მაიკლ სკოტი (ოფისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიკლ გარი სკოტი
ოფისი - პერსონაჟი
პირველი გამოჩენა საპილოტე ეპიზოდი (2005)
ბოლო გამოჩენა ფინალი (2013)
შემქმნელი გრეგ დენიელსი
რიკი ჯერვეისი
სტივენ მერჩანტი
მსახიობი სტივ კარელი
ინფორმაცია
სქესი მამრობითი
წევრობა დანდერ მიფლინი
მაიკლ სკოტის ქაღალდის კომპანია
ოჯახი ჯეფი (მამინაცვალი)
ბარბარა კევისი (ბებია)
ლუკ კუპერი (დისშვილი)[1]
მეუღლე(ები) ჰოლი ფლაქსი
ეროვნება ამერიკელი

მაიკლ გარი სკოტიNBC-ის კომედიური ტელესერიალის, ოფისის გამოგონილი პერსონაჟი და პროტაგონისტი. პერსონაჟის როლს სტივ კარელი ასრულებს. მაიკლი ქაღალდის კომპანია დანდერ მიფლინის სკრენტონის ფილიალის რეგიონული მენეჯერია. მეხუთე სეზონის დროს იგი ტოვებს კომპანიას, რათა საკუთარი ქაღალდის კომპანია შექმნას პემ ბიზლისთან (ჯენა ფიშერი) და რაიან ჰოვარდთან (ბენჯამინ ჯოზეფ ნოვაკი) ერთად, ხოლო მეექვსე სეზონის დროს, შეხვედრის ეპიზოდიდან მენეჯერი და კომივოიაჟორის ეპიზოდის ჩათვლით, ჯიმ ჰელპერტთან ერთად თანამენეჯერის პოზიცია უკავია. VII სეზონის ბოლოს იგი ადამიანური რესურსების წარმომადგენელთან, ჰოლი ფლაქსთან ერთად კოლორადოში გადადის საცხოვრებლად, რათა ჰოლის მოხუც მშობლებს მიხედონ. ეპიზოდში, ნახვამდის, მაიკლ, იგი მენეჯერი პოზიციას დიანჯელო ვიკერსს უტოვებს (მას შემდეგ, რაც ვიკერსის ტვინი ფუნქციონირებას წყვეტს, მენეჯერის პოზიციას ენდი ბერნარდი იკავებს, ხოლო IX სეზონის ბოლოს თანამდებობა დუაით შრუტს ერგება). სერიალში მაიკლი უკანასკნელად ბოლო ეპიზოდში ჩნდება, სადაც დუაითის ქორწილის მოულოდნელი სტუმარია.

შესრულებული როლისთვის სტივ ქარელმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა და 6-ჯერ ზედიზედ იყო წარდგენილი პრაიმტაიმის ემის ჯილდოზე კომედიურ სერიალში მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის. 2006 წელს ოქროს გლობუსის ჯილდო მიიღო საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიაში ტელესერიალში (მიუზიკლი ან კომედია) შესრულებული როლისთვის.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The Office: Where Are They Now? Photo: 610066. NBC. ციტირების თარიღი: January 19, 2019
  2. Steve Carell en. ციტირების თარიღი: 2022-04-26