მაიკოპის ყორღანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაიკოპის ყორღანი, ან მაიკოპის გორასამარხი — ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრული) ძეგლი ქალაქ მაიკოპის ტერიტორიაზე. გამოიკვლია ნ. ვესელოვსკიმ 1897 წელს. 11 მეტრი სიმაღლის გორასამარხი განეკუთვნებოდა ტომის ბელადს და მის 2 ცოლს. ბელადი დაკრძალული იყო მდიდრული ბალდახინის ქვეშ, რომელიც ეყრდნობოდა 4 ვერცხლის ლიტანს. რომლებიც ბოლოვდებოდა ოქროსა და ვერცხლისაგან ჩამსხმული ხარის ფიგურებით. ბალდახინის ტილო შემკული იყო ლომებისა და ხარების ოქროს პატარა ფიგურებითა და ვარდულებით. სამარხში აღმოჩენილია აგრეთვე სპილენძის მრავალნაირი იარაღი და ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ცხოველები და ალბათ კავკასიონის ქედი. აღმოჩენილი მასალა მიგვითითებს, რომ ჩრდილო კავკასიის ტომებს ურთიერთობა ჰქონდათ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ნივთები დაცულია ერმიტაჟში (სანქტ-პეტერბურგი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]