Microsoft Windows
![]() | |
![]() Windows 11 (21H2) | |
შემქმნელი | Microsoft |
---|---|
წყაროს მოდელი | დახურული წყარო / გაზიარებული |
პირველად გამოვიდა | 20 ნოემბერი, 1985 , როგორც Windows 1.0 |
უკანასკნელი გამოშვება | 1803 (10.0.17133)[1] (22 მარტი, 2018 ) [±] |
უახლესი ნიმუში | RS4 (10.0.17040) (16 ნოემბერი, 2017 ) [±] |
მარკეტინგული სამიზნე | პერსონალური კომპიუტერები |
ხელმისაწვდომი ენები | 137 ენა[2] ენა |
პაკეტების მენეჯერი | Windows Installer (.msi), Windows Store (.appx)[3] |
მხარდაჭერილი პლატფორმები |
ARM, IA-32, Itanium, x86-64, DEC Alpha, MIPS, PowerPC |
ბირთვის ტიპი |
|
მომხმარებლის გრაფიკული გარემო |
Windows-ის გარსი |
ლიცენზია | დაპატენტებული კომერციული პროგრამული უზრუნველყოფა |
ოფიციალური საიტი | microsoft.com/en-gb/windows |
Microsoft Windows ან უბრალოდ Windows (ქართ. „ფანჯრები“) — გრაფიკული გარსის მქონე ოპერაციული სისტემების სერია, რომელთა მწარმოებელია Microsoft.
მოკლე მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
MS Windows წარმოადგენს ოპერაციული სისტემის სახეობას. მისი ზოგადი კონცეფცია მდგომარეობს მაქსიმალურ უნიფიცირებაში, რაც გამოიხატება იმით, რომ ახალი პროგრამების გარჩევისას საჭირო არ არის ტექნიკისა და მართვის ხერხების ხელახალი ათვისება. Windows-დან ნებისმიერი პროგრამის გაშვებისას მუშაობა წარმოებს მსგავსი წესებით და ყველა პროგრამას აქვს იდენტური გაფომრბა. Windows-ში შესაძლებელია მონაცემების გადატანა პროგრამებს შორის. ეს ოპერაცია სრულდება მეხსიების გაცვლის ბუფერის (Clipboard) საშუალებით, რომელიც საერთოა როგორც თვით Windows-თვის, ასევე მასში გაშვებული ყველა პროგრამისათვის.
Windows-ის ეკრანი შეიცავს რამდენიმე ძირითად ელემენტს. სამუშაო მაგიდა (Desktop) — არე რომელსაც უკავია მთელი ეკრანი. მასზე გამოსახულია სტანდარტული და ხშირად გამოსაყენებელი პროგრამების ნიშნები, მაგალითად:
- ჩემი კომპიუტერი (My computer) შეიცავს ფანჯარას, რომელშიც მოთავსებულია კომპიუტერის შემცველობა: მართვის პანელი, დისკები, პრინტერები...
- კალათა (Ricycle Bin) ანუ ელექტრონული სანაგვე ყუთი, რომელშიც დროებით თავსდება წაშლილი ფაილები, საქარალდეები და სხვა რამ, მათი საბოლოოდ განადგურებამდე.
- იარლიყები (Shortcut) კომპიუტერში დაინსტალირებული სხვადასხვა პროგრამებისა.
- დავალებათა პანელი (Taskbar) უკავია ეკრანის ქვედა ზოლი. მასზე მდებარეობს მთავარი მენიუს გამოსაძახებელი ღილაკი — დაწყება (Start), პროგრამების სწრაფი გაშვების არე, სადაც გამოისახება სისტემური საათის და კალენდრის მაჩვენებელი და ზოგიერთი ინდიკატორი (პრინტერის, ენის შრიფტების). დავალებათა პანელზე ჩნდება აგრეთვე ყოველი გაშვებული პროგრამის ნიშანი. პროგრამებს შორის გადასვლა ხდება შესაბამის ღილაკზე დაჭერით. პროგრამის დახურვისას მისი ღილაკი ქრება პანელიდან.
Windows-ში სამუშაოდ გამოიყენება ძირითადად როგორც მაუსი, ასევე კლავიატურაც. ყოველი მაუსის მოქმედება შესაძლებელია შესრულდეს ასევე კლავიატურის საშუალებითაც. მაგალითად რომელიმე პროგრამის გამორთვა მაუსის ერთხელ X ღილაკზე დაკლიკებით, ხოლო კლავიატურით კი კლავიშები Alt+F4-ით სრულდება. პროგრამის ჩართვა პროგრამის იარლიყზე მაუსის მარცხენა ღილაკის ორჯერ დაკლიკებით ან კლავიატურაზე Enter-ის დაჭერით ხდება.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
Microsoft-მა პასუხად გრაფიკული გარსებისადმი მზარდ ინტერესზე 1985 წლის 20 ნოემბერს წარადგინა Windows, MS-DOS-ის გარსის სახით.[4] Microsoft Windows იქცა დომინირებად ოპერაციულ სისტემად პერსონალური კომპიუტერებისთვის. იგი ფლობს ამ სფეროში ბაზრის წილის 90 %-ს, რითაც წინ უსწრებს პირველად 1984 წელს წარდგენილ Mac OS-ს.
2014 წლის აპრილისთვის პერსონალური კომპიუტერებისთვის, სმარტფონებისთვის, სერვერული კომპიუტერებისთვის და სხვა მოწყობილობებისთვის არსებული ოპერაციული სისტემებია Windows 8.1, Windows Phone 8.1, Windows Server 2012 R2 და Windows Embedded 8.
Windows-ის ვერსიების გამოცემების ქრონოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Windows 10 Spring Creators Update: The ultimate changelog | Windows Central
- ↑ Listing of available Windows 7 language packs. Msdn.microsoft.com. ციტირების თარიღი: April 5, 2014.
- ↑ App packages and deployment (Windows Store apps) (Windows). Msdn.microsoft.com. ციტირების თარიღი: April 5, 2014.
- ↑ The Unusual History of Microsoft Windows. ციტირების თარიღი: April 22, 2007.[მკვდარი ბმული]
|