მაკარ ჩუდრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაკარ ჩუდრა
სრული სათაური რუს. Макар Чудра
ჟანრი რომანი
თემა ბოშათა ბანაკი
ავტორი მაქსიმ გორკი
მშობლიური ენა რუსული
დაწერის ადგილი თბილისი
გამოცემულია 1892

”მაკარ ჩუდრა” (რუს. „Макар Чудра“) — მაქსიმ გორკის პირველი გამოცემული ნაწარმოები. პირველად გამოიცა გაზეთ ”კავკაზში1892 წელს.[1] პირველად ალ. პეშკოვმა სწორედ ამ გამოცემაში დაირქვა თავი მაქსიმ გორკი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაწარმოების მთავარი გმირია მოხუცი ბოშა-კაცი მაკარ ჩუდრა, რომელიც თავის მეგობარ სოკალს ცხოვრებისეულ რჩევებს აძლევს და საკუთარ ისტორიებს უყვება, ხოლო როცა საქმე ქალებზე და სიყვარულზე მიდგა, იხსენებს ორი ბოშა-ახალგაზრდის ლოიკო ზობარისა და რადას სიყვარულის ისტორიას. მათ უყვართ ერთმანეთი, მაგრამ ორივე ამბიციურია. მიუხედავად ზობარის სიამაყისა, იგი მაინც უმღერის მას სიმღერებს და სიყვარულს ეფიცება, სიყვარულის ნაცვლად ის რადასგან მხოლოდ აგრესიას იღებს. ერთ ღამესაც რადა ლოიკოს იარაღს დაადებს შუბლზე, სიყვარულს აუხსნის და პირობას აძლევს, რომ თუ იგი ხალხის წინაშე მუხლებზე დაიჩოქებს და ხელზე ემთხვევა, მას ცოლად გაჰყვება. მაგრამ ბოშებში მუხლებზე დაჩოქვა უდიდესი დამცირებაა, ამის გამო ლოიკო დაჩოქებამდე რადას გულში დანას ჩაარტყამს, ხოლო სიკვდილის შემდეგ დაუჩოქებს მას. დანილი, რადას მამა, ამ ყველაფრის შემსწრე იგივე დანას ზობარს ზურგში ურტყამს და კლავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Павел Басинский. Горький. — М.: Молодая гвардия, 2005. — 451 [13] с. — (ЖЗЛ). — 5000 экз. — ISBN 5-235-02850-3.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Commentaries to Макар Чудра. The Works by M.Gorky in 30 volumes. Vol.1. Khudozhestvennaya Literatura // На базе Собрания сочинений в 30-ти томах. ГИХЛ, 1949-1956.