განათლების, კვლევებისა და მომსახურების სფეროში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]