მაკა ბატიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაკა ბატიაშვილი (დ. 1975, თბილისი) — ქართველი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992-1997 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ძირითადად მუშაობს გრაფიკასა და ფერწერაში, არის არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ჰქონდა პერსონალური გამოფენები ნიდერლანდებში, ჩეხეთში, საფრანგეთში, ლიტვასა და გერმანიაში. თბილისში მის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა გალერეები მასპინძლობდნენ. მაკა ბატიაშვილი მუშაობს ფერწერის, გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციების, ვიდეო არტის, დოკუმენტური კინოს სფეროში.

პერსონალური და ჯგუფური გამოფენები:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]