მაია გოიკოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაია გოიკოვიჩი
მაია გოიკოვიჩი
სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა23 აპრილი, 2014
პრეზიდენტი  ტომისლავ ნიკოლიჩი,
ალექსანდარ ვუჩიჩი
წინამორბედინებოიშა სტეფანოვიჩი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 ოქტომბერი, 2004 – 16 ივნისი, 2008
წინამორბედიბორისლავ ნოვაკოვიჩი
მემკვიდრეიგორ პავლიჩიჩი

დაბადებული22 მაისი, 1963
ნოვი-სადი, ისფრ
ეროვნებასერბი
პოლიტიკური პარტიასერბეთის პროგრესული პარტია (2012-დან)
სერბეთის გაერთიანებული რეგიონები (2010-2012 წწ.)
სერბეთის სახალხო პარტია (2008-2012 წწ.)
სერბეთის რადიკალური პარტია (1991-2008 წწ.)
სერბეთის სახალხო რადიკალური პარტია (1990-1991 წწ.)
განათლებანოვი-სადის უნივერსიტეტი
რელიგიამართლმადიდებლობა

მაია გოიკოვიჩი (სერბ. Maja Gojković, Маја Гојковић; დ. 22 მაისი 1963, ნოვი-სადი) — სერბი ადვოკატი და პოლიტიკოსი, სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე 2014 წლის 23 აპრილიდან. სერბეთის პროგრესული პარტიის წევრი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს დაასრულა ნოვი-სადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1989 წლიდან მუშაობდა საოჯახო იურიდიულ ფირმაში.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაია გოიკოვიჩი იყო რადიკალური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი. თავდაპირველად იგი იყო გენერალური მდივანი, ხოლო შემდეგ აღმასრულებელი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და პარტიის ლიდერის მოადგილე. იგი ასევე მუშაობდა ვოისლავ შეშელის იურიდიულ მრჩევლად ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალამდე.

1992 წლიდან იგი იყო იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ხოლო 1996-2000 წლებში ვოევოდინის პარლამენტის წევრი. 1998 წლის მარტიდან 1999 წლის ნოემბრამდე ეკავა სერბეთის მთავრობის უპორტფელო მინისტრის თანამდებობა, ხოლო შემდეგ იუგოსლავიის საკავშირო რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერის თანამდებობა. 2004 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის ივნისამდე იყო ქალაქ ნოვი-სადის მერი.

2008 წლიდან გავიდა სერბეთის რადიკალური პარტიის რიგებიდან და სათავეში ჩაუდგა სახალხო პარტიას, რომელიც შეუერთდა კოალიციას „სერბეთის გაერთიანებული რეგიონები“. 2012 წელს მან მიიღო სერბეთის ეროვნული ასამბლეის სახალხო დეპუტატის მანდატი, ამავე წელს იგი შეუერთდა სერბეთის პროგრესული პარტიის რიგებს.

2014 წლის 23 აპრილს აირჩიეს სერბეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]