შინაარსზე გადასვლა

მაიკლ რანდრიანირინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაიკლ რანდრიანირინა
დაბადების თარიღი 1974[1]
დაბადების ადგილი Androy
მოქალაქეობა  მადაგასკარი
მეუღლე/ები Elisa Berthine Randrianirina[2]
presidence.gov.mg

მაიკლ რანდრიანირინა (დ. 1974)[3] — მადაგასკარის სამხედრო ოფიცერი და პოლიტიკოსი, რომელიც 2025 წლის 14 ოქტომბრიდან იკავებს მადაგასკარის მეცხრე პრეზიდენტისა და რესპუბლიკის ხელახალი დაფუძნების საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. აღნიშნულ თანამდებობებზე იგი მადაგასკარის 2025 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, უმაღლესი საკონსტიტუციო სასამართლოს დასტურის საფუძველზე დაინიშნა.[4] რანდრიანირინა ხელისუფლებაში მას შემდეგ მოვიდა, რაც პატიმრობიდან გათავისუფლდა და შეუერთდა წინა ადმინისტრაციის მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებს. მანამდე, 2016-2018 წლებში, იგი ანდროის რეგიონის გუბერნატორი იყო, მოგვიანებით კი უფროს სამხედრო მეთაურად და CAPSAT-ის ქვედანაყოფის ხელმძღვანელად მსახურობდა.[3]

პოლიტიკური და სამხედრო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რანდრიანირინამ სამხედრო განათლება ანცირაბეს სამხედრო აკადემიაში მიიღო.[5] ერი რაძაუნარიმამპიანინას პრეზიდენტობის პერიოდში, 2016-დან 2018 წლამდე, იგი ანდროის რეგიონის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. ამის შემდეგ, 2022 წლის ივლისამდე, მსახურობდა ქვეითი ბატალიონის მეთაურად ტულიარაში, მოგვიანებით კი ელიტარული ქვედანაყოფის, CAPSAT-ის ხელმძღვანელი გახდა.[3]

დროთა განმავლობაში რანდრიანირინა პრეზიდენტ ანდრი რაძოელინას მწვავე კრიტიკოსად იქცა. 2023 წლის 27 ნოემბერს იგი ამბოხების ბრალდებით ნაჩქარევად დააკავეს. მას ბრალად ედებოდა სამხედრო ამბოხების წაქეზება და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.[6] იმავე დღეს იგი წარსდგა სასამართლოს წინაშე და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ციაფაჰის ციხეში. რანდრიანირინა 2024 წლის თებერვალში გაათავისუფლეს, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ ხელყოფისთვის პირობითი მსჯავრი შეეფარდა, რის შემდეგაც იგი CAPSAT-ში დაბრუნდა.[7]

2025 წლის პოლიტიკური კრიზისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2025 წლის 25 სექტემბერს] მადაგასკარის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიწყო, რაც გამოწვეული იყო ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეფერხებებით, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი დედაქალაქ ანტანანარივუში, მასობრივ პრობლემად იქცა.[8] მომიტინგეების დასამშვიდებლად პრეზიდენტმა ანდრი რაძოელინამ პრემიერ-მინისტრი კრისტიან ნცაი თანამდებობიდან გადააყენა, თუმცა ამ ნაბიჯმა საპროტესტო მუხტი ვერ გაანელა.[13][14] [9][10]

სახელმწიფო გადატრიალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2025 წლის 12 ოქტომბრის დილას, პრეზიდენტმა ანდრი რაძოელინამ გააკეთა განცხადება CAPSAT-ის ქვედანაყოფების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის შესახებ, რომლებიც მომიტინგეებს შეუერთდნენ. განგაში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე ყაზარმებიდან დემონსტრანტებთან შესაერთებლად გამოვიდა.[11] რანდრიანირინამ უარყო გადატრიალების ფაქტი და განაცხადა, რომ მათ მხოლოდ „ხალხის ძახილს უპასუხეს“.[12][13]

12 ოქტომბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნცაი და რაძოელინას ერთ-ერთი მრჩეველი, მამი რავატომანგა, კერძო რეისით მავრიკში ჩავიდნენ. მავრიკის მთავრობამ განაცხადა, რომ მათი ჩასვლით „უკმაყოფილო“ იყო.[12][14] მთავრობის წარმომადგენლის თქმით, რაძოელინა კვლავ ქვეყანაში იმყოფებოდა და სახელმწიფო საქმეებს მართავდა.[15] დაგეგმილი იყო მისი მიმართვა ერისადმი 13 ოქტომბრის საღამოს, თუმცა სააგენტო Reuters-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ რაძოელინამ ქვეყანა ჯერ კიდევ 12 ოქტომბერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეთანხმების საფუძველზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ მადაგასკარში მდებარე სენტ-მარის აეროპორტიდან, ფრანგული სამხედრო თვითმფრინავით დატოვა.[16] 13 ოქტომბერს რაჯოელინამ მადაგასკარის პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა,[14] სადაც აღნიშნა, რომ იგი „სამხედროებისა და პოლიტიკოსების ჯგუფის“ მიერ განხორციელებული მკვლელობის მცდელობის შემდეგ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.[17] 14 ოქტომბერს რაძოელინამ გამოსცა დეკრეტი ეროვნული ასამბლეის დათხოვნის შესახებ, რომელიც ასამბლეისა და სენატის პრეზიდენტებთან კონსულტაციების შემდეგ მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავდა.[18] ეს გადაწყვეტილება არჩევნების 60 დღეში ჩატარების საშუალებას იძლეოდა.[19] მიუხედავად რაძოელინას ბრძანებისა, ეროვნულმა ასამბლეამ მაინც გამოუცხადა მას იმპიჩმენტი 130 მომხრე ხმით, ერთი ბიულეტენი ცარიელი დარჩა.[20]

CAPSAT-ის ხელმძღვანელობის პერიოდში, რანდრიანირინა შეუერთდა 2025 წლის მადაგასკარის სამხედრო ამბოხს მოქმედი პრეზიდენტის, ანდრი რაძოელინას წინააღმდეგ, რაც 2025 წლის საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. მან მოუწოდა ჯარისკაცებს, „უარი ეთქვათ მოსახლეობის რეპრესიებზე, აეღოთ პასუხისმგებლობა და შეესრულებინათ საკუთარი როლი“. 13 მაისის მოედანზე რანდრიანირინამ, სხვებთან ერთად, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა.[21]

პრეზიდენტობა (2025–დღემდე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაძოელინას ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ, 2025 წლის 14 ოქტომბერს, CAPSAT-მა დაიკავა საპრეზიდენტო სასახლე და რანდრიანირინა დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. რანდრიანირინამ დაადასტურა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის დაშლა, ეროვნული ასამბლეის გარდა. მის განცხადებაში ნათქვამი იყო: „შეჩერებულია შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობა: სენატი, უმაღლესი საკონსტიტუციო სასამართლო, დამოუკიდებელი ეროვნული საარჩევნო კომისია, იუსტიციის უმაღლესი სასამართლო და ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი საბჭო“.[22] მან პირობა დადო, რომ არჩევნები ორ წელიწადში ჩატარდებოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სამართავად შეიქმნებოდა კომიტეტი, რომელიც დაკომპლექტდებოდა არმიის, ჟანდარმერიისა და ეროვნული პოლიციის ოფიცრებისგან.[23] იმავე დღეს, უმაღლესმა საკონსტიტუციო სასამართლომ მას ოფიციალურად სთხოვა მადაგასკარის დროებითი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება რესპუბლიკის ხელახალი დაფუძნების საპრეზიდენტო საბჭოს თავმჯდომარის სტატუსით.[4]

15 ოქტომბერს მადაგასკარის სახელმწიფო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ რანდრიანირინას ინაუგურაცია 17 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, „მადაგასკარის რესპუბლიკის ხელახალი დაფუძნების პრეზიდენტის“ სტატუსით გაიმართებოდა.[24] მან ფიცი დაგეგმილ დროს დადო.[25] უმაღლეს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოთქმული საინაუგურაციო სიტყვისას რანდრიანირინამ განაცხადა, რომ ეს იყო „ისტორიული გარდამტეხი მომენტი“ მადაგასკარისთვის და გამოხატა მზადყოფნა, „დაესრულებინა წარსული“ და „გადაეშალა ახალი ფურცელი ქვეყნის ცხოვრებაში“.[26] რანდრიანირინამ მადლობა გადაუხადა Gen Z თაობის მომიტინგეებს და აღნიშნა, რომ მისი პირველი სამი პრიორიტეტი იქნებოდა: წყლისა და ენერგეტიკული კომპანია Jirama-ს საქმიანობის გამოძიება, ბრინჯის მეურნეობის განვითარება და პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დანიშვნა.[27]

20 ოქტომბერს რანდრიანირინამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ბიზნესმენი ჰერინცალამა რაჯონარიველო დანიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე გენერალი რუფინ ზაფისამბო შეცვალა.[28] 2026 წლის იანვარში, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსასთან შეხვედრისას, რანდრიანირინამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გეგმავს BRICS-ის პარტნიორი გახდეს.[29]

რანდრიანირინა წარმოშობით სოფელ სევოჰიპოტიდანაა, რომელიც ამბოვომბე-ანდროის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს.[6] იგი მადაგასკარის ლუთერანული ეკლესიის მრევლია.[30] იგი დაქორწინებულია ელისა რანდრიანირინაზე (მარისოა ელისა ბერტინე)[31]

  1. Who is Madagascar's new military ruler Michael Randrianirina?Reuters, 2025.
  2. journal
  3. 1 2 3 Who is Madagascar's new military ruler Michael Randrianirina? (15 October 2025).
  4. 1 2 Décision n°10-HCC/D3 du 14 octobre 2025 concernant une requête aux fins de résolution sur une sortie de crise politique. fr-FR (14 October 2025). ციტირების თარიღი: 14 October 2025
  5. Military colonel announces that the armed forces are taking control in Madagascar. ციტირების თარიღი: 14 October 2025[მკვდარი ბმული]
  6. 1 2 Affaire D'Incarcération– Des Antandroy élèvent la voix sur le cas Randrianirina fr (5 December 2023). ციტირების თარიღი: 14 October 2025
  7. Who is Michael Randrianirina, the colonel who toppled Madagascar's president? en (15 October 2025). ციტირების თარიღი: 15 October 2025
  8. Razafimanantsoa, Volana. (23 June 2024) Madagascar's capital launches cable cars to ease traffic jam en. ციტირების თარიღი: 2 October 2025
  9. „Madagascar president sacks government over deadly protests“. Le Monde (ინგლისური). 29 September 2025. ციტირების თარიღი: 30 September 2025.
  10. Kyekyeku, Kofi Oppong (30 September 2025). „Deadly youth-led protests force Madagascar's president to fire the prime minister and his government“. Face2Face Africa (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 September 2025. ციტირების თარიღი: 30 September 2025.
  11. Coup Alert in Madagascar After Soldiers Side with Protesters en-US (12 October 2025). ციტირების თარიღი: 12 October 2025
  12. 1 2 „Madagascar army installs new chief, president denounces power grab“. France 24. 13 October 2025. ციტირების თარიღი: 13 October 2025.
  13. Tétaud, Sarah; Imray, Gerald (12 October 2025). „Madagascar's president says a coup is underway after soldiers joined anti-government demonstrations“. AP News. ციტირების თარიღი: 12 October 2025.
  14. 1 2 „Madagascar's president says he fled the country in fear for his life after military rebellion“. AP News. 13 October 2025. ციტირების თარიღი: 14 October 2025.
  15. „Madagascar president says 'illegal power grab' underway after army mutiny“. Radio France Internationale. 12 October 2025. ციტირების თარიღი: 14 October 2025.
  16. „President of Madagascar flees to 'safe location' amid deadly protests“. Al Jazeera. 13 October 2025. ციტირების თარიღი: 14 October 2025.
  17. „Madagascar president hiding in 'safe place' as he warns of coup attempt“. BBC. 13 October 2025. ციტირების თარიღი: 14 October 2025.
  18. „Madagascar's president dissolves national assembly, sparking anger among protesters“. Africanews. 14 October 2025. ციტირების თარიღი: 14 October 2025.
  19. „Madagascar's National Assembly votes to impeach president after he fled countryr“. CNN. 14 October 2025. ციტირების თარიღი: 14 October 2025.
  20. „Madagascar's National Assembly votes to impeach president“. Channel News Asia. 14 October 2025. ციტირების თარიღი: 14 October 2025.
  21. CONJONCTURE – L'armée entre en scène fr (13 October 2025). ციტირების თარიღი: 14 October 2025
  22. Lovasoa, Rabary. (14 October 2025) Madagascar's military takes power, fleeing president impeached.
  23. Madagascar protests: Army takes charge after president flees en. ციტირების თარიღი: 14 October 2025
  24. „AU suspends Madagascar as military leader to be sworn in as president“. Al Jazeera. 16 October 2025. ციტირების თარიღი: 16 October 2025.
  25. Military leader sworn in as Madagascar's new president.
  26. Michael Randrianirina sworn in as Madagascar's president. China.org. ციტირების თარიღი: 18 October 2025
  27. Sammy Awami; Omega Rakotomalala (17 ოქტომბერი 2025). „Madagascar's military leader thanks Gen Z protesters as he is sworn in“. BBC News (ინგლისური). ვიკიმონაცემები Q136525804. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 October 2025.
  28. „Madagascar coup leader names businessman as new prime minister“. Reuters. 20 October 2025. ციტირების თარიღი: 20 October 2025.
  29. Okafor, Chinedu. (2026-01-20) Africa’s newest military leader intends to join BRICS en. ციტირების თარიღი: 2026-01-24
  30. Madagascar : qui est Michael Randrianirina, le nouvel homme fort de la Grande Île ? fr (15 October 2025). ციტირების თარიღი: 16 October 2025
  31. An army colonel who led a lightning-fast coup takes over as Madagascar's president. ციტირების თარიღი: 17 October 2025