მაია (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაია — მდინარე ხაბაროვსკის მხარესა და იაკუტიაში, მდინარე ალდანის მარჯვენა შენაკადი (ლენის აუზი). სიგრძე 1053 კმ, აუზის ფართობი 171 ათ. კმ². წარმოიქმნება მარცხენა და მარჯვენა მაიის შეერთებით, მიედინება იუდომა-მაიის მთიანეთში. ზემოთსა და შუაწელში ხეობა განიერია და დაჭაობებული, ქვემოთში შედარებით ვიწრო. შერეული საზრდოობის მდინარეა. ხარჯი 1180 მ³/წმ. წყალდიდობა იცის მაის-სექტემბერში, იყინება ოქტომბრის II ნახევარში. ყინულძვრა მაისშია. სანაოსნოა შესართავიდან 547 კმ მანძილზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]