მაილზ ჯოზეფ ბერკლი
| მაილზ ჯოზეფ ბერკლი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 1 აპრილი, 1803 |
| დაბ. ადგილი | ნორტჰემპტონშირი |
| გარდ. თარიღი | 30 ივლისი, 1889[1] (86 წლის) |
| გარდ. ადგილი | მარკეტ ჰარბორო |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | ბოტანიკოსი[2] , ბრიოლოგი, ზოოლოგი, მიკოლოგი[2] , ბოტანიკური კოლექციონერი[3] [4] [5] [6] [7] , სამეცნიერო კოლექციონერი[7] და თეოლოგი[2] |
| მუშაობის ადგილი | ლონდონის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | ქრისტეს კოლეჯი და რაგბის სკოლა |
| მეუღლე | სესილია ემა ბერკლი[8] |
| შვილ(ებ)ი | რუთ ელენ ბერკლი[9] , სესილია ჯეინ ბერკლი[8] და ემერიკ სტრიდფილდ ბერკლი[8] |
| ჯილდოები | სამეფო საზოგადოების წევრი, სამეფო მედალი და ლინეს საზოგადოების წევრი |
მაილზ ჯოზეფ ბერკლი (ინგლ. Miles Joseph Berkeley; დ. 1 აპრილი, 1803 — გ. 30 ივლისი, 1889) — ინგლისელი ბოტანიკოსი და მიკოლოგი, ფიტოპათოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებელი, გერმანიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა[10] და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი, რეის საზოგადოების დამფუძნებელი საბჭოს წევრი.[11] დაჯილდოებულია სამეფო მედლით (1863). მისი სტანდარტული საავტორო ბოტანიკური შემოკლებაა Berk.[12]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაილს ჯოზეფ ბერკლი დაიბადა 1803 წლის 1 აპრილს ბიგინ ჰოლში (ნორტჰემპტონშირი). განათლება მიიღო რეგბის სკოლაში და კემბრიჯის ქრისტეს კოლეჯში.[13] შემდეგ იყო აპეთორპისა (1837) და სიბერტოფტის (1868) სამრევლო მღვდელი. იგი მთელ თავისუფალ დროს ბოტანიკას უთმობდა, განსაკუთრებით ლიქენებს. 1883 წელს ბერკლი ქრისტეს კოლეჯის საპატიო წევრად იქნა არჩეული. საბოლოოდ იგი სოკოებისა და მცენარეთა პათოლოგიის წამყვან ბრიტანელ სპეციალისტად იქცა. მისი პირველი ნაშრომი „Gleanings of British algae“ 1833 წელს გამოვიდა.
ბერკლი ცნობილი იყო როგორც მიკოლოგიის სისტემატიკოსი, რომელსაც 6000-მდე სოკოს სახეობის აღწერა მიეწერება. თუმცა, მისი „შესავალი კრიპტოგამურ ბოტანიკაში“ (ინგლ. Introduction to Cryptogamic Botany), რომელიც 1857 წელს გამოქვეყნდა, და მისი სტატიები მცენარეთა პათოლოგიის შესახებ (გამოქვეყნებული ჟურნალ „Gardener's Chronicle“-ში (1854 წლიდან)), ცხადყოფს, რომ მას ფართო გაგება ჰქონდა ფიზიოლოგიისა და მორფოლოგიის მთელი დისციპლინის შესახებ.
ბერკლის ყველაზე ადრეული კვლევის ობიექტები იყო მოლუსკები და ზოოლოგიის სხვა დარგები, რასაც ადასტურებს მისი გამოქვეყნებული ნაშრომები ჟურნალებში „The Zoological Journal“ და „The Magazine of Natural History“.[14]
მისი ჰერბარიუმი ინახება კიუს სამეფო ბოტანიკურ ბაღებში, შეიცავს დაახლოებით 9000 ნიმუშს და გამდიდრებულია ჩანაწერებითა და ნახატებით.[15]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Boulger, George Simonds (1901). "Berkeley, Miles Joseph". In Lee, Sidney (ed.). Dictionary of National Biography (1st supplement). London: Smith, Elder & Co.
- Chisholm, Hugh, ed. (1911). "Berkeley, Miles Joseph". Encyclopædia Britannica. Vol. 3 (11th ed.). Cambridge University Press
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მაილზ ჯოზეფ ბერკლი“ ვიკისაწყობში.- მაილზ ჯოზეფ ბერკლის ნამუშევრები — პროექტ გუტენბერგზე
- მაილზ ჯოზეფ ბერკლი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ SNAC — 2010.
- 1 2 3 Deutsche Nationalbibliothek Record #11865618X // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Bionomia — 2018.
- ↑ Bionomia — 2018.
- ↑ Bionomia — 2018.
- ↑ Bionomia — 2018.
- 1 2 Bionomia — 2018.
- 1 2 3 http://kingscliffeheritage.org/items/907/907%20%201851%20Census,%20transcript.pdf
- ↑ United Kingdom censuses of 1851
- ↑ Mitglieder.
- ↑ „Ray and Palæontographical Societies“. Midland Naturalist. 1: 71–73. 1878.
- ↑ Berk.. International Plant Names Index. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2025.
- ↑ Miles Joseph Berkeley (BRKY820MJ)". A Cambridge Alumni Database. University of Cambridge. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2025.[მკვდარი ბმული]
- ↑ Boulger, George Simonds (1901). "Berkeley, Miles Joseph". In Lee, Sidney (ed.). Dictionary of National Biography (1st supplement). London: Smith, Elder & Co.
- ↑ Chisholm, Hugh, ed. (1911). "Berkeley, Miles Joseph". Encyclopædia Britannica. Vol. 3 (11th ed.). Cambridge University Press