მაი-ნდომბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაი-ნდომბე
ინგლ. Mai Ndombe
კოორდინატები: 2° ს. გ. 18° ა. გ. / 2° ს. გ. 18° ა. გ. / -2; 18
მდებარეობა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ფართობი 2325 კმ²
საშუალო სიღრმე 2,5-5 
მაქსიმალური სიღრმე
გამომდინარე მდინარე ფიმი
მაი-ნდომბე — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
მაი-ნდომბე

მაი-ნდომბე (ინგლ. Mai Ndombe; 1973 წლამდე ლეოპოლდ II-ის ტბა) — ტბა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, კონგოს ღრმულის ცენტრალურ ნაწილში. ფართობი 2325 კმ². (წვიმების დროს 8200 კმ²-მდე), საშუალო სიღრმე 2,5-5 მეტრი, მაქსიმალური — 7 მ. ნაპირები შეჭრილ-შემოჭრილია, დაჭაობებული, დაფარულია ეკვატორული ტყით. უდიდესი წყლის დონეები სექტემბერ-ოქტომბერშია, ტბიდან გამოედინება მდინარე ფიმი (მდინარე კასაის შენაკადი, კონგოს აუზი). ტბა 1882 წელს აღმოაჩინა ჰენრი სტენლიმ. განვითარებულია თევზჭერა. იყენებენ სანაოსნოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]