მაია უკლება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაია უკლება
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1955 (1955-09-05) (68 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მაია უკლება (დ. 5 სექტემბერი, 1955, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. 1977-1980 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში.

1981-1994 წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1998 წლებში მე-6 გერმანული გიმნაზია, დირექტორი; მე-6 გიმნაზიაში დააარსა ქვეყანათმცოდნეობის პროფილი და შეადგინა საავტორო პროგრამა გეოგრაფიაში, ამავე დროს იყო ბავარიის მხარის (გერმანია) ქალაქების — შონდორფის, ნოიბოიერნის და რაიხერსბოიერნის მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლის პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. არის გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1992), გიმნაზიისათვის „გერმანული ენის დიპლომი-2“-ის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი ხელმძღვანელი (1995); 1998 წელს სტაჟირება გაიარა ქ. დილინგენში (გერმანია) პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში; 1998-2004 წლებში საქართველოს განათლების სამინისტრო, კადრების სამმართველოს უფროსი; 2004-2006 წლებში საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინოვაციის განყოფილების ხელმძღვანელი; 2006-2009 წლებში ტურიზმის ბიზნესის კათედრის გამგე, სრული პროფესორი; 2004-2009 წლებში თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი; 2009 წლიდან გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, ვიცე რექტორი, ბიზნესის მართვის კათედრის პროფესორი, ტურიზმის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. კონსტანტას „ოვიდიუსის“ უნივერსიტეტის (რუმინეთი) ჟურნალის „ეკონომიკური მეცნიერებათა სერია“, სამეცნიერო საბჭოს წევრი; სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრი, რედაქტორი და რეცენზენტი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მინიჭებული აქვს პედაგოგის უმაღლესი კატეგორია (1997).

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1995 წელს „საქართველოს მთიანი რეგიონების განსახლების პრობლემები“.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • AIEST (International Association of Scientific Experts), მუდმივი წევრი
  • საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • რეკრეაციის თეორია და პრაქტიკა: [სახელმძღვანელო] (ავტორი), თბ., უნივერსალი, 2017, გვ.222
  • ტურისტული დესტინაციის მენეჯმენტი: [სახელმძღვანელო] (ავტორი), თბ., უნივერსალი, 2017, გვ.212
  • ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები: შეფასება, ტრანსფორმაცია : [სახელმძღვ.] (ავტორი), თბ., თბილ. ეკონ. ურთიერთობათა სახელმწ. უნ-ტი, 2009, გვ 156
  • საქართველოს მთიანი მხარის განსახლების რეგიონული თავისებურებანი და ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი (ავტორი), თბ., ცოდნა, 2006, გვ 140
  • სასკოლო ტესტები გეოგრაფიაში : (მასწავლებელთათვის) (შემდგენელი), თბ., საქ. პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ცენტრ. ინ-ტი, 1999, გვ. 58

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 245;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]