მაიდარჯავინ განზორიგი
მაიდარჯავინ განზორიგი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 თებერვალი 1949 |
დაბ. ადგილი | ცეცერლეგი მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა |
გარდ. თარიღი | 4 ივლისი 2021 (72 წლის) |
გარდ. ადგილი | ულან ბატორი მონღოლეთი |
ქვეყანა | მონღოლეთი |
სამხედრო წოდება | გენერალ-მაიორი |
ექსპედიცია | "სოიუზ-39" —"სალიუტ 6" |
კოსმოსში გატარებული დრო | 0 с |
ჯილდოები | მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის შრომის გმირი, სუხე-ბატორის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის ორდენი, მედალი კოსმოსის ათვისებისთვის |
მაიდარჯავინ განზორიგი ( განხუიაგი ; მონღ. Майдаржавын Ганхуяг დ. 1949 წლის 5 თებერვალი, ცეცერლეგი, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა — გ. 4 ივლისი, 2021 , ულან- ბატორი, მონღოლეთი) — მონღოლი კოსმონავტი-დუბლიორი, აკადემიკოსი, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის შრომის გმირი ( 2011 წ. ). 1978 წელს მან მონაწილეობა მიიღო საბჭოთა ინტერკოსმოსის პროგრამაში და ემზადებოდა ფრენისთვის.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაიდარჯავინ განზორინგი დაიბადა 1949 წლის 5 თებერვალს მონღოლეთის არაჰანგაის პროვინციის ქალაქ ცესერლეგში . სანამ კოსმონავტობის კანდიდატად აირჩვედნენ, ატარებდა სახელს განხუიაგი, მაგრამ საბჭოთა კავშირის მხარემ დაჟინებით მოითხოვა, რომ მას შეეცვალა არასასიამოვნო ჟღერადობის სახელი. [1]
Განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სწავლობდა ცესერლეგის 10-წლიან სკოლაში, 1969 წელს შევიდა კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1975 წელს და მიიღო თერმოდინამიკოს- ინჟინერის დიპლომი. 1975 წლიდან 1978 წლამდე მუშაობდა ავტომატიზაციის ინჟინრად ულან-ბატორის პირველ ელექტროსადგურში. 1977 წლიდან სწავლობდა მონღოლეტის ფიზიკა-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1978 წელს.
ფრენისთვის მზადება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1978 წლის იანვარში კოსმონავტის კანდიდატად არჩევის შემდეგ, მაიდარჯავინ განზორინგი გამოიძახეს აქტიურ სამხედრო სამსახურში. ის გახდა ერთ-ერთი შერჩეული ფინალისტი კანდიდატიდან, რომელიც გაგზავნეს 1978 წლის იანვრის ბოლოს მოსკოვში შემოწმების გასავლელად. 1978 წლის მარტში, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, იგი აირჩიეს MPR-დან ერთ-ერთ კანდიდატად კოსმოსური ფრენისთვის სოციალისტური ქვეყნების ინტერკომისიის თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში და ამავდროულად დაიწყო ფრენისთვის მზადება იური გაგარინის სახელობის კოსმონავტების სასწავლო ცენტრში. იმავე წლის ოქტომბერში დაინიშნა "სოიუზ-39 " კოსმოსური ხომალდის სარეზერვო ეკიპაჟში, გაიარა სრული სასწავლო კურსი სოიუზის ტიპის კოსმოსურ ხომალდზე და "სალიუტ-6"-ის ორბიტალურ სადგურზე (OS).
მაიდარჯავინ განზორიგი იყო პირველი მონღოლი კოსმონავტის ჟუგდერდამიდინ გურაღჩას დუბლიორი. მას არ ჰქონდა კოსმოსური ფრენის გამოცდილება.[2]
ფრენის დასრულების შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1981-1984 წლებში მუშაობდა სადოქტორო დისერტაციაზე მოსკოვის კოსმოსური კვლევის ინსტიტუტში . 1984 წელს დისერტაციის წარმატებული დაცვის შემდეგ მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი.
1984 წლიდან 1990 წლამდე იკავებდა მონღოლეთის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტის საჰაერო კოსმოსური ინფორმაციის დამუშავების სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობას. 1990 წლიდან არის მონღოლეთის მეცნიერებათა აკადემიის ინფორმატიკისა და დისტანციური ზონდირების ინსტიტუტის დირექტორი. 2014 წლიდან — ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი და თემის ხელმძღვანელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.იგი ავტორი და თანაავტორია სტატიებისა არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში.[3]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაიდარჯავინ განზორიგი დაოჯახებულია,ჰყავს ორი შვილი.
დამატებითი ინფორმაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როდესაც მონღოლეთში ფრენის კანდიდატების შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა, მონაწილეობის უფლება მიეცათ არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ სამხედრო სპეციალისტებსაც. შედეგად, შემოთავაზებული 12 კანდიდატიდან მომზადებისთვის ოთხი კანდიდატი შეირჩა:
- დარჯაგინ სურენხორლო
- ჯუგდერდემიდინ გურაღჩა
- მაიდარჯავინ განზორიგი
- სანჯადამბინ საიცოგი
ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Хуяг по-монгольски означает «панцирь».
- ↑ news.mn: „Хөдөлмөрийн баатар, сансрын нисгэгч М.Ганзориг таалал төгсчээ“, хандсан 2021 оны долоодугаар сарын 5 (მონღ.)
- ↑ Undarmaa, S. (5 July 2021). "Хөдөлмөрийн баатар, сансрын нисгэгч М.Ганзориг таалал төгсчээ". News.MN - Мэдээллийн эх сурвалж (in Mongolian). News.mn.