მაია მიჩელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მაია მიტჩელი)
მაია მიტჩელი

მიტჩელი 2018 წელს
დაბადების თარიღი 18 აგვისტო, 1993 (1993-08-18) (30 წლის)
ლისმორი, ახალი სამხრეთ უელსი, ავსტრალია
ეროვნება ავსტრალიელი
მოქალაქეობა ავსტრალიის დროშა ავსტრალია
საქმიანობა მსახიობი; მომღერალი
აქტიური 2006-დღემდე

მაია მიტჩელი (ინგლ. Maia Mitchell; დ. 18 აგვისტო, 1993[1]) — ავსტრალიელი მსახიობი და მომღერალი. სახელი გაითქვა ბრიტანი ფლიუნის როლით ავსტრალიური საბავშვო ტელესერიალში „Mortified“,[2] აგრეთვე ნატაშა ჰემის როლით თინეიჯერულ დრამატულ ტელესერიალში „ხაფანგში“.[3] 2013-2018 წლებში მონაწილეობდა ამერიკული ტელესერიალში „ფოსტერები“. იგი აგრეთვე გადაღებულია Disney Channel-ის ფილმებში — „ზაფხული. სანაპირო. კინო“ (2013) და „ზაფხული. სანაპირო 2“ (2015), სადაც მან მთავარი პერსონაჟის მაკენზის როლი შეასრულა. 2019 წლიდან მონაწილეობს ტელესერიალ „ფოსტერების“ სპინ-ოფში „სასარგებლო გასაჭირი“.

ადრინდელი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაია მიტჩელი 1993 წლის 18 აგვისტოს ავსტრალიის ქალაქ ლისმორში, ახალ უელსში დაიბადა. მამამისი — ალექსი ტაქსის მძღოლია, ხოლო დედამისი — ჯილი, საგანმანათლებლო სისტემაში მუშაობს[4] მუშაობს. მიტჩელს ჰყავს ერთი უმცროსი ძმა, ჩარლი[5]. მსახიობი უკრავს გიტარაზე, რაც ნაჩვენებია ფილმებსა თუ ტელესერიალებში. გიტარაზე დაკვრა ბავშვობაში ისწავლა[6] დაამთავრა ლისმორის სამების კათოლიკური კოლეჯი.[7]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიტჩელმა სამსახიობო კარიერა ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, ადგილობრივ თეატრების სპექტაკლებში მონაწილეობით დაიწყო. 12 წლის იყო, როდესაც ნიჭიერთა სააგენტომ აღმოაჩინა იგი. იმავე წელს ითამაშა ბრიტანი ფლიუმის როლი ავსტრალიურ საბავშვო ტელესერიალში „Mortified“[8] სერიალის გადაღებები 2 სეზონის, 26 ეპიზოდის შემდეგ შეწყდა. შემდეგ იგი გადაიღეს ავსტრალიურ თინეიჯერულ სერიალში, „ხაფანგში“, რომლის გადაღებები 2009 წლის 18 აპრილს დამთავრდა, ხოლო პრემიერა 2008 წლის 30 ნოემბერს გაიმართა. 2011 წელს მონაწილეობდა ტელესერიალში „გარიყული“. იგი ასევე გადაიღეს ტელესერიალებში — „K-9“, და „დოქტორი ვინ“.

მისი პირველი ტელეროლი ამერიკაში მიიღო 2011 წელს, დისნეის სერიალში „ჯესი. 2013 წელს მონაწილეობდა Disney Channel-ის ფილმში „ზაფხული. სანაპირო. კინო“ და მის გაგრძელებაში — „ზაფხული. სანაპირო 2“ (2015). 2013-2018 წლებში მონაწილეობდა დრამატულ ტელესერიალში „ფოსტერები“, სადაც თავიდან კელი ჯეკობსის, შემდეგ კი კელი ადამს ფოსტერის როლს ასრულებდა.

სამსახიობო კარიერასთან ერთად, მიტჩელს, ამავდროულად, წარმატებული მუსიკალური კარიერაც აქვს. მაიას რამდენიმე ფილმისთვის და ტელესერიალისთვის საუნდტრეკიც აქვს შექმნილი.

პერსონალური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაია მიტჩელის სასიყვარულო ცხოვრებაზე ცოტა რამ თუ არის ცნობილი. მას რომანტიკული ურთიერთობა, თავის კოლეგასთან, და „ზაფხული. სანაპირო. კინო“-ს მსახიობთან, როს ლანჩთან ჰქონდა. წყვილის ფოტოები ხშირ შემთხვევაში სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდებოდა. 2015 წლიდან მაიას, მომღერალთან, რუდი მანკუსოსთან აქვს ურთიერთობა. Instagram-ზე, მაია თავის მეგობარ ბიჭთან ერთად, რეგულარუად ტვირთავს მხიარულ ვიდეოებსა და ფოტოებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Maia Mitchell Portrait Session. AP Images (11 July 2013). ციტირების თარიღი: 12 August 2013.
  2. Mortified – Taylor’s DNA. Australian Screen (2006). ციტირების თარიღი: 12 August 2013.
  3. Trapped. Australian Television. ციტირების თარიღი: 12 August 2013.
  4. Herndon, Jessica. Fostering Change. Aritzia Magazine. ციტირების თარიღი: 27 July 2013.
  5. Maia Mitchell Biography. TVGuide. ციტირების თარიღი: 7 July 2015.
  6. Maia Mitchell. RadioDisney Medianet. ციტირების თარიღი: 12 August 2013.
  7. Johnston, Marnie. „Lismore lass hits bigtime“. Northern Star. ციტირების თარიღი: 18 May 2014.
  8. Maia Mitchell Mortified bio. TV Guide. ციტირების თარიღი: 1 November 2014.