მაია ოკუჯავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაია ოკუჯავა
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1966 (1966-09-15) (57 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

მაია ოკუჯავა (დ. 15 სექტემბერი, 1966, ბათუმი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1992–1994 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წლიდან ამავე უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1994–1995 წლებში თერაპიის სამეცნიერო კვლევით უნივერსიტეტტთან არსებული სამეცნიერო სადისერტაციო საბჭოს მდივანი; 1998 წლიდან არის „ტასისის“ სამეცნიერო კვლევისა და დამუშავების მენეჯმენტის პროგრამის ექსპერტ-კონსულტანტი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. „იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს“ ეგიდით გაიარა საავადმყოფოთა ადმინისტრაციების კურსები იაპონიის „ჯანდაცვის ორგანიზაციის ეროვნულ უნივერსიტეტში“.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1993 წელს „დილზემის მოქმედების მექანიზმები, ექსპერიმენტული შესწავლა და ამ პრეპარატით მკურნალობის ოპტიმიზაციის ზოგიერთი კლინიკურ ფარმაკოლოგიური ასპექტი“.

ორგანიზაციის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოება, წევრი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 228

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]