მაიკლ იმპერიოლი
მაიკლ იმპერიოლი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
26 მარტი, 1966 ნიუ-იორკი, აშშ |
მოქალაქეობა |
![]() |
პროფესია | მსახიობი, მწერალი, რეჟისორი |
მეუღლე(ები) | ვიქტორია იმპერიოლი |
შვილ(ებ)ი | ვადიმ იმპერიოლი, დავიდ იმპერიოლი |
ჯეიმზ მაიკლ იმპერიოლი (დ. 26 მარტი, 1966) — იტალიელ-ამერიკელი მსახიობი. ყველაზე მეტად ცნობილია „სოპრანოს კლანში“ შესრულებული კრისტოფერ მოლტისანტის როლით, რომლისთვისაც მსახიობმა ემის ჯილდო მიიღო დრამატული სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობისთვის.[1] 2008 წელს დაწერა და გადაიღო თავისი პირველი მხატვრული ფილმი „მშიერი მოჩვენებები“.[2] იმპერიოლიმ 2015 წელს ითამაშა „ცოფიან ძაღლებში“.[3]
ახალგაზრდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იმპერიოლის დაბადების სახელია ჯეიმზ მაიკლ იმპერიოლი. დაიბადა ნიუ-იორკში, 1966 წლის 26 მარტს. მისი კინემატოგრაფიული მოღვაწეობა 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო. 1990 წელს, რამაც მას აღიარება მოუტანა, იყო მარტინ სკორსეზეს ფილმი „დიდებული ბიჭები“ (Goodfellas), სადაც მან სპაიდერის როლი შეასრულა.[4] მუშაობდა მთელი 1990-იანი წლების ნიუ-იორკის დამოუკიდებელ კინოინდუსტრიაში, განსაკუთრებით სპაიკ ლის ფილმებში: „ჯუნგლების ციებ–ცხელება“ (1991), „მალკოლმ X“ (1992), „გამსაღებლები“ (1995) და „სემის ზაფხული“ (1999). 90-იანი წლების შუა პერიოდში ასევე მონაწილეობდა ჰოლივუდის ფილმებში: „ცუდი ბიჭები“ (1995) და „მარტოხელა“ (1996).[5]
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1999 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს გამარჯვებული.
- 2000 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინანტი.
- 2001 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინანტი.
- 2002 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინანტი.
- 2003 წელს ემის ჯილდოს ნომინანტი.
- 2003 წელს ოქროს გლობუსის ნომინანტი.
- 2004 წელს ემის ჯილდოს გამარჯვებული.
- 2004 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინანტი.
- 2005 წელს ოქროს გლობუსის ნომინანტი.
- 2006 წელს ემის ჯილდოს ნომინანტი.
- 2006 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს ნომინანტი.
- 2007 წელს ემის ჯილდოს ნომინანტი.
- 2007 წელს კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს გამარჯვებული.
- 2008 წელს ოქროს ნიმფას ნომინანტი.
- 2010 წელს ოქოს დერბის სატელევიზიო ჯილდოს ნომინანტი.
- 2019 წელს ოქროს გლობუსის ნომინანტი.
- 2019 წელს პორტუგალიის კინოაკადემიის სოფიას პრემიის ნომინანტი.[6][7]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: მაიკლ იმპერიოლი
- მაიკლ იმპერიოლი — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ https://geo.saitebi.ge/web/ka/actior/21528
- ↑ https://www.imdb.com/title/tt1225902/
- ↑ https://www.imdb.com/title/tt2805574/
- ↑ https://www.imdb.com/title/tt0099685/fullcredits
- ↑ https://www.imdb.com/name/nm0408284/bio
- ↑ https://www.bing.com/k/celebrities/michael-imperioli/nominations
- ↑ https://www.imdb.com/name/nm0408284/awards