მაივეი ეარლაინსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Myway Airlines Boeing 737-800

მაივეი ეარლაინსი (ინგლ. MyWay Airlines) — ქართული ავიაკომპანია, რომელიც ოპერირებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან.

2016 წლის მაისში „ჰუალინგ ჯგუფმა“ განაცხადა, რომ ისინი გეგმავდნენ ავიაკომპანიის შექმნას, რომლის ბაზაც საქართველოში იქნებოდა. საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს „ჰუალინგ ჯგუფის“ პრეზიდენტმა მას ავიაკომპანიის გეგმები გააცნო, რომელშიც თბილისიდან ევროპის და აზიის, ხოლო მოგვიანებით ამერიკის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება შედიოდა.

ავიაკომპანიას, ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) 2018 წლის 26 თებერვალს მიენიჭა.[1] გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა კი კომპანიამ თებერვალში აიღო.

2018 წლის 3 აპრილს „მაივეი ეარლაინსმა“ განახორციელა პირველი ჩარტერული რეისი თეირანის მიმართულებით, რომლითაც მედიის, საქართველოს ბაზარზე ოპერირებადი ტურისტული სააგენტოების და საჯარო უწყებების წარმომადგენლებმა იმგზავრეს.[2]


ამჟამად კომპანიის საკუთრებაშია ორი ბოინგ 737-800 ტიპის თვითმფრინავი,[3] რომლებიც 170 მგზავრს იტევენ, აქედან 8-ს ბიზნეს კლასში ხოლო 162-ს ეკონომ კლასში.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MyWay Airlines (2018-04-04). ციტირების თარიღი: 2018-04-04
  2. Chinese firm eyes Georgian airline (2016-05-12). ციტირების თარიღი: 2018-04-04
  3. Civil Aircraft Register of Georgia (2018-04-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-29. ციტირების თარიღი: 2018-04-04