მაკარევოს მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაკარევოს მონასტერი
მაკარევოს მონასტერი — რუსეთი
მაკარევოს მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 56°04′57″ ჩ. გ. 45°03′50″ ა. გ. / 56.08250° ჩ. გ. 45.06389° ა. გ. / 56.08250; 45.06389
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა მაკარევო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210165000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1434

მაკარევოს მონასტერი (რუს. Макариев монастырь) — დედათა მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ლისკოვსკის რაიონის სოფელ მაკარევოში. მდებარეობს მდინარე ვოლგის მარჯვენა ნაპირზე. დაარსებულია 1434 წელს. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ლისკოვსკის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი დააარსა მართლმადიდებელმა ბერმა მაკარი ჟელტოვოდელმა XV საუკუნის პირველ ნახევარში. ჟელტოვოდელი ეწოდა ყვითელი ტბის გამო, რომლის ნაპორზეც მაკარიმ დააარსა სავანე. მდინარე ვოლგამ შეიცვალა თავისი კურსი, შეიჭრა ტბაში და მონასტერი აღმოჩნდა მდინარის ნაპირზე.

ცენტრალური ტაძრის საკურთხეველი აკურთხეს სამების სახელზე, ამის გამო მონასტერს უწოვეს სამების მონასტერი.

1439 წელს ყაზანის ხანმა ულუ-მუჰამედმა მონასტერი გადაწვა, ბერები დახოცა, ხოლო წმინდა მაკარი ტყვედ ჩაიგდო. ყაზანის ხანმა ყურადღება გაამახვილა იღუმენის განათლებულობაზე. რის გამოც ულუ-მუჰამედმა ბრძანა გაეთავისუფლებინათ უდანაშაულო ტყვე. გათვაისუფლებისთანავე ბერმა მაკარიმ სხვა ტყვეების გათავისუფლებაც სთხოვა ხანს, ჯამში 400[1] მამაკაცი და რამდენიმე ქალბატონი გაათავისუფლებინა ტყვეობიდან.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მგზავრები შეჩერდნენ მდინარე სვიაგის ნაპირზე. ეს ადგილი წმინდა მაკარიმ აირჩია არა მხოლოდ სამდღიანი დასვენებისათვის, არამედ აქვე დააარსა მონასტერიც. იგი მდებარეობდა გორაზე და სამი მხრიდან დაცული იყო მაღალი მთებით.

ყაზანის ხანმა აუკრძალა მათ ამ ტერიტორიაზე გაჩერება და ყარიბებმა დაიწყეს სხვა ტერიტორიის ძებნა. საბოლოოდ ისინი გაჩერდნენ გალიჩის მიწაზე ქალაქ უნჟეში. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სიხარულით მიიღეს მამა მაკარი, მაგრამ ასკეტმა ბერმა ქალაქი დატოვა და ქალაქიდან 15 ვერსში, მდინარე უნჟის მარჯვენა ნაპირზე თავისთვის ააგო კელია. ასე დაარსდა ახალი მაკარევო-ჟელტოვოდის უნჟის მონასტერი. ძალიან მალე ააგეს მონასტერი. 1444 წელს 95 წლის ასაკში მაკარი გარდაიცვალა.

მონასტერში რვა წელი სწავლობდა მართლმადიდებლობას ნიკონი, რომელიც 1624 წლამდე მორჩილი იყო.

სტარობრიადელებს სწამთ, რომ მათ უნჟუს გზაზე დააარსეს ოლენევსკის სკიტე, რომელიც განხეთქილების შედეგად ჩამოშორდა ეკლესიას. მონასტერი ძველ ადგილზე აღადგინა მურომელმა ბერმა აბრაამმა 1620 წელს.

მონასტრის მოხერხებულმა მდებარეობამ ხელი შეუწყო ბაზრობის ჩამოყალიბებას მიმდებარე ტერიტორიაზე. ბაზრობა, რომელმაც სახელი მონასტრისაგან მიიღო უდიდესი იყო რუსეთში და სავარაუდოდ ევროპაში. სავაჭრო გადასახადებით მონასტერი აღადგინეს ქვის მშენებლობებით. საეკლესიო გახეთილქების შემდეგ (1653-1656 წწ.) სტარობრიადელების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი გახდა მდინარე კერჟენეცი, რომლის შესართავთანაც პრაქტიკულად მდებარეობს მაკარევოს მონასტერი. ბევრი პოლიტიკური მიზეზის გამო მაკარევოს ბაზრობა 1817 წელს გადაიტანეს ნიჟნი-ნოვგოროდში, თუმცა სახელი არ დაუკარგავს და კვლავ მაკარევოს ბაზრობა ერქვა. მონასტრის შემოსავალი შემცირდა, იგი უკვე საშტატო მონასტერი გახდა, მალე იქ გაჩაღდა ხანძარი, რის გამოც მონასტერი მალევე დაიხურა. გადარჩენილი ხატები ნიჟნი-ნოვგოროდის ალექსანდრე ნეველის ტაძარში მიაბრძანეს[2]. მონასტრის აღორძინება კვლავ მოხდა 1883 წელს, მაგრამ იგი უკვე ქალთა მონასტერი გახდა. 1917 წლისათვის მონასტერში 300 და მოღვაწეობდა[3].

საბჭოთა მმართველობის პერიოდში მონასტერი გაუქმებული იყო. 1928-1929 წლებში მის კედლებში განთავსებული იყო საბავშვო სახლი, დიდი სამამულო ომის პერიოდში კი ჰოსპიტალი. 1943 წელს მონასტრის შენობა მიაწერეს ლისკოვის ზოოვეტერინარულ ტექნიკუმს. ტაძრის შენობაში განათავსეს პირუტყვი და ინახებოდა მათი საკვები[3].

თანამედროვე მდგომარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წლიდან მონასტერი გადეცა ნიჟნი-ნოვგოროდის ეპარქიას. ამავე წელს წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით კვალვ აღსდგა მაკარევოს დედათა მონასტერი[3]. მონასტერში ცხოვრობდა 25 მონაზონი.

2005 წელს მთავარეპისკოპოსმა გიორგიმ ეკლესიის საკურთხეველი აკურთხა დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე[4].

2007 წლის 7 აგვისტოს მაკარი ჟელტოვოდელის თავი პეჩერის მონასტრიდან გადაასვენეს მაკარევოს მონასტერში[5].

ანსამბლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლისათვის[6] მონასტრის შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი ეკლესიები:

  • სამების ტაძარი, რომელიც აგებულია 1664 წელს მოსკოვის მიძინების ტაძრის მსგავსად.
  • ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, სატრაპეზოთი და სამრეკლოთი. აგებულია 1654 წელს.
  • კარიბჭის ეკლესია მიქაელ მთავარანგელოზის სახელზე. აგებულია 1674 წელს.
  • ანტონ დიდის სახელობის ეკლესია
  • გრიგოლ პელშემელის სახელობის ტაძარი. აგებულია 1786 წელს.
  • მაკარი ჟელტოვოდელის სახელობის ტაძარი. აგებულია 1809 წელს.

მონასტერი შემოღობილია ციხესიმაგრის კედლებით და კოშკებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • А. С. Гациский «Макарьево-Желтоводский монастырь (1434—1882)» დაარქივებული 2018-02-05 საიტზე Wayback Machine.
  • Известия по Казанской епархии, издаваемые при КДА, на 1873 г. — Казань, 1873.
  • "Обитель на Желтых водах. Макарьевский Желтоводский монастырь. Н-Новгород, 2010. / Авторский колл.: Архимандрит Тихон (Затёкин), Галай Ю.Г., А.И. Давыдов, А.А. Давыдова, Дёгтева О.В., Филатов Н.Ф., Шумилкин С.М.
  • Титов А.А. Троицкий Макарьевский Желтоводский монастырь. М., 1910.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Преподобный Макарий Желтоводский и Унженский чудотворец (память 7 августа). Святые покровители Нижегородской земли. Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2010-01-16.
  2. Нижний Новгород. Собор Александра Невского на сайте Народный каталог православной архитектуры
  3. 3.0 3.1 3.2 Романов, Дмитрий. (25 декабря 2009 года) 25 декабря исполнилось 18 лет с возобновления монашеской жизни в Макарьевском монастыре. Нижегородская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2010-01-08.
  4. Ежегодное заседание Нижегородского Епархиального собрания. Нижегородская епархия (2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-24. ციტირების თარიღი: 2010-01-19.
  5. «Макарьево готово к наплыву паломников»[მკვდარი ბმული] РБК Daily 6 августа 2007 года
  6. Монастырь во имя Святой Живоначальной Троицы Макариев Желтоводский დაარქივებული 2016-06-01 საიტზე Wayback Machine. . Сайт фонда «Русское Православие».