მაიას ცივილიზაცია (იუკატანის ნახევარკუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოკლე მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ცივილიზაცია მესოამერიკული ცივილიზაციებიდან ერთ-ერთია. ის ჩამოაყალიბა მაიას ტომების ხალხებმა. ამ ცივილიზაციაში განსაკუთრებით აღსანიშნავია იეროგლიფური დამწერლობის არსებობა, რომელიც ძვ.წ-ით მე-3 საუკუნეში, კოლუმბამდელი ამერიკის პერიოდშივე ჩამოყალიბდა და დაიხვეწა. ასევე აღსანიშნავია მათი ხელოვნება, არქიტექტურა, მათემატიკის ცოდნა, ასტრონომიური დაკვირვებებით კალენდრების გამოთვლა. მაიას ცივილიზაციის განვითარების არეალი მოიცავს სამხრეთ აღმოსავლეთ მექსიკას, მთელს გვატემალასა და ბელიზს, ჰონდურასისა და ელ სალვადორის დასავლეთ ნაწილს.

არქაულ პერიოდში, ძვ.წ-ით 2000 წლამდე, გვხვდება პირველი სოფლის ტიპის დასახლებები და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები. პრეკლასიკურ პერიოდში პირველად ხდება კომპლექსური საზოგადოების ჩამოყალიბება. დაიწყო რეგიონის მთავარი პროდუქტის, მარცვლეულის გაშენება, როგორებიცაა: სიმინდი, ლობიო, მწარე წიწაკა და ა.შ. მაიას ცივილიზაციის პირველი ქალაქები, რომლებიც გამოირჩევიან განვითარების მაღალი დონით, ჩნდება ძვ.წ-ით 750 წელს, 250 წლის შემდეგ ამ ქალაქებში გაჩნდა პირველი მონუმენტური ძეგლები, მათ შორის დიდი ტაძრები მობათქაშებულ-მოჩუქურთმებული გარე ფასადით. გვიან პრეკლასიკურ პერიოდში დიდი ქალაქები ძირითადად გვხვდება პიტენის რეგიონში (გვატემალა), მაღალმთიანეთში კი გამორჩეული ქალაქი იყო კამინალჯუიუ.

ჩვ.წ-ით 250 წელი, კლასიკური პერიოდის დასაწყისი დიდწილად განისაზღვრება მაიას კულტურაში არქიტექტურული აღმასვლით. მათ შექმნეს მონუმენტები, რომლებზეც დაიტანეს „დიდი დათვლის“ კალენდარი. ამ პერიოდში პირველად ხდება განვითარებული ქალაქ-სახელმწიფოების ჩამოყალიბება, რომელთაც ერთმანეთში კარგად ჩამოყალიბებული სავაჭრო ურთიერთოებები გააჩნიათ.  იუკატანის ნახევარკუნძულის სამხრეთით არსებობდა ორი ასეთი ქალაქი ტიკალი და გალამკული.

ეს პერიოდი გამოირჩევა პირველი, ფართომასშტაბიანი ჩარევით მაიას სახელმძიფოში, ცენტრალურ მექსიკაში მდებარე მეტროპოლის ტეოტიჰუაკანის მიერ.  მე-9 საუკუნეში მაიას ცენტრალურ რეგიონში მოხდა პოლიტიკური კოლაფსი, რამაც გამოიწვია შიდა ომები ტომებს შორის, დასახლებული ადგილების მიტოვება და ჩრდილოეთით გადასახლება. პოსტკლასიკურ პერიოდში ხდება ქალაქ ჩიჩენ ითზას აღზევება და გვატემალას მთებში მდებარე აგრესიული სახელმწიფოს კიჩეს ექსპანსიათა ციკლი.

საბოლოოდ მე-16 საუკუნეში ესპანეთის იმპერიამ მოახდინა მთლიანი მესოამერიკული (შუა ამერიკა) რეგიონის კოლონიზაცია. 1697 წელს, ხანგრძლივი შეტევებით ესპანელებმა დაიპყრეს მაიას ცივილიზაციის უკანასკნელი დამოუკიდებელი ქალაქი ითზა (ნოჯპეტენის სამეფო).

კლასიკური პერიოდის მმართველობა კონცენტრირებული იყო „ღვთაებრივი მეფის“  კონცეფციაზე, რომელიც მოქმედებდა როგორც შუამავალი მოკვდავთა და ზებუნებრივ ძალებს შორის. მეფობა პატრიციანული იყო და ძალაუფლება ჩვეულებრივ უფროს ვაჟს გადაეცემოდა. პერსპექტიული მეფისგან ასევე ელოდნენ, რომ იგი იქნებოდა შესანიშნავი სამხედრო ლიდერიც. გვიანდელი კლასიკური პერიოდისთვის არისტოკრატია გაიზარდა, რამაც გამოიწვია მეფის ძალაუფლების შესუსტება. მაიას ცივილიზაციამ განავითარა და უაღრესად დახვეწა ხელოვნების სხვადასხვა ფორმები, ისინი იყენებდნენ, როგორც მალფუჭებად ასევე ხანგძლივი გამოყენების მატერიალებს: ხეს, ნეფრიტს, ობსიდიანს, კერამიკას, ისინი ამზადებდნენ: ქვის ქანდაკებებს, წვრილად მოხატულ ფრესკებს და ა.შ.

მაიას ქალაქებს სწრაფი ზრდა ახასიათებდათ, მის ცენტრში მოთავსებული იყო ცერემონიალური და ადმინისტრაციული კომპლექსები, რომლებიც გარშემორტყმული იყო საკმაოდ გაჭიმული საცხოვრებელი უბნებით. ქალაქის სხვადასხვა ადგილებში გზად ხშირად დაგებული იყო ქვაფენილი. ქალაქის ძირითად არქიტექტურულ ნაგებობებში შედიოდა: სასახლეები, ტაძრები პირამიდის ფორმით, ადგილი ცერემონიალური თამაშებისთვის და ნაგებობები ასტრონომიული დაკვირვებისთვის. მაიას ელიტა საკმაოდ განვითარებული იყო და დიდ ცოდნას ეუფლებოდა. მაიას ცივილიზაცია წერდა მათ ისტორიას და რიტუალებს წიგნებში, რომელთაგანაც მხოლოდ სამიღა შემორჩა, დანარჩენები კი ესპანელებმა გაანადგურეს. მაიას დამწერლობის უამრავი მაგალითია შემორჩენილი კერამიკაზე და სხვა მსგავს მატერიალზე. მაიას ცივილიზაცია ჰქონდა ძალიან განვითარებული სარიტუალო კალენდრები, ასევე ჰყავდა მათემატიკოსები, რომლებმაც ერთ-ერთი პირველი ნულოვანი სისტემა შემოიღეს. როგორც მაიას რელიგიის რიტუალურ ნაწილს წარმოადგენდა ადამიანის მსხვერპლშეწირვა.

პრეკლასიკური პერიოდი (ჩვ.წ-მდე 2000 - ჩვ.წ-ით 250)[1][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ცივილიზაციის ისტორია სამ პერიოდად იყოფა: პრეკლასიკური, კლასიკური, პოსტკლასიკური. ამ პერიოდებს წინ უძღოდა არქაული პერიოდი, რომლის დროსაც პირველად შეიქმნა სოფლის მსგავსი დასახლებები და განვითარდა სამიწათმოქმედო საქმიანობა. თარიღები რომლებიც მიუთითებენ ამ პერიოდების დაწყებას და დასასრულს, ზუსტად უცნობია.

მაიას ტომებმა თავიანთი პირველი ცივილიზაცია ადრე პრეკლასიკურ პერიოდში ჩამოაყალიბეს. მკვლევარები დღესაც კამათობენ იმის შესახებ თუ როდის დაიწყო ეს პერიოდი. ამ ტომის პირველი საქმიანობა სოფელ ქუელოში (ჩრ. ბელიზი) თარიღდება ჩვ.წ-მდე 2600 წლით. ახალშენები ჩვ.წ-მდე 1800 წელს ჩნდება ცენტრალურ ამერიკაში - წყნარი ოკეანის სანაპიროზე - რომელსაც სოკონუსკოს რეგიონი ეწოდება. აქ მაიას ტომები ჯერ კიდევ მაშინ ახდენდნენ მარცვლეულის კულტივაციას, მაგალითდ: სიმინდი, ლობიო, გოგრა, მწარე წიწაკა და ა.შ. ეს პერიოდი ხასიათდება „ნაკლებად მოძრავი“ საზოგადოებით და პირველად ჩნდება გამომშრალი თიხის ჭურჭელები და ფიგურები.

შუა პრეკლასიკური პერიოდის განმავლობაში პატარა სოფლებმა დაიწყეს ზრდა და ჩამოყალიბდნენ ქალაქებად. გვატემალას ადმინისტრაციულ მხარე პიტენში მდებარე ქალაქი ნაკბე დღეს-დღეობით ყველაზე კარგად შემონახულია. ის მდებარეობდა დაბლობში სადაც შენდებოდა დიდი სტრუქტურები, ეს სტრუქტურები თარითდება ჩვ.წ-მდე 750 წლით. შედარებით ფართოდ დასახლებული ადგილები გვხვდება ჩრდილოეთ იუკატანისის დაბლობებში. ჩვ.წ-მდე 400 წლის წინ მაიას ტომები განვითარების ახალ საფეხურზე ავიდნენ, ჩამოყალიბდა დამწერლობა რომელიც ფართოდ გავრცელდა. გვიან პრეკლასიკურ პერიოდში უზარმაზარი ქალაქი ელ მირადორი გადაჭიმული იყო 16 კმ2-ზე. აგრეთვე მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი ქალაქი იყო ტიკალი.

გვიან პრეკლასიკურ პერიოდში, მთიან ტერიტორიებზე არსებულ დასახლებებში გამორჩეული იყო ქალაქი კამინალჯუიუ. ატლანტის ოკეანის სანაპიროზე არსებობდა ორი უმთავრესი ქალაქი ტაკალიკ აბაჯ და ჩოკოლა, ხოლო ჩრდილოეთით ყველაზე ზრდადი და განვითარებადი ქალაქი იყო კომჩენი. აპ ეპოქის აყვავების შეჩერება დაიწყო ჩვ.წ-ით 1 საუკუნეში. ამ დროს მაიას ტომებმა დაიწყეს ქალაქების მიტოვება. მიზეზი ამ ყველაფრისა უცნობია.

კლასიკური პერიოდი (ჩ.წ-ით 250-900)[2][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიკური პერიოდი დიდწილად განისაზღვრება პერიოდად, რომლის დროსაც დაბლობებში მცხოვრებმა მაიას ტომებმა ქვის რელიეფებზე კალენდრის გამოძერწვა დაიწყეს. ეს პერიოდი გამოირჩევა ფართომასშტაბიანი კონსტრუქციების შენებით, ურბანული დონის განვითარების ზრდით, გასაოცარი ხელნაწერების შექმნით რაც ინტელექტუალური დონის ამაღლებაზე მეტყველებს, ასევე მნიშვნელოვანია ხელოვნების ნიმუშებიც. ამ ეპოქის პოლიტიკური ვითარება ძალიან ჰგავს რენესანსისა და კლასიკური საბერძნეთის პერიოდებს. მათ მსგავსად არსებობდა მრავალი ქალაქ-სახელმწიფო, რომლებსაც მართავდნენ ალიანსები და ცალკეული პოლიტიკური პირები. ამ ქალაქებში მოსახლეობა 50,000-დან 120,000-მდე ადიოდა.

ადრე კლასიკურ პერიოდში მაიას რეგიონში არსებული ქალაქები ემორჩილებოდნენ უდიდეს ტეოტიჰუაკანის მეტროპოლისს. ჩვ.წ-ით 378 წელს ეს მეტროპოლისი ქალაქ ტიკალის და სხვა ახლომდებარე ქალაქების მმართველობაში ჩაერია. მისმა მმართველმა საიაჯ კაკმა ჩამოაგდო ადგილობრივი მმართველები და დააარსა ტეოტიჰუაკანის დინასტია. ამ დინასტიის დაარსება განაპირობა საიაჯ კაკის პოლიტიკურმა ბატონობამ გარშემო რეგიონზე. ამ პროცესების შემდეგ ქალაქი ტიკალი ცენტრალურ რეგიონში უძლიერესი გახდა.

ქალაქ ტიკალის მეტოქე და მოწინააღმდეგე იყო მეორე უძლიერესი ქალაქი ქალამკული. ორივე ქალაქი იმორჩილებდა მცირე ქალაქებს და ქმნიდა ალიანსის ვრცელ სისტემას. ეს მომცრო ქალაქები მათთან ურთიერთობით ინარჩუნებდნენ მშვიდობიან თანაცხოვრებას ერთმანეთში და შესაბამისად მეტ დროს უთმობდნენ განვითარებას. ეს ორი დიდი ქალაქი ხშირად ებრძოდა ერთმანეთს, რაშიც იყენებდნენ დამორჩილებული ქალაქების მოსახლეობას. მთელი კლასიკური პერიოდის განმავლობაში ბრძოლები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შედეგად დგებოდა მათი კულტურის აყვავებსა და დაცემის პერიოდები.

სამხრეთ-აღმოსავლეთით ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო კოპანი. ის დააარსა მეფე კინიჩ იახ კუკ მომ 426 წელს. ამ მეფეს კარგი კავშირები ჰქონდა ცენტრალურ პიტენსა და ტეოტიჰუაკანთან. ამ ქალაქმა თავისი კულტურის განვითარების მაღალ მწვერვალს მიაღწია Uaxaclajuun Ub'aah K'awiil-ის მეფობისას. მისი მეფობა დასრულდა კატასტროფით, როდესაც მისმა ვასალმა - მეფე K'ak' Tiliw Chan Yopaat შეიპყრო და სახალხოდ თავი მოკვეთა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება ქალაქ ქალამკულის მმართველის მხარდაჭერით მოხდა. მაღალმთიან რეგიონში კვლავ კამინალჯუიუ იყო მოწინავე ქალაქი.

კლასიკური პერიოდის დაცემა[3][4][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვ.წ-ით მე-9 საუკუნეში მაიას რეგიონის ცენტრალურ ნაწილში მოხდა დიდი გადასახლებები ჩრდილოეთის მიმართულებით, რამაც განაპირობა დინასტიების არსებობის შეწყვეტა. არ არსებობს ზუსტი თეორიები იმისა, თუ რამ გამოიწვია ეს პროცესები, თუმცა არსებობს ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი, მაგალითად: აქტიური შიდა ომები, მოსახლეობის ჭარბი მატება - რასაც თან დაერთო გვალვა და მოუსავლიანობა. ამ პერიოდში, რომელიც კლასიკური ხანის დასასრულადაა ცნობილი, ჩდილოეთის ქალაქებში ჩიჩენ ითზასა  და უხმალში კვლავ შეიმჩნევა განვითარების ზრდა და დასახლებების გაფართოება. სამხრეთის განვითარებულმა ქალაქებმა კი არსებობა შეწყვიტეს.

გადასახელებებისა და ამ ცივილიზაციის კრახის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია მმართველობის სისტემა. ამ სისტემით საზოგადოება ემორჩილება სარიტუალო უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს და არა ცენტრალურ მმართველს, რომელიც განაგებს ქვეყნის ეკონომიკას. მმართველობის ეს მოდელი უუნარო აღმოჩნდა იმისთვის, რომ, სწრაფი რეაგირება მოეხდინა ქვეყნის გარეთ მიმდინარე ცვლილებებზე - ეს განპირობებული იყო იმით, რომ ასეთი მმართველის უფლებები შეზღუდული იყო ტრადიციებიდან გამომდინარე, მაგალითად ომიანობისას, მშენებლობისას და ა.შ. ამ ყველაფერმა გამოიწვია სისტემური პრობლემები. ჩვ.წ-ით მე-9, მე-10 საუკუნეებში მმართველობის ეს სისტემა დაიშლა. ჩრდილოეთ იუკატანის ტერიტორიაზე მმართველები ირჩეოდნენ მმართველთა საბჭოდან, ეს საბჭო შედგებოდა ელიტისაგან. სამხრეთ იუკატანში და ცენტრალურ პიტენში სამეფოები შემცირდნენ; დასავლეთ პიტენში და ზოგიერთ სხვა ადგილებშიც ცვლილებები კატასტროფული იყო და გამოიწვიე ქალაქების სწრაფი გაუდაბურება. ქალაქებმა ერთმანეთის მიყოლებით შეწყვიტეს დათარიღებული სკულპტურების შექმნა - ყველაზე ბოლოს ჩაწერილი ვრცელი კალენდარი ეკუთვნის ქალაქ ტონინას 909 წელს. მეზოამერიკული სავაჭრო გზები იცვლება და უკვე პიტენის გვერდის ავლით მიდის.

პოსტკლასიკური პერიოდი (ჩვ.წ-ით 950 – 1539)[5][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურაში დიდი ჩავარდნის მიუხედავად, მაიას ცივილიზაცია კვლავ დარჩა შთამბეჭდავი სახით პოსტკლასიკური პერიოდის განმავლობაში. დასახლებები ძირითადად თავმოყრილი იყო წყლის რესურსებთან ახლოს. საუბედუროდ მიტოვებული ქალაქებზე კვლავ დაფუძნება არ მიმდინარეობდა სწრაფ ტემპში. უფრო მეტი აქტიურობა შეინიშნება ჩრდილოეთ დაბლობებსა და მთებში. ჩიჩენ ითზა და მისი მეზობელი ქალაქები მკვეთრად შემცირდა მე-11 საუკუნეში და ალბათ ესაა კლასიკური პერიოდის დასასრულის საბოლოო ეპიზოდი. ამის შემდეგ რეგიონში დომინანტი ძალა საერთოდ არ დარჩა იქამდე სანამ ქალაქი მაიაპანი არ გაძლიერდა. ახალი ქალაქები ყალიბდებოდნენ კარიბის ზღვისა და გალფის ყურის სანაპიროებზე, ასევე ყალიბდებოდა ახალი სავაჭრო გზებიც.

პოსტკლასიკური პერიოდი კლასიკური პერიოდის კრახზე და დაშვებული შეცდომების გათვალისწინებით ჩამოყალიბდა. ქალაქი კამინალჯუიუ გვატემალაში, მიუხედავად 2,000 წლოვანი ისტორიისა, მიტოვებულ იქნა. ომისაგან დარბეული და განადგურებული ქალაქები ძირითადად დაბლობებში, დაუცველ ადგილებზე მდებარეობდა, ამიტომ ამ ეპოქაში უფრო აქტუალური ხდება მაღლობების ათვისება. მთისწვერები რადგანაც მიუვალი იყო, ბუნებრივად დაცულ ადგილს წარმოადგენდა. ამას თან ერთვოდა ხელოვნურად ნაშენები თავდაცვითი ნაგებობები მიწათხრილითა და კედლით. ამ დროისთვის მთიანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო ქუმარკაჯი. მმართველობითი სისტემა, მთლიანად მაიას ცივილიზაციაში, იუკატანიდან გვატემალამდე ხშირად იცვლებოდა და ყალიბდებოდა საბჭოების მიერ. არსებობდა საბჭოდან არჩეული ერთი უზენაესი მმართველი, რომელსაც საბჭოს სხვა წევრები მრჩევლების სახით ემსახურებოდნენ.

მაიას ტომებმა კიდევ ერთხელ მიატოვეს თავიანთი საცხოვრებლები ახლა უკვე 1448 წელს. ეს გადასახლებებიც გამოიწვია იმავე მიზეზებმა რაც კლასიკურ პერიოდში მოხდა:  გაუთავებელმა ბრძოლებმა, დაავადებებმა და ბუნებრივმა კატასტროფებმა, რაც დასრულდა ესპანელების მიერ ამ კონტინენტის აღმოჩენამდე ცოტა ხნით ადრე, 1511 წელს. ამ რეგიონში დომინანტი ქალაქის არ არსებობის მიუხედავად, ესპანელებზე აქაურმა სიმდიდრემ მაინც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათ შეიტყვეს მდიდარ მიწებზე და აყვავებულ სავაჭრო საქმიანობაზე. გვიან პოსტკლასიკურ პერიოდში იუკატანისის ნახევარკუნძულზე არსებობდა რამდენიმე დამოუკიდებელი პროვინცია, რომლებიც ჰქონდათ საერთო კულტურა, მაგრამ მრავალფეროვანი შიდა სოციალ-პოლიტიკური სიტუაცია. ესპანელთა დაპყრობების დროს გვატემალას მაღალმთიან ტერიტორიებზე ბატონობდა რამდენიმე ქალაქ-სახელმწიფო, ერთ-ერთია  კიჩე რომელიც ჩამოყალიბდა პატარა იმპერიად და წარმოადგენდა ბუნებრივად საუკეთესოდ დაცულ ადგილმდებარეობას - მას დასავლეთიდან იცავდა მაღალმთიანი ქედი, ხოლო აღმოსავლეთიდან  წყნარი ოკეანის სანაპირო. აღსანიშნავია, რომ ესპანელთა დაპყრობამდე მეზობელი კაქჩიკელის სამეფოც მუდმივად აზიანებდა კიჩეს სამეფოს.

ესპანელთა დაპყრობები (ჩვ.წ-ით 1511 - 1697)[6][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1511 წელს ესპანელების სწრაფი სანაოსნო გემი კარიბის ზღვაში ჩაიძირა. უამრავი გადარჩენილი იუკატანის ნახევარკუნძულზე აღმოჩნდა. ყველა მათგანი მაიას ერთ-ერთი ტომის ბელადმა დაატყვევა და მსხვერპლშეწირვისთვის დახოცა. მხოლოდ ორმა მათგანმა შეძლო გაქცევა. 1517-1519 წლებში სამი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ესპანური ექსპედიცია აღმოაჩენს იუკატანის ნახევარკუნძულს და აწარმოებს რამდენიმე ბრძოლას მაიას ტომებთან. 1521 წელს აცტეკების ტომის დამარცხების შემდეგ ესპანელებმა რამდენიმე ბრძოლა კვლავ აწარმოეს მაიას ტომელებთან. მათ 180 კავალერიით, 300 ქვეითით და 4 ზარბაზნით დაამარცხეს დედაქალაქი ქუმარკაჯი (სამეფო კიჩე), აღსანიშნავია რომ მათ მხარეს მოკავშირე ძალები ცენტრალური მექსიკიდან. ცოტა ხანში ადგილობრივმა ალიანსებმა მოკავშირეების სახთ მიიწვიეს ესპანელები, მაგრამ კარგი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა ესპანელების გადაჭარბებული მოთხოვნების გამო. ამას მოყვა 1525 წელს ქალაქ ზაკულეუს დაცემა. 1527-1546 წლებში, ესპანელმა გენერლებმა ფართომასშტაბიანი ბრძოლების შემდეგ ნაწილობრივ დაიმორჩილეს იუკატანის ჩრდილოეთი ნაწილი. 1627 წელს დედაქალაქ ითზას (სამეფო ნოჯპეტენი) დაცემის შემდეგ ესპანელებმა უკანასკნელი დამოუკიდებელი ქალაქი ჩაიგდეს ხელში.

მაიას კულტურა ესპანური დაპყრობების შემდეგ[6][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესპანურმა დაპყრობებმა შეაჩერა მაიას ცივილიზაციის კულტურული წინსვლა და დაუკარგა ძირითადი დამახასიათებელი ნიშანთვისებები. დაპყრობების მიუხედავად მაიას ტომების ბევრი სოფელი ესპანური კოლონიური ძალაუფლებისგან დამოუკიდებლად არსებობდა და ერთმანეთში დამოუკიდებელი საქმიანი ურთიერთობები გააჩნდათ. მაიას საზოგადოება და ოჯახები ინარჩუნებდნენ ტრადიციულ ყოველდღიურ ცხოვრებას. საკვების რაციონ კვლავ შეადგენდა სიმინდი და ლობიო, თუმცა გაჩნდა ახალი, რკინისგან დამზადებული  სამიწათმოქმედო იარაღები. ადგილობრივი ნაკეთობები, როგორიცაა ქსოვა, კერამიკა, მოწნული ნაწარმი აგრძელებდა არსებობას. ადგილობრივ ბაზრებზე სავაჭრო საქონელს უმეტესად შეადგენდა ადგილობრივი პროდუქტი. მიუხედავად კათოლიკე მისიონერების მიერ ქრისტიანული რელიგიის ქადაგებისა, მაიას ტომის ხალხების რწმენა-წარმოდგენები და ენა ცვლილებებთან გამძლე აღმოჩნდა. თზოლკინის 260 დღიანი კალენდარი თანამედროვე მაიას ხალხებში კვლავ აგრძელებდა არსებობას, განსაკუთრებით გვატემალასა და მექსიკის ერთ-ერთ ადმინისტრაციული მხარის ჩიაპას მთიანეთში. მილიონობით მაიას ენაზე მოლაპარაკე ხალხები აგრძელებდნენ არსებობას იმ ტერიტორიაზე სადაც მათმა წინაპრებმა ერთდროს უდიდესი კულტურა შექმნეს.

მაის ცივილიზაციის გამოკვლევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კათოლიკური ეკლესიის მისიონერებმა და კოლონიებში მომუშავე ოფიციალურმა პირებმა უამრავი დეტალური ნაშრომები შექმნეს იუკატანის ნახევარკუნძულსა და ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრებ მაიას ტომებზე. 1839 წელს ამერიკელი მოგზაური და მწერალი ჯონ ლოიდი აგრეთვე ინგლისელი არქიტექტორი ფედერიკ კათერვუდი მაიას ცივილიზაციის უამრავ ღირსშესანიშნაობას ეწვივნენ. მათმა ნაშრომებმა, განსაკუთრებით ადგილობრივი ნასახლარების ილუსტრაციებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და ეს ცივილიზაცია მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოაქცია. მე-19 საუკუნის ბოლოს შეიქმნა უამრავი ეთნოისტორიული ნაშრომები მაიას ცივილიზაციაზე და გადაიდგა პირველი ნაბიჯები მაიას იერიგლიფების გასაშიფრად.

მე-19 საუკუნის ბოლოს, მაიას რეგიონში, არქეოლოგების  Alfred Maudslay-სა და Teoberto Maler-ის მოღვაწეობით დაიწყო არქეოლოგიური გათხრები. მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰარვარდის უნივერსიტეტის მუზეუმმა (Peabody) დააფინანსა გათხრები კოპანსა და იუკატანის ნახევარკუნძულზე. ამავე პერიოდში გაიშიფრა მაიას კალენდარის თარიღები, გაირკვა ღვთაებები და რელიგიური ცნებები. 1930 წლიდან მოყოლებული, მაიას რეგიონში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრების საფუძველზე, აღმოჩენები მკვეთრად გაიზარდა.

პოლიტიკა[7][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აცტეკებისა და ინკებისაგან განსხვავებით, მაიას ტომები არასდროს გაერთიანებულან, როგორც ერთიანი მაიას კულტურა ერთი იმპერიის ან სახელმწიფოს ფარგლებში.თავისი ისტორიის მანძილზე, მაიას ტომს ჰქონდა ძალიან არეული პოლიტიკური სისტემა რაც თავის თავში შეიცავდა როგორც სახელმწიფო მმართველობას ასევე ბელადის მმართველობას.ასეთმა პოლიტიკურმა წყობამ ძალიან შეცვალა მათი დამოკიდებულება ერთმანეთთან და მათ ერთმანეთთან მეტოქეობა დაიწყეს, სხვადასხვა პერიოდებში ხან ერთი იყო დომინანტი ხან მეორე, ასევე ჰქონდათ მორჩილების, ვასალობის და მოკავშირეობის პერიოდებიც. დროის სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა მათგანი იყო რეგიონში დომინანტი, ისინი იყოფდნენ ისეთ ტერიტორიებს როგორიცაა მაგალითად ქალაკმული, ქარაკოლი, მაიაპანი და ტიკალი. პირველი პილიტიკური გაერთიანება მაიას ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ძვ.წ. 9 საუკუნეში.ადრეკლასობრივ ხანაში მაიას პოლიტიკური წყობა გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა წყობად სადაც ღმერთი იყო გაიგივებული ბელადთან და მისი კანონები იყო სახელმწიფოს კანონები, ამ პერიოდში დიდი მნიშვნელობა ექცეოდა მათ რელიგიას და რიტუალებს. რელიგიური მეფე(შამანი) იყო ცენტრალური ხელისუფლების მეთაური რომელიც კონტროლს უწევდა ყველაფერს რაც სახელმწიფოში იყო, მაგალითად: ადმინისტრირებას, ეკონომიკას, სასამართლოს, სამხედრო ძალებს და ა.შ. სასულიერო ავტორიტეტით სარგებლობდა პირი რომელიც გაიგივებული იყო მეფესთან და შეეძლო ელიტისა და ჩვეულებრივი ხალხის მობილიზაცია მოეხდინა რაიმე დიდი იმფრასტრუქტურული პროექტების დროს და ამისათვის არ სჭირდებოდა რეგულარული არმია ან პოლიცია.ზოგიერთი პოლიტიკური ერთეული დაკავებული იყო იმით, რომ გაეზარდათ ადმინისტრაცია და შეევსოთ ადმინისტრაციული თანამდებობები მათი მომხრეებით და არა სისხლით ნათესავებით.სახელმწიფოს შიგნით საშუალო ფენის მოსახლეობა დიდ როლს თამაშობდა რესურსების მოპოვებაში და შიდა კომფლიქტების დროს.

მაიას ტომის პოლიტიკური ლანდშაფტი საკმაოდ კომპლექსური იყო და მისი ელიტა დაკავებული იყო პოლიტიკური ინტრიგებით რათა მოეპოვებინათ ეკონომიკური ზრდა და უპირატესობა მოზობლებთან შედარებით. ამის გარდა იყო პერიოდებიც როცა რომელიმე დიდი ქალაქი სხვა ქალაქებზე ახდენდა გავლენას და იმორჩილებდა მათ, მაგალითისათვის ქალაქი ქარაკოლი ნახევარი საუკუნის მანძილზე დიმინირებდა ქალაქ ნარანჯოზე.სხვა შემთხვევებში კი დომინანტი ქალაქის გარშემო იქმნებოდა ფართე მოკავშირეობრივი ქსელები.ხშირად მოსაზღვრე კოლონიები, რომლებიც მდებარეობდნენ ორ მეზობელმთავარ ქალაქს შორის,დროთა განმავლობაში დამოუკიდებლობასაც მოიპოვებდნენ.დომინანტური ქალაქები მოითხოვდნენ ხარკს, ფუფუნების საგნების სახით მათ მიერ დამორჩილებული მოსახლეობების მხრიდან.პოლიტიკური ძალაუფლება გამტკიცებული იყო სამხედრო ძალაუფლებით, სადაც მტრის მეომრების შეპყრობა და მათი დამცირება ერთ-ერთი ძირითად როლს თამაშობდა ელიტის კულტურაში.ღირსებისა და სიამაყის გადამეტებული გრძნობაარისტოკრატებს შორისხშირად იწვევდა მტრობას და მოსისხლეობას, რაც სახელმწიფოში არასტაბილურობას და ხშირ შემთხვევაში მის დანაწევრებას იწვევდა.

საზოგადოება[8][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეკლასობრივი დროიდან მაიას ტომში მკვეთრად იყო განცალკევებული ერთმანეთისგან არისტოკრატია და უბრალო მოსახლეობა. იმის გამო რომ დროთა განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა იმატებდა, სხვადასხვა სპეციალობები უფრო და უფრო ვითარდებოდა, ასევე პოლიტიკური ორგანიზაციაც უფრო და უფრო კომპლექსური ხდებოდა.შემდეგ, როცა უკვე მოსახლეობის რაოდენობა უზარმაზარად გაიზარდა ასობით ქალაქი ჩაერთო პოლიტიკურ იერარქიაში, რის შედეგადაც საზოგადოების მდიდარი ნაწილი გაორმაგდა.ამის შედეგად საშუალო ფენაც, რომელიც მოიცავდა ხელოსნებს, დაბალი რანგის ღვთისმსახურებს, ოფიციალურ პირებს, ვაჭრებს და მეომრებს, განვითარდა. დაბალი ფენა მოიცავდა:ფერმერებს, მსახურებს, არაკვალიფიციურ მუშებს და მონებს. ისტორიას თუ დავეყრდნობით, მაიას ტერიტორიების დიდი ნაწილი არისტოკრატების სახლებს ან მათ კლანებს ჰქონდათ დაკავებული.ასეთი კლანები ამტკიცებდნენრომ ეს მიწები მათი წინაპრების საკუთრება იყო. ამ მიწასა და მათ წინაპრებს შორის კავშირის დასამტკიცებლად ისინი იქვე მარხავდნენ გარდაცვლილებს.

მეფე და სასამართლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლასიკური მაიას წესები გაერთიანებული იყო კულტურაში, რომელიც მოიცავდა ხელოვნების ყველა სფეროს. მეფე იყო უმაღლესი მმართველი, რომელსაც ღვთისმსახურის სტატუსიც გააჩნდა, რომელიც მას შუამავალს ხდიდა მოკვდავებსა და ღმერთებს შორის.ადრიდანვე მეფე სპეციალურად გაიგივებული იყო პატარა სიმინდის ღმერთთან, რომლის საჩუქარი სიმინდის სახით, ცენტრალური ამერიკის ცივილიზაციის საფუძველი გახდა.მაიას ტომში სამეფო მემკვიდრეობა მამაკაცის ხაზით გადაეცემოდა, დედოფალთან კი ძალაუფლება გადადიოდა მხოლოდ მაშინ თუ იყო დინასტიის გაქრობის საშიშროება. ჩვეულებრივ ძალაუფლება გადადიოდა უფროს შვილზე.მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილ პრინცს ეძახდნენ ch'ok (ახალგაზდა), მიუხედავად ამისა, შემდგომში ეს სიტყვა გამოიყენებოდა ზოგადად თავადაზნაურობის მისამართად. მემკვიდრე პრინცს კი b'aah ch'ok ანუ მემკვიდრეს ეძახდნენ.მრავალი პუნქტი ახალგაზრდა პრინცის ბავშვობაში რიტუალებს მოიცავდა, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ვენების გადახსნის ცერემონიაა, რომელიც ხუთი ან ექვსი წლის ასაკში ხდებოდა.ამასთან სამეფო გვარის გამგრძელებლად ყოფნა იყო უმაღლესი მნიშვნელობის. მემკვიდრე უნდა ყოფილიყო წარმატებული სამხედრო ლიდერი, რის დემონსტრაციასაც ტყვეების აყვანით ახერხებდა.მეფედ კურთხევი უმნიშვნელოვანესი და საუკეთესოდ მოწყობილი ცერემონია იყო, რომელიც რამდენიმე ნაწილად იყოფოდა, პირველი იაგუარის ტყავისგან დამზადებულ ბალიშზე მეფედ კურთხევა, შემდეგ ადამიანის მსხვერპლშეწირვა, სამეფო ძალაუფლების დამადასტურებელი სიმბოლოების მიღება, რომელიც მოიცავდა გვირგვინს ყველამხრიდან ნეფრიტით მორთულს, რომელიც ეგრეთ წოდებულ „ხუმარა ღმერთს“ გამოსახავდა, საგანგებოდ მორთული თმები „quetzal“-ას (გრძელკუდა ფრინველი) ბუმბულებით და კვერთხი, რომელიც გამოხატავდა ღმერთ K'awiil-ს.

მაიას პოლიტიკური ადმინისტრირება, რომელიც დაფუძნებული იყო სამეფო კარზე არ იყო ბიუროკრატიული სისტემა. მთავრობა იყო იერარქიული ტიპის და მაღალი  დონის არისტოკრატია აფინანსებდა სხვადასხვა თანამდებობებს. ამ თანამდებობებზე დანიშნული პირები მთელი თავისი ცხოვრების და კარიერის მანძილზე ცდილობდნენ, რომ ყოფილიყვნენ დაწინაურებულნი უფრო მაღალ თანამდებობებზმდე. ოფიციალური პირები ნახსენები არია, როგორც „საკუთრებაში არსებულნი“, ისინი ეკუთვნოდნენ იმას ვინც მათ აფინანსებდა და ეს კავშირი გრძელდებოდა დამფინანსებლის გარდაცვალების შემდეგაც კი. მაიას სამეფო კარი იყო ძლიერი და დინამიური პოლიტიკური სისტემა. მას არ გააჩნდა უნივერსალური სტრუქტურა, ამის ნაცვლად ყველა პოლიტიკური გაერთიანება ჩამოყალიბდა სამეფო კარზე რომელთაც თავიანთი ინდივიდუალური კონტექსტი გააჩნდათ. მთელი რიგი სამეფო და სათავადო ჩანაწერებისა უკვე გაშიფრულია ეპიგრაფისტების მიერ რომლებმაც უკვე თარგმნეს მაიას კლასიკური ჩანაწერები. მაგალითისთვის, ჩვეულებრივ სიტყვა Ajaw ითარგმნება როგორც „მბრძანებელი“ ან „მეფე“. ადრეული კლასიკური განმარტებით Ajaw ნიშნავდა ქალაქის მმართველს, მოგვიანებით კი როდესაც შეიქმნა რთული სოციალური სიტუაცია Ajaw ნიშნავდა მმართველი კლასის წევრს, რომელიც მთავარ ქალაქში შეიძლება ერთზე მეტიც ყოფილიყო, თითოეული მათგანი ქალაქის სხვადასხვა უბნებს მართავდა. უმაღლესმა მმართველებმა თავიანთი თავი გამოარჩიეს ჩვეულებრივი თავადაზნაურობისგან სიტყვა Ajaw-ზე პრეფიქსად სიტყვა k'uhul-ის დამატებით. k'uhul Ajaw ნიშნავდა „ღვთიურ მმართველს“, თავდაპირველად ამით შემოიფარგლებოდა მეფეთა ყველაზე პრესტიჟული და უძველესი სამეფო ხაზები. Kalomte იყო სამეფო წოდება, რომლის ზუსტი განმარტება ჯერ არავინ იცის, მაგრამ იგი გამოიყენებოდა კლასიკური პერიოდის დროს მხოლოდ ყველაზე ძლიერი და წარმატებული მეფეებისათვის, რომლებიც უძლიერეს დინასტიებს ეკუთნოდნენ. გვიანდელი კლასიკური პერიოდისთვის ღვთიური მმართველების ძალაუფლება შესუსტებული იყო და პოლიტიკური სისტემა მრავალფეროვანი გახდა, რადგან იგი უკვე შეიცავდა არისტოკრატიის ფართო წრეს, რომელიც მანამდე არაპროპორციულად იყო განაწილებული.

Sajal იყო რანგით ქვემოთმდგომი ვიდრე Ajaw, რომელიც იგულისხმებოდა როგორც მისი დამხმარე და მას პასუხისმგებლობა ჰქონდა Ajaw-ის წინაშე, ისევე როგორც Ajaw-ს ჰქონდა პასუხისმგებლობა Kalomte-ს წინაშე. Sajal ხშირად იყო სარდალი ან რეგიონალური მმართველი ანუ გუბერნატორი, წარწერები ამ წოდებას ხშირად უკავშირებენ ომს. ისინი ასევე ხშირად მოიხსენიებიან, როგორც სამხედრო ტყვეების მფლობელებად. თანამდებობები, როგორებიცაა ah tz'ihb და ah ch'ul hun დაკავშირებულნი არიან მწიგნობრობასთან. ah tz'ihb ნიშნავს სამეფო მწერალს, რომელიც ჩვეულებრივ სამეფო ოჯახის წევრია, ხოლო ah ch'ul hun არის წმინდა წიგნების მცველი, ეს თანამდებობა ასოცირებულია Ajaw-სთან, ეს იმას ნიშნავს, რომ Ajaw ყოველთვის ითავსებდა ამ ორ წოდებას ერთდროულად. კიდევ არსებობს სხვა სამეფო წოდებებიც მაგალითად yajaw k'ahk ("ცეცხლის მბრძანებელი"), ti'huun და ti'sakhuun, რომელთა ზუსტი დანიშნულებები ჯერ არავინ იცის, შესაძლია რომ ეს ბოლო ორი არის ერთი და იმავე სახელწოდების ვარიაციები. მარკ ზენდერის ვარაუდით ამ თანამდებობის პატრონი შეიძლებოდა ყოფილიყო „სპიკერი“. სამეფო ტიტულები უმეტეს შემთხვევაშიმამრობით სქესის წარმომადგენლებს გადაეცემოდათ, მაგრამ იშვიათად ქალიც ინიშნებოდა, ეს იყო ერთგვარი ჰონორარი სამეფო ოჯახის ქალი წარმომადგენლებისათვის. ტიტული „ელიტა“ ხშირად ასოცირებული იყო სხვადასხვა იეროგლიფურ წარწერებთან სხვადასხვა ნაგებობებზე რაც მათ კუთვნილებას ასახავდა ან ასპექტს რომელიც მათი საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი იყო. Lakam შესაძლოა იყო თანამდებობა სამეფო კარზე, რომელიც ეკავა პირს არაელიტური წრიდან. ეს იყო თანამდებობა, რომელიც დაკავშირებულია ფართე ადგილებთან, მათ შეეძლოთ სხვადასხვა უბნებიდან ხარკის აკრეფვა.

მაიას ტომში სამეფო ოჯახის გარდა შესაძლოა არსებობდა სხვა ფრაქციებიც. K'uhul ahaw და მისი ოჯახი იყო ცენტრალური ხელისუფლების ბაზისი, მაგრამ სხვა მნიშვნელოვანი დაჯგუფებები იყვნენ სასულიერო, მეომარი არისტოკრატია და სხვა არისტოკრატიული წრეები. იქ სადაც არსებობდა მმართველი საბჭოები მაგალითად ჩიჩენ ითზასა დაკოპანში, აქ შეიძლებოდა შექმნილიყო დამატებითი ფრაქცია. სხვადასხვა ფრაქციებს შორის მეტოქეობამ გამოიწვია კომპრომისების და უთანხმოებების გაძლიერება, ამიტომ აუცილებელი ხდებოდა საჯარო ღონისძიებების ჩატარება, მაგალითად: სარიტუალო ცეკვები, სამხედრო ტყვეების ჩვენება, მსხვერპლშეწირვა და სხვა რელიგიური რიტუალები.

უბრალო მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უბრალო მოსახლეობა მთელო მოსახლეობის 90%-ს შეადგენდა მაგრამ მათ შესახებ შედარებით ნაკლებია ცნობილი. მათი საცხოვრებელი სახლები ძირითადად მალფუჭებადი მასალისგან შენდებოდა, ამიტომ მათ პატარა არქეოლოგიური კვალი დატოვეს. ზოგიერთი მათი საცხოვრებელი დაბალ საძირკველზე შენდებოდა და მათი აღმოჩენა შესაძლებელი გახდა, მაგრამ კიდევ უამრავი ამათ გარდა ვერ აღმოაჩინეს. ასეთი დაბალი საცხოვრებლების აღმოჩენა შესაძლებელია ზონდირების საშუალებით ცარიელ რელიეფზე. უბრალო მოსახლეობის სპექტრი ფართე იყო, მასში შედიოდა ყველა ვინც არ იყო კეთილშობილური წარმოშობის, დაწყებული ღარიბი ფერმერიდან დამთავრებული მდიდარ ხელოსნამდე, ასევე მათში შედიოდნენ უბრალო ბიუროკრატიული თანამდებობის პირებიც. უბრალო მოსახლეობა აუცილებლად ჩართულნი იყვნენ საწარმოო საქმიანობაში. მათ მოჰყავდათ, როგორც ელიტისთვის განკუთვნილი პროდუქტები, როგორიცაა ბამბა და კაკაო, ისევე საკუთარი მოხმარების პროდუქტები, მათ საქმიანობაში ასევე შედიოდა კერამიკის დამუშავება და უბრალო სამუშაო იარაღების დამზადება. გლეხობა მონაწილეობას იღებდა საბრძოლო საქმეშიც, მათ საქმით შეეძლოთ დაემტკიცებინათ თავიანთი თავი, როგორც გამოჩენილი მეომარი.უბრალო მოსახლეობა ელიტას უხდიდა ხარკს სხვადასხვა საქონლის სახით, მაგალითად სიმინდის ფქვილი და ნანადირევი. სავარაუდოდ თუკი უბრალო გლეხი იქნებოდა შრომისმოყვარე და თავისი საქმის სპეციალისტი, ამასთან გამოიჩენდა ინიციატივას შეეძლო გამხდარიყო გავლენიანი წევრი მაიას საზოგადოებაში.

ომის წარმოება[9][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ტომში სამხედრო საქმიანობა დიდად გავრცელებული იყო. სამხედრო კამპანიის დაწყებას შეიძლება სხვადასხვა მიზეზები ჰქონოდა, მაგალითად კონტროლი სავაჭრო გზებზე, ხარკის დადება, რეიდები ტყვეების ასაყვანად, მოწინააღმდეგე სახელმწიფოს სრული განადგურება და ა.შ. ცოტა რამ არის ცნობილი მაიას სამხედრო ორგანიზაციაზე, ლოჯისტიკაზე და წვრთნაზე. მაიას კლასიკური პერიოდის ხელოვნებაში გამოსახულია სამხედრო საქმეც, ხოლო ომები და გამარჯვებები ნახსენებია იეროგლიფურ წარწერებში. სამწუხაროდ ეს წარწერები არ შეიცავენ ინფორმაციას ომის მიზეზებზე ან იმაზე თუ როგორ გამოიყურებოდა იგი. მე-8 მე-9 საუკუნეებში ინტენსიურმა საბრძოლო მოქმედებებმა დასავლეთ პეტენის პეტექსბატუნის რეგიონში გამოიწვია სახელმწიფოების განადგურება. მკვიდრი მოსახლეობის მიერ აგუატეკას სწრაფა მიტოვებამ უზრუნველყო იშვიათი შესაძლებლობა რათა ადგილზე გამოეკვლიათ მაიას ტომის შეიარაღების ნარჩენები. აგუატეკაში შეიჭრა უცნობი მტერი, რომელმაც გადალახა მისი შესანიშნავი თავდაცვითი ნაგებობები და გადაწვა სამეფო სასახლე. ქალაქის ელიტარული მცხოვრებნი ან გაიქცნენ ან ტყვედ ჩავარდნენ, მათ არც კი უცდიათ თავიანთი ქონების დაბრუნება. ქალაქის მაცხოვრებლებმა ეს ქალაქი მალევე დატოვეს. ეს არის მაგალითი სამხედრო მოქმედებისა, როცა მტერს სურდა სრულიად გაენადგურებინა მაიას სახელმწიფო და არა მისი დამორჩილება. ამ ქალაქის გამოკვლევის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ კლასიკური პერიოდის მეომრები, პირველ რიგში, ელიტის წარმომადგენლები იყვნენ.

კლასიკური პერიოდიდანვე მაიას მეფე უნდა ყოფილიყო გამორჩეული სამხედრო ლიდერი, რომელიც გამოსახული იყო ნადავლით მის ქამარზე. კლასიკურ პერიოდში მეფე ასე უკვე აღარ იყო გამოსახული, არამედ იგი იდგა დამცირებულ სამხედრო ტყვეებზე. უკვე პოსტკლასიკური პერიოდისთვის მაიას მეფეები იყვნენ ომში არმიის წინამძღოლები. მაიას წარწერებიდან ვიგებთ, რომ დამარცხებული მეფე შეიძლებოდა ტყვედ აეყვანათ, ეწამებინათ და მსხვერპლად შეეწირათ. ესპანური გადმოცემებით, მაიას ლიდერები ყურადღებას აქცევდნენ ჯარების გადაადგილებას ჩანაწერების საშუალებით, ანუ მათ ჰყავდათ შიკრიკები რომელთა საშუალებებითაც გადაეცემოდათ ბრძანებები.

წარმატებული სამხედრო კამპანიის შედეგი შეიძლებოდა გამხდარიყო გავლენის გავრცელება დამარცხებულ სახელმწიფოზე. ზოგიერთ შემთხვევაში მთელ ქალაქში აგდებდნენ სამსახურებიდან ხალხს და არასდროს აბრუნებდნენ უკან, ასეთ რამ მოხდა აგუატეკაშიც. სხვა შემთხვევაში კი გამარჯვებული უბრალოდ შეიპყრობდა დამარცხებული მხარის მმართველებს, მათ ოჯახებს და მფარველ ღმერთებს. ასევე დამარცხებულ ელიტას შეიპყრობდნენ და მათ ან დააპატიმრებდნენ ან მსხვერპლად შეწირავდნენ. ყველაზე კარგი რაც შეიძლებოდა მომხდარიყო გამარჯვებული აკისრებდა ხარკს დამარხებულს.

მეომრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვენ უკვე ვიცით, რომ გარკვეული სამხედრო პოზიციები არისტოკრატიას ეკავა და ეს თანამდებობები მემკვიდრეობით მამაკაცის ხაზით გადაეცემოდა. ამასთან ამა თუ იმ თანამდებობასთან დაკავშირებულ სპეციალიზაციას ასწავლიდნენ თავიანთ მემკვიდრეებს, მაგალითად სტრატეგიას, რიტუალებს და სამხედრო ცეკვებს. მაიას ჯარები საკონტრაქტო პერიოდში ძალიან დისციპლინირებულნი იყვნენ, მათი მეომრები რეგულარულად იღებდნენ მონაწილეობებს წვრთნებში. ყველა შრომისუნარიანი, ზრდასრული მამაკაცი იყო გამოსადეგი სამხედრო სამსახურისთვის. მაიას არ ჰყავდა რეგულარული არმია, ისინი საჭიროებს დროს კრიბავდნენ ჯარს და ნიშნავდნენ სამხედრო მეთაურებს. მიუხედავად ამისა მათ ჰყავდათ მუდმივმოქმედი სამხედრო ერთეულები რომლებსაც მუდმივი მეთაური ჰყავდათ. მეომრების უმრავლესობაარ შედიოდა მუდმივ არმიაში, მათი უმეტესობა უბრალო ფერმერები იყვნენ, რომლებიც პრიორიტეტად პირველ რიგში მარცვლეულის მოყვანას აყენებდნენ ხოლო შემდეგ სამხედრო საქმეს. მაია ომის დროს იმდენად დიდ ყურადღებას არ აქცევდა მოწინააღმდეგე ქვეყნის განადგურებას, არამედ იგი ფიქრობდა ტყვეების წამოყვანაზე და ძარცვაზე.

არსებობს მტკიცებულება, რომ კლასიკურ პერიოდში ქალებსაც ჰქონდათ როლი სამხედრო საქმეში, მაგრამ როგორც გამყოლებს და დამხმარეებს, მაგრამ არა როგორც სამხედრო ოფიცრებს, გარდა იმ შემთხვევებისა როცა მმართველი იყო დედოფალი. მიუხედავად ამისა შემდგომი ინფორმაციით უკვე პოსტკლასიკურ ეპოქაში ქალებიც იბრძოდნენ ბრძოლის ველზე.

შეიარაღება[10][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Atlatl (შუბის მსტყორცნელი)დაინერგა ტეოტიჰუაკანის მიერ მაიას რეგიონში კლასიკურ პერიოდში. ეს იყო 0.5 მეტრის სიგრძის ჯოხი რომელსაც ბოლოზე ჰქონდა კბილანები რათა ესროლათ სასროლი შუბი. ჯოხი გამოიყენებოდა იმისათვის, რომ უფრო მეტი სიზუსტითა და ძალით ესროლათ შუბი, ვიდრე ეს შეიძლებოდა ექნათ უბრალოდ ხელის მოქნევის დროს. იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით რომელიც მეცნიერებმა იპოვეს აგუატეკაში, რაც არის სხვადასხვა იარაღი შეიძლება ითქვას რომ მაიას ტომის მეომრის პირველადი იარაღი შუბები და ისრები იყო. უბრალო მოსახლეობა ომში გამოიყენებდა საფანტს, რომელიც ასევე ნადირობაშიც გამოიყენებოდა. მშვილდი და ისარი არის კიდევ ერთი იარაღი, რომელიც ასევე გამოიყენებოდა როგორც ომის დროს ასევე ნადირებისას უძველესი მაიას ტომის დროს. მიუხედავად იმისა, რომ მშვილდი და ისარი არსებობდა მაიას რეგიონში კლასიკური პერიოდის დროს, მას არ ენჭებოდა უპირატესობა, როგორც საბრძოლო იარაღი. ის არ იყო ჩვეულებრივი იარაღი პოსტკლასიკურ ეპოქამდე.ინფორმაციის თანახმად მაიას ტომი ასევე გამოიყენებდა ორივე ხელის მოსაკიდებიან ხმლებს, რომლებიც მზადდებოდა ძლიერი ხისაგან, რომელსაც ჩამაგრებული ჰქონდა ობსიდიანისგან გამზადებული წვეტები. ეს იარაღი ძალიან წააგავდა აცტეკებისას. მაიას მეომრებს ტანზე ეცვათ ბამბისგან მოქსოვილი აბჯარი რომელსაც ჟღინთავდნენ მარილიანი წყლით, რათა ის უფრო მაგარი გამხდარიყო. საბოლოოდ ეს ჯავშანი შედარებით უკეთესი იყო იმაზე რაც ეცვათ ესპანელებს, როცა დაიპყრეს რეგიონი. მეომრები ატარებდნენ ხისგან ან ცხოველის ტყავისგან დამზადებულ ფარებს, რომლებსაც ბუმბულებით რთავდნენ.

ვაჭრობა[11][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაჭრობა იყო უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მაია საზოგადოებისთვის და მისი ცივილიზაციის აღზევებისთვის. ქალაქები, რომლებიც გაიზარდნენ მათთვის ხელმისაწვდომი გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო საქონელი და სავაჭრო მარშრუტები. ქალაქები, როგორებიცაა კამინალჯუიუ და ქუმარკაჯი გვატემალას მთებში, ამასთან ჩალჩუაპა ელ სალვადორში, მაიას ისტორიის სხვადასხვა მომენტებში აკონტროლებდნენ ობსიდიანის რესურსზე ხელმისაწვდომობას. ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქები ჩრდილოეთში კი აკონტროლებდნენ ხელმისაწვდომობას მარილზე. პოსტკლასიკურ პერიოდში კი მაიას ტომმა დაიწყო მონებით ვაჭრობა ცენტრალური ამერიკის სხვა სახელმწიფოებთან.

მაიას ტომი ჩართული იყო საქალაქთაშორისო ვაჭრობაში თავისი ქვეყნის ფარგლებში, მის გარეთ ცენტრალურ ამერიკაში და უფრო შორსაც. თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მაია ორიენტირებული იყო ვაჭრობაზე ცენტრალურ მექსიკაში და სანაპირო ზოლში. ადრეულ კლასიკურ პერიოდში, დიდი სავაჭრო ქსელის კერა იყო ქალაქი ჩიჩენ ითზა, რომელსაც იმპორტით შემოჰქონდა ოქროს დისკები კოლუმბიასა და პანამას ტერიტორიებიდან, ხოლო ფირუზი ახალი მექსიკისა და ლოს კერილოს ტერიტორიიდან. საქონელი რომელიც შორეული ვაჭრობიდან შემოდიოდა, იქნებოდა ეს ფუფუნების ნივთები თუ ყოველდღიური გამოყენების, მას სამეფო ოჯახი აკონტროლებდა. ვაჭრობიდან შემოსული საქონელი გამოიყენებოდა როგორც ფუფუნების ნივთები, რომელსაც სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები იყენებდნენ, ამასთან იგი გამოიყენებოდა, როგორც საჩუქრები თავიან ვასალებსა და მოკავშირეებს მათი ერთგულების გასამყარებლად.

სავაჭრო გზები იყო არა მხოლოდ ფიზიკური საქონლის მიღების გზა, არამედ ამ გზებით გადაადგილდებოდა მოსახლეობა და ვრცელდებოდა იდეოლოგიები და ინფორმაცია მთელ მეზოამერიკაში. დროთა განმავლობაში იცვლებოდა სავაჭრო გზები, რაც დამოკიდებული იყო მნიშვნელოვანი ქალაქების აღზევებაზე და დაცემაზე, ასევე ეპოქების ცვლაზე და ა.შ. მიუხედავად ესპანელების კონტროლისა ისინი არ წყვეტდნენ ვაჭრობას დაუყოვნებლივ, მაგალითად ამ პერიოდში მანჩე ჩოლი ახდენდა ვაჭრობას კაკაოთი და ვანილით კოლონიალურ ვერაპაზაში.

ვაჭრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცოტა რამ არის ცნობილი მაის ტომის ვაჭრების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამოსახულნი არიან კერამიკაზე დახვეწილი ელიტის ტანსაცმლით. სწორედ აქედან ვიგებთ იმას, რომ ზოგიერთი ვაჭარი ელიტის წარმომადგენელი იყო. ცნობილია რომ მაია ელიტა იღებდა მონაწილეობას დიდ დისტანციაზე ვაჭრობის ექსპედიციებში. ვაჭრების უმრავლესობა ვინც ჩართული იყო ფართე და რეგიონალურ ვაჭრობაში და არა გრძელ დიტანციებზე სიარულში იყვნენ საშუალო ფენის წარმომადგენლები. ვაჭრების მოგზაურობა უცხო, საშიშ ტერიტორიებზე შედარებული იყო ჯოჯოხეთში მოგზაურობასთან. ამის გამო ვაჭრები ყოველთვის თან ატარებდნენ მფარველ ღვთაებებს. როცა ვაჭრები მოგზაურობდნენ ისინი იღებავდნენ თავს შავად, როგორც მათი მფარველი ღვთაებები და მიდიოდნენ მძიმედ შეიარაღებულნი.

მაიას ტომს არ ჰყავდა მოთვინიერებული ცხოველები, მაგალითად ცხენები, ამიტომ მთელი ტვირთის ტარება ტვირთის მზიდავებს უხდებოდათ მთელი გზის მანძილზე.იმ შემთხვევაში თუ გზად შეხვდებოდათ მდინარე ან სანაპირო საქონელი ნავებით გადაჰქონდათ. გადასაზიდი ნავები მზადდებოდა მსხვილი ხისაგან რომელსაც ამოუთლიდნენ გულს, იგი იყო 2.5 მეტრი სიგრძის და იტევდა 25 მენიჩბეს. სავაჭრო საქონელი რომელიც დაჰქონდათ იყო კაკაო, ობსიდიანი, კერამიკა, ქსოვილები, სპილენძის ზარები და ნაჯახები, ასევე საგზალი ეკიპაჟისთვის უბრალოდ სასმელი და საკვები.

ბაზრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაზრების აღმოჩენა არქეოლოგიურად საკმაოდ რთული საქმეა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიგებთ ესპანური ჩანაწერებიდან, რომ აქ იყო აყვავებული საბაზრო ეკონომიკა, როცა ისინი ამ რეგიონში ჩავიდნენ. ზოგიერთ კლასიკური პერიოდის ქალაქში, არქეოლოგებმა სავარაუდოდ აღმოაჩინეს არკადული სტილის ქვის ნაგებობები და მიმოფანტული ქვები, რაც ძალიან წააგავს ბაზრის მუდმივ საფუძველს. 2007 წელს ჩატარდა კვლევა თანამედროვე გვატემალას ბაზარზე და შეადარეს კვლევებს უძველესი მაიას ბაზრიდან, რომელიც ჩუნჩუკმილში მდებარეობდა. უჩვეულოდ მაღალი თუთიისა და ფოსფორის რაოდენობა ორივეგან და თითქმის ერთნაირი საკვებითა და ბოსტნეულით ვაჭრობა. გამოთვლილი სიმჭიდროვით თუ ვიმსჯელებთ ჩუნჩუკმილის ბაზარზე, კლასიკურ ეპოქაში უკვე იყო აყვავებული საბაზრო ეკონომიკა. არქეოლოგებმა მაია ბევრ ქალაქში განსაზღვრეს ბაზრების ადგილსამყოფელი ნიადაგისა და არქეოლოგიური კვლევების კომბინაციით. როდესაც აქ ესპანელები ჩამოვიდნენ, უკვე პოსტკლასიკური ხანისთვის, მაიას მთიან ქალაქებში უკვე იყო ბაზრები მუდმივი ადგილსამყოფელით, რომელსაც ენიშნებოდა მმართველი, რომელიც გადაწყვეტდა დავებს, აღასრულებდა მართლმსაჯულებას და კრებდა გადასახადებს.

ხელოვნება[12][13][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ხელოვნება ძირითადად გავრცელებული იყო სამეფო კარზე  და ელიტაში. მათ ხელოვნებაში  ჰქონდათ როგორც მალე ფუჭებადი, ისე გამძლე მასალები, რასაც წინაპრებს უკავშირებდნენ. თუმცა გადარჩენილი ხელოვნების ნიმუშები ხასიათდება მცირე პროპორციებით, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე სხვა ნებისმიერ იმდროინდელ ამერიკულ მხატვრობას. მათ ხელოვნებაში ჰქონდათ ბევრი რეგიონული სტილი და ისინი  ერთადერთი იყო ანტიკურ ამერიკაში, რომელმაც შექმნა თხრობითი ტექსტები. მაიას ხელოვნების  საუკეთესო გადარჩენილი ნამუშევარი თარიღდება გვიანდელი კლასიკური პერიოდით. მათთვის მზის ღმერთი „კინიჩ აჯაუ“ ასოცირდებოდა ბაზალტის ქვასთან, რომელსაც მომწვანო ფერი აქვს. ისინი ქმნიდნენ მოზაიკას, რომლის წონაც 4.42 კილოგრამი იყო.

მას შემდეგ რაც მაიას ტომებში ქვის ქანდაკებები გაჩნდა, ტრადიციული ბიოდეგრადირებული ხის ქანდაკებები მთლიანად გაქრა. რამდენიმე ხის არტეფაქტზე, რომელიც გადაურჩა განადგურებას, დატანილია იეროგლიფური წარწერა. „პალენკესა და პიედრას ნეგრასში“. გავრცელებულია კირქვის რელიეფური ქანდაკებები. იაქსჩილანში, დოსპილაში, კოპანსა და სხვა ადგილებში კიბეებიც მოპირკეთებული იყო ქანდაკებებით. დღემდე შემორჩენილი ყველაზე დიდი  იეროგლიფური კიბეებიდან,  რომელიც კოპანშია აღმოჩენილი, შეიცავს 2200 სიმბოლოს.

მაიას ყველაზე დიდი ქანდაკებების ფასადი ოსტატურად არის მობათქაშებული. სამგანზომილებიანი ფორმის გაკეთებისთვის იყენებდნენ პატარა ზომის ქვებს და იგი ყალიბითაა ჩამოსხმული. ადამიანს კი სამოსით გამოსახავდნენ. ტაძრის მობათქაშებულ ფასადს აფორმებდნენ გვიან პრეკლასიკურ პერიოდში და იგი გაგრძელდა კლასიკურშიც.

მაიას კულტურაში დიდი ტრადიცია ჰქონდა კედლის მხატვრობას. მდიდრულად არის გაკეთებული ფრესკები, რომელიც არის ამოკვეთილი და  მდებარეობდა სან ბარტოლოში. იგი თარიღდება (ძვ.წ 300-200).  ფრესკების უმრავლესობა დღემდე არ შემორჩენილა, მაგრამ ადრეკლასიკური სამარხები მოხატულია კრემისფრად, წითლად და შავად ესენი კი აღმოაჩინეს კარაკოლას, რიო აზულისა და ტიკალის ტერიტორიაზე. სრული ზომის ფრესკები შემორჩენილია ბონამპაკის ტერიტორიაზე და იგი მიეკუთვნება გვიან კლასიკურ მხატვრობას.

ისინი პრაქტიკულად გამოიყენებდნენ კაჟს და ობსიდიანს (ვულკანური მუქი ფერის მინა). ისინი ბევრ მსგავს მინერალს ამუშავებნენ და მათ იარაღებად არასდროს იყენებდნენ. უცნაური ფორმის ფიგურები მიუთითებს იმაზე, რომ მაია ძალიან  დახვეწილად აკეთებდა ქვის ნიმუშებს. ისინი გასაკეთებლად ძალიან რთულია და დიდ ოსტატობას მოითხოვდა ხელოსნისგან. დიდი ზომის ობსიდიანის ფიგურამ შეიძლება 30 სანტიმეტრს მიაღწიოს სიგრძეში. ისინი როგორც წესი ადამიანის, ცხოველის და გეომეტრიული ფიგურის ფორმისაა და  უკავშირდება მათ რელიგიას. უცნაური ფორმის ფიგურები წარმოგვიდგენს ბევრ კარგ ფორმას  როგორიცაა: ნახევარმთვარეები, ჯვრები, გველები და მორიელები.

მაიას ტექსტილებთან დაკავშირებით ცოტა ინფორმაციაა შემორჩენილი, თუმცა სხვა კოლუმბიურამდელ კულტურასთან შედარებით, როგორიცაა აცტეკები და ანდების რეგიონი, უფრო დახვეწილი ნივთები ჰქონდათ. რამდენიმე ტექსტილი ამოიღეს არქეოლოგებმა, მაგრამ საუკეთესო ტექსტილით არის მოხატული ფრესკები ან კერამიკები. მეორე ხარისხოვანი  არის სასამართლო ტანისამოსის მორთულობა,რომელიც ძირითადად  ბამბისგან იყო შეკერილი, ასევე იაგუარის ბეწვისა და ირმის ტყავისგან.

მათი კულტურიდან ყველაზე მეტი რაოდენობის კერამიკაა შემორჩენილი. მათ არ იცოდნენ მრგვალი ფორმის გამოძერწვა ბრუნვის საშუალებით, ამიტომ ისინი ხელით აზელდნენ თიხას სასურველ ადგილს, რაც შედარებით ძნელია. შესაბამისად მათ მიერ დამზადებული ჭურჭელი უსწორმასწორო ზედაპირის მქონე იყო, ამიტომ ისინი ნაკეთობას კარგად აპრიალებდნენ.  კერამიკას ხატავდნენ მინერალებით და ფერადი თიხით. რამდენიმე კარგი კერამიკული ნაკეთობა აღმოჩენილია ჯაინას კუნძულზე, კერძოდ ჩრდილო იუკატანის საფლავებში. მათ 10 -დან 25 სანტიმეტრამდე სიმაღლე აქვთ  და ძალიან კარგადაა გაკეთებული.  Lk-style-ის პოლიქრომული კერამიკული კორპუსი, მათ შორის კარგად მოხატული თეფშები და ცილინდრის ფორმის ჭურჭელი, წარმოშობილია გვიან კლასიკურ Motul de San José-ში. ამ მოხატულობებში შედის იეროგლიფები ვარდისფერ და ღია წითელ ფერებში, სცენები მოცეკვავეებისა, რომლებიც მასკითაა გამოსახული. ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა პერსონაჟების რეალური სახის გამოსახვას. ჭურჭელზე გამოსახულია ჩვ.წ მე-8 საუკუნის პეტენის მცხოვრებთათვის დამახასიათებელი სიუჟეტები, როგორიცაა  დიპლომატიური შეხვედრები, ნადიმი და სისხლის გაღება. დაახლოებით ჩვ.წ  10 საუკუნეში ჩამოვიდნენ მეტალურგები (მეთუნუქეები) სამხრეთ ამერიკიდან და მაიას ტომებმა დაიწყეს პატარა საგნების კეთება ოქროსგან, ვერცხლისგან და სპილენძისგან. მაია ზოგადად ამუშავებდა მეტალისგან მძივებს, ზარებს და დისკებს, ეს გრძელდებოდა  სანამ ესპანელები დაიპყრობდნენ მაიას ტომს. მაიამ დაიწყო დაკარგული ყალიბებისგან პატარა მეტალების დამზადება. ცუდად არის  შესწავლილი მაიას ფოლკლორული გრაფიტი (ნიმუშები). დამატებით გრაფიტებზე (ნიმუშებზე) სკამები, კედლები, იატაკი, მრავალფეროვანი შენობები, ტაძრები, საცხოვრებლები და სათავსოები ცუდად არის გამოსახული.  გრაფიტი (ნიმუში) შემორჩენილია პეტენის აუზში სამხრეთ კამპეჩეს და ჩენეს რეგიონის ჩრდილო იუკატანში. ტიკაიში ბევრი კარგი გრაფიტია (ნიმუშია) შემორჩენილი და მასზე გამოსახულია ტაძრები, ადამიანები, ღვთაებები და ცხოველები.

არქიტექტურა[13][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ტომები ქმნიდნენ დიდ შენობებს. მათ დაგვიტოვეს დიდი არქიტექტურული მემკვიდრეობა. ეს ცივილიზაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო პრეინდუსტრიულ ცივილიზაციებს შორის. მაიას არქიტექტურა ასევე მოიცავს სხვადასხვა ხელოვნების ფორმებს და იეროგლიფურ ტექსტებს. მათ შენობებზე კარგად ჩანს მოსახლეობის სპეციალიზაცია, ცენტრალური ორგანიზაციისა და პოლიტიკის მნიშვნელობა მათ მობილიზებაში. კოპანაში მაღალი ელიტის საცხოვრებლის ასაშენებლად საჭირო იყო 10686  ადამიანის დღიური სამუშაო დრო, მაშინ როდესაც უბრალო ადამიანის ქოხისთვის საკმარისი იყო 67  ადამიანის დღიური სამუშაო დრო.  დადგენილია რომ,  საცხოვრებელზე მუშაობის 65%-ს შეადგენდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, გადატანა და მშენებლობაში მათი გამოყენება, ხოლო სამუშაოს 24% იყო დამუშავება და მობათქაშება.  კოპანაში კარგი საცხოვრებლის აშენებისთვის საჭირო იყო 2-3 თვე, სადაც 80-130 შავ მუშას უნდა ემუშავა სრული განაკვეთით. კლასიკური პერიოდის ქალაქი, როგორიცაა ტიკალი განლაგებული იყო 20 კვადრატულ კილომეტრზე, მისი ძირითადი ნაწილი კი განთავსებული იყო 6 კვადრატულ კილომეტრზე. ისეთი ქალაქის ასაგებად როგორიცაა  იმენსე, საჭირო იყო მილიონობით ადამიანის დღიური სამუშაო დრო. ყველაზე მასიური ნაგებობები, რომელიც მათ შეუქმნიათ არის პრეკლასიკური პერიოდის. მათ ასაგებად საჭირო იქნებოდა  მშენებლები, მლესავები, მგეგმავები და არქიტექტორები.

ურბანული დიზაინი[14][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ქალაქები არ იყო ოფიციალურად დაგეგმილი, არამედ არალეგალური  გაფართოებისა იყო.  გათვლების გარეშე იდგა სასახლეები, ტაძრები და სხვა შენობები. უფრო მეტად მაიას ტომები ქალაქის ცენტრიდან გარეუბნებში სახლდებოდნენ და ახალ შენობებს დგამდნენ  ძველ არქიტექტურულ ნაგებობაზე.  მათი ქალაქების სადღესასწაულო და ადმინისტრაციული ცენტრი გარშემორტყმული იყო დიდი საცხოვრებელი კომპლექსებით. ზოგ შემთხვევაში მაიას ქალაქების წმინდა ადგილები ახლომდებარე საცხოვრებლებისგან გამოყოფილი იყო კედლებით.  ეს შემოღობილი ტერიტორია მოიცავდა პირამიდა ტაძრებს და სხვა არქიტექტურულ ძეგლებს, რომელიც მიძღვნილია ელიტის საქმიანობისთვის, ძირითადად ეს არის ადმინისტრაციული ან ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი. ქალაქის ცენტრში განთავსებული იყო დიდებული ბურთის სათამაშო მოედნები, პლაზები, სავაჭრო და სასკოლო შენობები. ხშირად ქალაქის ცენტრი ქვაფენილით უკავშირდებოდა მის გარეუბანს.

მაიას ქალაქის ცერემონიალის ცენტრი იყო იქ სადაც ცხოვრობდა მმართველი ელიტა, სადაც ტარდებოდა რელიგიური ცერემონიები და გვარდებოდა ადმინისტრაციული საკითხები. ელიტარული საცხოვრებლები მდებარეობდა საუკეთესო ადგილას ქალაქის ცენტრის მიდამოებში, ხოლო უბრალო მოსახლეობა ცერემონიალის ცენტრისგან მოშორებით ცხოვრობდა. საცხოვრებლები მაღალზე ჰქონდათ აწეული, რათა წყალდიდობისგან დაცული ყოფილიყო.

ე-ჯგუფი ( E-Groups) და ობსერვატორიები[14][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ცივილიზაციას ძალიან უყვარდა მზეზე, ვარსკვლავებზე და პლანეტებზე დაკვირვება. ამისთის ისინი აგებდნენ შენობებს, ე-ჯგუფის არქიტექტურული სტილით და იგი ყველაზე გავრცელებული არქიტექტურული ფორმა იყო მაიას რეგიონში. ამ სტილის ნაგებობა პირველად პრეკლასიკურ პერიოდში გაჩნდა, რომელიც იყო პირამიდა მოპირკეთებული კიბეებით. აღმოსავლეთით განთავსებული იყო სამი პატარა ტაძარი. ამ ნაგებობიდან ხდებოდა დაკვირვება ციურ სხეულებზე. მათ შეისწავლეს ვენერა და სხვა და სხვა თანავარსკვლავედები.

სამშენებლო მასალები და მეთოდი[14][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაია ქალაქებს აგებდა ნეოლითური ტექნოლოგიებით. ამისთვის იყენებდნენ, როგორც არაგამძლე მასალას, ასევე ქვას. მშენებლობისთვის მათ უნდა გამოეყენებინათ ადგილობრივი ქვები. მაიას საზღვარს იქით მოიპოვებდნენ კირქვას, რადგან ადგილობრივი შედარებით რბილი იყო სამუშაოდ, მაგრამ საჭიროებდა დამატებით სიმაგრეს.  საუკეთესო ხარისხის  კირქვა და ხარისხიანი ქვა იყო უსუმასინტას რეგიონში.  ჩრდილოეთ იუკატანში რაიმის ასაგებად გამოიყენებოდა დაბალი ხარისხის კირქვა. ვულკანური ტუფი  გამოიყენებოდა კოპანაში, ხოლო ახლოს მდებარე კირიგუაში კი ქვიშაქვა. კომაკალკოში არ იყო მშენებლობისთვის გამოსადეგარი ქვა, ამიტომ აქ  იყენებდნენ გამომწვარ აგურებს. ისინი კირქვას მაღალ ტემპერატურაზე აცხელებდნენ, საიდანაც ღებულობდნენ ცემენტს, თაბაშირსა და ბათქაშს.  ქვის ბლოკების დასაშლელად იყენებდნენ თოკს,  წყალს და ობსიდიანის ხელსაწყოსაც.  გადასაზიდად ხის მორებს, მძიმე ტვირთის ასატანად კი თოკს ჭოჭონაქის გარეშე.

კონსტრუქციებში ხეს იყენებდნენ საბჯენად ან თაღად.  მთელი ისტორიის მანძილზე მაიას  უბრალო ქოხები და რამდენიმე ტაძარი კეთდებოდა ხის ბოძებითა და ჩალით. ქოხის კედლების გასამაგრებლად გამოიყენებდნენ ალიზსაც, რომელიც შედგებოდა ტალახისა და ჩალისგან და ამას გამოიყენებდნენ მშენებლობის განვითარებიდან ბოლომდე. მაიას სამხრეთში ალიზს გამოიყენებდნენ არქიტექურული ძეგლის გასაკეთებლად, რადგან არ მოიპოვებოდა შესაბამისი ქვები.

ძირითადი კონსტრუქციის ტიპი[14][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ცივილიზაციის დიდ ქალაქებში განთავსებული იყო ტაძრები, სასახლეები, ბურთის სათამაშო მოედნები, ქვაფენილები, შიდა ეზოები და პლაზა. ზოგ ქალაქში გაჩნდა ჰიდრავლიკური სისტემები, ზოგშიც დამცავი კედლები. შენობების გარეთა ფასადები შეღებილი იყო ერთ ან რამდენიმე ფრად.

ბურთის სათამაშო მოედნები[14][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბურთის სათამაში მოედნები არის მთელი მესოამერიკის განმასხვავებელი არქიტექურული ფორმა. მათი უმეტესობა კლასიკური პერიოდისაა. ყველაზე ძველი რაც კი აღმოუჩენიათ თარიღდება ძვ. წ 1000წ და იგი მდებარეობს ჩრდილო-დასავლით იუკატანში და იგი ეკუთვნის შუა პრეკლასიკურ პერიოდს. ბურთის სათამაშო მოედანი შედგება ორი განივი ზოლისგან, რომელიც გაწყვეტილია შუაში. ცენტრალური სათამაშო ზონა შეადგენდა 20-30 მეტრს სიგრძეში და ორი განივი კედლის ზომა 3-4 მეტრი იყო სიმაღლეში. ეს განივი კედლები განკუთვნილი იყო მაყურებლისთვის. მესოამერიკის ყველაზე დიდი ბურთის სათამაშო მოედანი  არის ჩიჩენ ითზაში, რომლის სიგრძე 83 მეტრია, სიგანე- 30 ხოლო კედლის სიმაღლე 8.2 მეტრს აღწევს.

სასახლეები და აკროპოლისები[14][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსები ხშირად განლაგებული იყო ქალაქის ცენტრთან, ძირითად პლაზასთან ახლოს. მაიას სასახლეები შედგებოდა ბევრი ოთახისაგან. ისინი აკროპოლისს უწოდებდნენ საცხოვრებელს, რომელიც სართულებად იყო აწყობილი და ყოველ სართულს საკუთარი პლატფორმა გააჩნდა. სასახლეები და აკროპოლისები ელიტარული საზოგადოების საცხოვრებელს წარმოადგენდა. ისინი ძირითადად სიფართით გამოირჩეოდა,რითაც განსხვავდება მაიას მაღალი პირამიდებისაგან. ზოგიერთ აკროპოლისის ჭერს სავარცხელის მსგავსი ფორმა ჰქონდა. ოთახებში იყო ქვის მოგრძო სკამები,რომელიც დასაძინებლად გამოიყენებოდა. დიდ სასახლეებში, როგოროც იყო პალენკეში, შეიძლება ყოფილიყო წყლის მიწოდება და აბანოები, რომელიც ხშირად გვხვდება კომპლექსებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ადრეკლასიკურ ეპოქაში მმართველებს კრძალავდნენ აკროპოლისის ქვეშ. სასახლეებში რამდენიმე სამეფო ოთახი იყო მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის განკუთვნილი მაგალითად: როგორიცაა მეფედ კურთხევა.

როგორც წესი სასახლეებს ჰქონდათ შიდა ეზო, სადაც ქანდაკებები იყო განთავსებული. ზოგ სასახლეზე დატანილია წარწერა იმ მმართველის შესახებ, რომლის სახელსაც უკავშირდება იგი. სასახლეები იყო მოშორებული უბრალო ელიტის საცხოვრებლებისგან, სადაც იმართებოდა მნიშვნელოვანი რიტუალები სადაც ბევრი ხალხი იკრიბებოდა.

პირამიდები და ტაძრები[14][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრებს ისინი წარწერებში მოიხსენიებდნენ, როგორც ღვთის სახლს. ტაძრები ძირითადად განთავსებული იყო პირამიდის ზემოდან. გვიან პრეკლასიკურ პერიოდში ტაძრის კედლები იყო ქვის და ამ დროს წარმოიშვა არკა. ასევე ამ დროს ქვის ჭერმა შეცვალა ჩალის ჭერი. კლასიკურ პერიოდში ტაძრის ჭერი იყო ზემოთ მიმართული სავარცხლის ფორმის. ტაძრის საკურთხეველი იყო ერთიდან სამ ოთახამდე და იგი მიძღვნილი იყო მნიშვნელოვანი ღვთაებებისთვის. ასეთი ღვთაება შეიძლება ყოფილიყო ქალაქის მფარველი ან გაღმერთებული წინაპარი.

სამეული პირამიდები[14][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეული პირამიდები პირველად პრეკლასიკურ პერიოდში გვხვდება. იგი შედგებოდა ერთი ძირითადი შენობისგან, რომელიც გამაგრებული იყო ორი პატარა შენობით, რომელიც ერთ პლატფორმაზე იდგა. ყველაზე მეტად ცნობილი სამეული პირამიდა მდებარეობს ელ მირადორში პეტენის აუზში. მისი ფართობი 6-ჯერ აღემატება ყველაზე დიდ პირამიდას, რომელიც მდებარეობს ტიკაიში. ყველაზე პოპულარული არქიტექტურული ფორმა იყო პეტენის რეგიონში გვიან პრეკლასიკურ პერიოდში. მაგალითად სამეული პირამიდები გათხრების შედეგად აღმოჩენილია 88 ადგილას. ნაკბეში ათეულობით სამეული კომპლექსია აღმოჩენილი, ხოლო ელ მირადოში 36. სამეული ფორმები არის ციბილჩალტუნიც, რომელიც გავრცელებულია იუკატანის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით. ასევე ქუმარკაჯი, რომელიც მაღალმთიან გვატემალაშია გავრცელებული. იგი ერთადერთია, რომელიც ეკუთვნის პოსტკლასიკურ პერიოდს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ცივილიზაცია გავრცელებული იყო ძირითადად იუკატანის ნახევარკუნძულზე და მისი მოსახლეობაც ამ ტერიტორიაზე იყო განსახლებული მათი უმრავლესობა დიდ ქალაქებში ცხოვრობდა მეცნიერებმა ზუსტად არ იციან თუ რა რაოდენობის ხალხი ცხოვრობდა მაიას ცივილიზაციაში მაგრამ მათი ქალაქების ზომისა და მათ გარშემო სახნავ სათესი მიწების რაოდენობის მიხედვით შეუძლიათ იმსჯელონ დაახლოებით რამდენი მოსახლე შეიძლება ყოფილიყო ამა თუ იმ ქალაქში. მაიას ქალაქების მოსახლეობის რაოდენობა მერყეობს 1200-დან 140000-მდე მაიას ცივილიზაციაში რამდენიმე დიდი ქალაქი იყო და ამ ქალაქების მოსახლეობის შეჯამებით სავარაუდოდ შეიძლება მაიას ცივილიზაციაში მცხოვრები ხალხის რაოდენობის თქმა ეს რიცხვი კი დაახლოებით 600000 შეადგენს მაგრამ მასში არ შედის პატარა დასახლებების მოსახლეობა მაგრამ მიუხედავად ამისა ეს რიცხვი საკმაოდ კარგ წარმოდგენას ქმნის მაიას ცივილიზაციაზე მით უმეტეს, რომ მათში გავრცელებული მსხვერპლშეწირვის დროს უამრავი ადამიანი იხოცებოდა რაც თავისთავად სერიოზულ გავლენას ახდენდა მათ მოსახლეობაზე.

ენა[15][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვენს ძვ.წ-ით 2000 წლამდე მაიას ტომები საუბრობდნენ ერთ ენაზე რომელსაც ლინგვისტები პროტო მაიას ენას უწოდებენ. პროტო მაიას ენას შეადგენდნენ სხვადასხვა ერთ ოჯახში გაერთიანებული ენობრივი ჯგუფები მაგალითად: Huastecan, GreaterK'iche'an, GreaterQ'anjobalan,Mamean, Tz'eltalan-Ch'olan, Yucatecan(ვერ გავიგე). ამ ჯგუფების გაშლის შედეგად რომელიც კოლუმბამდე ეპოქაში მოხდა ჩამოყალიბდა 30 ენა რომლებიც დღესაც შემონახულია. თითქმის ყველა მაიას კლასიკური ტექსტი მიეწერება და იდენტიფიცირებულია როგორც Ch'olan ენა. ამ ენის გამოყენება მაიას ტომის მიერ არ ნიშნავს იმას რომ ის აუცილებლად ფართოდ გამოიყენებოდა მოსახლეობის მიერ. შესაძლოა ეს ენა იყო სარიტუალო ისევე როგორც ლათინური ევროპაში. კლასიკური Ch'olan შესაძლოა იყო ელიტის ენა ან სახელმწიფო მოწყობის ენა ასევე დიპლომატიური და სვაჭრო. პოსტკლასიკურ პერიოდში Yucatecan ენა გამოიყენებოდა მაიას კოდექსებში(ძველი ხელნაწერები) ისევე როგორც Ch'olan.

დამწერლობა[12][15][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ტომის წერის სისტემა რომელიც ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ მიღწევად კოლუმბამდე ეპოქაში ეს იყო ყველაზე რთული და განვითარებული წერის სისტემა რომელიც ათეულ სხვა ცენტრალურ ამერიკულ სისტემას სჯობდა. მაის ტომის დამწერლობის ყველაზე ადრეული ნიმუში დათარიღებულია ძვ. წ. 300-200 წლებით.

მაიას დამწერლობა წარმოადგენს კარგად შემუშავებულ ნიშნების სისტემას რომლებიც გამოისახებოდა: კედლებზე, ქვაზე, ქაღალდის კოდექსებში, ხეზე და ასე შემდეგ რის  შემდეგაც ის იღებებოდა მაგრამ  არტეფაქტების  დაზიანების გამო ბევრი ასეთი ნიმუშები თითქმის არ შემორჩა.დღესდღეობით არსებობს 800 ცნობილი მაიას დამწერლობის იეროგლიფური ნიშანი რომელთა 75 პროცენტია გაშიფრული რაც მეცნიერებისთვის უამრავი ტექსტის წაკითხვის საშუალებას იძლევა. დღესდღეობით ძალიან ბევრი დამწერლობის ნიმუში განადგურებულია და ამაში დიდი როლი კათოლიკურმა ეკლესიამა და მისმა მაღალჩინოსნებმაც ითამაშეს მაგრამ შემთხვევით შემორჩა კოლუმბამდე ეპოქის წიგნი რომლებიც თარიღდება პოსტ კლასიკური პერიოდით. ისინი ცნობილია როგორც „მადრიდის კოდექსი“ „დრეზდენის კოდექსი“ და „პარიზის კოდექსი“. რამდენიმე გვერდი გადარჩა საწყისი მეოთხე „გროლიერის კოდექსი“-დან რომლის აუთენტურობა დადასტურებულია არაა. მაიას დამწერლობა გამოიყენებოდა ევროპელების ჩამოსვლამდე მისმა გამოყენებამ პიკს მიაღწია კლასიკურ პერიოდში. მაიას დამწერლობის  წერის პრინციპი წარმოადგენდა „ლოგოსილაბიკურ“ სისტემას და ცალკეული ნიშნები წარმოადგენდა სიტყვას ან მარცვალს გარდა ამისა რამდენიმე ერთნაირი „ლოგოგრამა“ შეიძლება გამოეყენებინათ  სხვადასხვა სიტყვის ჩასაწერადაც. გარდა ამის  სხვადასხვა სიმბოლოები შეიძლება ერთნაირად წაკითხულიყო. ორი ან რამდენიმე ნიშანი შეიძლება შერწყმული ყოფილიყო და ჩამოეყალიბებინათ ე. წ. „ლიგატურა“ ძირითადი ნიშნები წარმოადგენენ მთავარ ელემენტებს რომლებიც შეიძლება ყოფილიყო არსებითი სახელი, ზმნა, ზმნიზედა, ზედსართავი ან ფონეტიკური ნიშანი. მაის დამწერლობის ნიშნები წარმოადგენდა დახრილ ოთხკუთხედებს მომრგვალებული ბოლოებით და შუაში გამოსახულებით რომლებიც შეიძლება ყოფილიყო მიწათმოქმედების,მცენარეების,წყალის, ცხოველების თავების, შენობების, შრომის იარაღებისა და სხეულის ნაწილების გამოსახულებები. გარდა ამისა არსებობდა განსაკუთრებული იეროგლიფები-ემბლემები რომლებიც ტიტულს განსაზღვრავდა. როგორც წესი მაიას ტექსტებში ნიშნები იწერებოდა მარცხენიდან მარჯვნივ და ზევიდან ქვევით  ხშირად წარწერების ქვის სტელები განლაგებული იყო T ან L ფორმაზე.

რაც შეეხება საწერ ინსტრუმენტებს ისინი ბოლომდე დადგენილი არაა მაგრამ  პოსტ კლასიკური კოდექსის წარწერის ანალიზმა აჩვენა რომ სავარაუდოდ ის შესრულებული იყო ფუნჯით რომლის ბოლოც  გაკეთებული იყო დამყოლი თმის ბოლოთი. რაც შეეხება მაიას მწერლებს მეცნიერების ვარაუდით ისინი ელიტის წარმომადგენლები იყვნენ. მაიას ტომში მწიგნობრებს უწოდებდნენ „tz'ib“ რაც ნიშნავს „ის ვინც წერს და ხატავს“. სავარაუდოდ არსებობდა სკოლები რომლებიც ასწავლიდა არისტოკრატთა შვილებს წერას. მაიას ცივილიზაციაში არსებობდა წარმოდგენა მწერალ ქალებზეც. მიუხედავად იმისა რომ ბევრი არ არის ცნობილი მაიას მწერლებზე, ზოგიერთი მათგანი როგორც ცნობილია  თავის ნაშრომზე სახელს აწერდა. როგორც წესი მხოლოდ ერთი მწერალი აწერდა ხელს ჭურჭელზე  მაგრამ რამდენიმე სკულპტორი აწერდა თავიანთ სახელებს ქვაზე  მაგალითად რვა სკულპტორმა მოაწერა ხელი სტელას რომელიც ნაპოვნია „პიედრასნაგრასში“ იქ  სკულპტურების უმეტესობა ავტორების ხელმოწერების გარეშეა. გარდა ამისა სხვა ინფორმაციის შემნახველებია ზემოხსენებული კოდექსები იგივე ძველი ნაწერები ქალაქებში გამოძერწილი ფასადები, ფრესკები, ხის პროტოკოლები გამოქვაბულის კედლები და პორტატული არტეფაქტები, რომლებიც მზადდებოდა სხვადასხვა მასალისგან მაგალითად ძვლები, ნიჟარები, ობსიდიანი და ნეფრიტი.   

კალენდარი[13][16][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას კალენდარი შექმნილია კოლუმბამდე ეპოქაში ის გავრცელებული იყო ცენტრალურ ამერიკაში და მაიას გარდა მას სხვა ტომებიც იყენებდნენ. მაიას ტომის კალენდარი წარმოადგენდა ძალიან რთულ სისტემას მასში გაერთიანებული იყო ჩანაწერები მთვარის და მზის ციკლების შესახებ, დაბნელება და პლანეტების მოძრაობა. ბევრ შემთხვევაში მაიას დათვლები იყო უფრო ზუსტი ვიდრე ძველი სამყაროს ანალოგური დათვლები. რაც შეეხება კონკრეტულ კალენდრებს მაიას გააჩნდა ოთხი ძირითადი კალენდარი ესენია:“ცოკლინი“ „ჰააბი“  „52 წლიანი“ და „გრძელი ათვლის“ ყველა მათგანი განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან და სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა.

„ცოკლინი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ცოკლინი“ იყო მაიას ტომის მთავარი რიტუალური კალენდარი 260 დღიანი პერიოდით რომელიც შედგებოდა 20 და 13 დღიანი პერიოდების კომბინაციით  ყველა რიცხვს ჰქონდა ნომერი 1დან 13 ნომერი რომლებიც მეორდებოდა 20 დღიან პერიოდში და ყველა მათგანს ჰქონ დათავისი სიმბოლო. „ცოკლინი“ დასრულებულად ითვლებოდა როცა 13 ნომერი შეესაბამებოდა 20 დღიანი ციკლის ბოლო დღეს ეს კალენდარი სავარაუდოდ მოიცავდა ფეხმძიმობის 260 დღეს ის გამოიყენებოდა მაიას მოსახლეების დაბადების რიცხვების ჩასაწერად და წინასწარმეტყველებებისთვის მეცნიერთა მტკიცებით არცერთი სხვა ასტრონომიული საფუძველი ამ კალენდარს არ გააჩნია.

ჰააბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰააბი იყო  მზის კალენდარი რომელიც წარმოადგენდა მაიას სამოქალაქო კალენდარს მასში იყო  365 დღე იყოფოდა 19 თვედ რომელთაგანაც თვრამეტი მათგანი იყო 20 დღიანი და ერთი 5 დღიანი ამ დღეებს ერქვა „ვაიები“ და უიღბლოდ ითვლებოდა  რადგან მიაჩნდათ რომ ამ დროს სულების კარიბჭე იხსნებოდა და ბოროტ სულებს შეეძლოთ მათ ცხოვრებაში ჩარევა. თვის შიგნით დღეები ინომრებოდა 0 დან 19 მდე.

52 წლიანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

52 წლიანი კალენდარი წარმოადგენდა ამ ორი კალენდრის გაერთინებას და მიიჩნეოდა რომ ყოველ 52 წელიწადში ერთხელ შეიძლებოდა აპოკალიფსი მომხდარიყო.

„დიდი ათვლის კალენდარი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დიდი ათვლის კალენდარი“  წარმოადგენდა 20, 18 და 13 იანი(დღიან?) კალენდარული ათვლის სისტემების არეულ კომბინაციას ამ კალენდარში მინიმალური ერთეული იყო დღე და მაქსიმალური 63 123 287 წელი და 245 დღე. დიდი ათვლის კალენდრის ციკლი იყო 5125 წელი და ოთხნახევარი თვე და ყოველ ახალ ციკლში იწყებოდა ახალი ერა. მეცნიერებს რომ ეპოვათ  თუ რა რიცხვი შეესაბამებოდა მაიას კალენდარიდან გრიგორიანულს საჭირო იყო მათი გადაყვანა. ამისთვის შეიქმნა  შესაბამისობის ორი ჰიპოთეზა:

1.სპინდენის ჰიპოთეზა - 13 ოქტომბერი 3373 ქრ. შ-მდე  ან 14 ოქტომბერი 3373 წელი ქრ. შ-მდე

2.  გუდმენი- მარტინესი- ტომპსონის ჰიპოთეზა-7 სექტემბერი 3113 წელი ქრ. შ-მდე ან  13 აგვისტო 3114 წელი ქრ. შ-მდე. მიღებულია  GMT სისტემა.

მათემატიკა[17][18][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა ცენტრალური ამერიკული ცივილიზაციებთან ერთად მაიას ტომი იყენებდა 20 იან ძირითად სისტემას. „Thebar-and-dotcountingsystem“ არის მაიას ნომრების  ბაზისი სისტემა რომელიც გამოიყენებოდა ქრ. შ- მდე 1000 წლებში. მას ძირითადად მაიას ტომი იყენებდა კალენდარული დათვლებისათვის. მაიას ტომმა მიიღო და დაამატა ნული. ნულის გამოყენების ყველაზე ადრეული შემთხვევა მოხდა სკულპტურებზე რომელიც თარიღდება ქრ. შ-დან 36 წლით თავდაპირველად მაიას დამწერლობაში ნული შემავსებელი იყო რაც ნიშნავს რომ არ გააჩნდა კონკრეტული კალენდარული რაოდენობა. ეს მოგვიანებით ჩამოყალიბდა რიცხვად რომელიც გამოთვლებისათვის გამოიყენებოდა და გამოიყენებოდა იეროგლიფებში 1000 წელზე მეტი სანამ ესპანელები არ გაანადგურებდნენ.  ძირითად საწერ სიმბოლოებს წარმოადგენდა წერტილები და ხაზები. მაიას შეეძლო დაეწერა ნებისმიერი რიცხვი  1-19 მდე ამ სიმბოლოების გამოყენებით. წერტილები წარმოადგენდა ერთეულებს ხაზები კი ხუთეულებს. 884 ჩაწერილი იქნება ოთხი წერტილით ყველაზე დაბალ საფეხურზე ოთხი წერტილი ზედა საფეხურზე და ორი წერტილი შემდეგ საფეხურზე 4X1+ 4X20+2X400 ამ სისტემის დახმარებით მაიამ შეძლო დაეწერა უამრავი რიცხვი.უბრალო დამატება შეიძლება იყოს შესრულებულიყო წერტილების და ხაზების შეკრების გზით რომლებიც ორ ბოძზე შეიძლება ყოფილიყო დაწერილი და შედეგი მესამეზე. საერთოდ მაიას ტომი საკმაოდ განვითარებული იყო დათვლებში.

მედიცინა[19][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანმრთელობა და მედიცინა უძველეს მაიას კულტურაში იყო ნარევი გენებისა, სხეულისა, რელიგიისა, რიტუალებისა და მეცნიერებისა. მნიშვნელოვანია ის, რომ მედიცინას მხოლოდ რამდენიმე გამორჩეული ადამიანი იყენებდა, ისინი ვინც ამის უფლება მემკვიდრეობით მიიღო და მიიღო ფართე განათლება. მათ შამანებს უწოდებდნენ, ისინი იყვნენ შუამავალნი ხორციელ და სულიერ სამყაროს შორის. მათი წარმოდგენით ისინი იყენებდნენ ჯადოქრობას სამკურნალო მიზნებისთვის და შეეძლოთ ბუნებრივი მოვლენების მართვა. მას შემდეგ რაც მედიცინა და რელიგია ერთმანეთს დაუკავშირეს, მედიცინის მცოდნეებს აძლევდნენ უზარმაზარ ცოდნას და შესაძლებლობებს.

მედიცინის მცოდნეები ცნობილნი არიან, როგორც ah-men, მათ ჰქონდათ სპეციალური შესაძლებლობა დაედგნათ სხვისთვის გაუგებარი მიზეზები, იმ მოვლენებისა, როგორებიცაა მაგალითად დაავადება და სხვადასხვა უბედურებები.

მას შემდეგ რაც მაიას ტომში აღიქვეს, რომ ავადმყოფობა ეს იყო სასჯელი შეცდომისათვის ან დანაშაულისთვის, მკურნალები აუცილებლად ეკითხებოდნენავადმყოფს მისი წარსული ცხოვრების დეტალებს.ეს ყველაფერი ხდებოდა მეთოდოლოგიის სახით, პირველ რიგში იგი ეცნობოდა მის თვისებებს, შემდეგ კონკრეტულ მოვლენას ადამიანის ცხოვრებაში, ხოლობოლოს იკვლევდა არაპირდაპირ ან შეძენილ თვისებებს. ეს ასპექტი მაია ექიმის საქმიანობაში შეიძლება გავაიგივოთ დღევანდელ თერაპიის სესიასთან. ამ რიტუალების გარდა, მედიკოსს დიდი განათლება ჰქონდა მიღებული სამედიცინო ბალახების და მათი გამოყენების გზების შესახებ.ავადმყოფის სიპტომების შესწავლის შემდეგ, მედიცინის მცოდნეს შეიძლება გამოეწერა რეცეფტი ამ პაციენტისთვის. ამ წამლის მიღების ვადა განსხვავებული იყო ერთმანეთისგან ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში. ჩვეულებრივ, რიცხვი ცამეტი დაკავშირებული იყო მამაკაცთან, ხოლო ცხრა ქალთან.

მედიცინის მცოდნეები, უძველეს მაიას საზოგადოებაში, ბევრი გზით ემსახურებოდნენ თავიანთ თემებს და დიდი პატივისცემით მსახურობდნენ. ცნობილია, რომ მათ ფართე ცოდნა და სულიერება გააჩნდათ, მათ ბევრი მიზეზით იწვევდნენ, მაგრამ ყველაზე ხშირად მათი სამედიცინო შესაძლებლობების გამო. მაიას ექიმებს ხშირად ასაქმებდნენ სპეციფიკური სამედიცინო ტექნიკების გამო, მაგალითად როგორიცაა ძვლის მოტეხილობა და მშობიარობა, ამით ისინი თანამედროვე ექიმებს ჰგვანან. მედიცინის მცოდნეებს ასევე უწოდებდნენ ah-pul-yaahრაც „დაავადების დანმდევნს“ ნიშნავს.

ასტრონომია[20][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაიას ტომები ქრონოლოგიულად აკვირდებოდნენ ციურ სხეულებს და ისინი იწერდნენ მზის, მთვარის, ვენერას, ვარსკვლავების მოძრაობას და მის თარიღებს. ისინი ამ ჩანაწერებს და დაკვირვებებს იყენებდნენ წინასწარმეტყველებისთვის, ასე რომ მაიას ასტრონომიული დაკვირვებებს და აღწერას ჰქონდა არსებითი ასტროლოგიური მიზანი. მაიას ასტრონომია სულაც არ ემსახურება სამყაროს შესწავლას სამეცნიერო  კუთხით. ის არც შეფასებისთვის გამოიყენება თუ როდის დაეთესათ მოსავალი. ეს იყო საკმაოდ გამოყენებადი სამღვდელო საქმიანობაში და ამ დაკვირვებებით და აღწერებით მაიას ტომი წინასწარმეტყველებდა. სამღვდელოება აკვირდებოდა და იწერდა მზის დაბნელებას, და მოძრაობას ვენერასა და ვარსკვლავების. ეს ყველაფერი კი შედარებული იყო წარსულში მომხდარ ციურ მოვლენებთან. ასევე ისინი ფიქრობდნენ რომ ეს მოვლენები აუცილებლად განმეორდებოდა მომვალშიც, როგორც კი იგივე ასტრონომიული მოვლენები განმეორდებოდა. გასაკვირია ის ფაქტიც რომ ამ დაკვირვებებს სამღვდელოება შეუიარაღებელი თვალით ახორციელებდა. მეცნიერული გამოკვლევებით და უძველეს გრაგნილებზე დაკვირვებებით, მეცნიერებმა დაადგინეს რომ მაიას ტომებს გაცილებით მეტი ცოდნა გააჩნდათ ციურ სხეულებზე ვიდრე ევროპას.

მაიას ტომი წელიწადს ზომავდნენ 584 დღით, და რაც ყველაზე მეტადაა გასაკვირი შეცდომა მხოლოდ 2 საათია. 5 ვენერას ციკლი გაუთანაბრეს 365 დღეს და „ჰააბ_ის“ კალენდარულ ციკლებში ჩაიწერა სწორედ 584 დღე. მაიას ტომი ასევე აკვირდებოდა იუპიტერის, მარსის და ვენერას მოძრაობას. თუ ვენერა გაიზარდა როგორც დილის ვარსკვლავი, მაშინ მაიას ტომში აუცილებლად მოხდება აღორძინება, ხოლო თუ ის ამოვიდა სპირალურად მაშინ ამ ყველაფერ ნგრევა და უბედურება მოჰყვება მათთვის. ვენერა იყო დაკავშირებული ომთან. მისი იეროგლიფსაც ასე გამოსახავდნენ. მაიას ტომის წესების შემოღება სამხედრო კამპანიაში ემთხვევა „Heliacal” ან “Cosmical” ვენერას ამოსვლებს. ასევე ისინი შეწირავდნენ ტყვეებს რომ დაუკავშირდნენ შესაბამის კავშირებს.

მზის და მთვარის დაბნელების მოვლენები მიჩნეულ იყო სახიფათო მოვლენად მათთვის, ის შეიძლება ყოფილიყო კატასტროფის საფუძველი მსოფლიოში. “Dresden_ის“ კოდექსსში მზის დაბნელება წარმოდგენილია „K’in“ იეროგლიფით. მზის დაბნელების მოახლოებას ისინი დაკვირვებებით, ძველ ჩანაწერებთან შედარებით ადგენდნენ და ამ დროისთვის ცერემონიებსაც (მსხვერპლშეწირვას) ატარებდნენ.

რელიგია და მითოლოგია[21][22][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანარჩენი მეზოამერიკის მსგავსად მაიას ტომებს სწამდა უამრავი ძლევამოსილი ღვთაებით დასახლებული ზებუნებრივი სამყაროსი(სამეფოსი). ამ ღვთაებებს კი  სჭირდებათ დამშვიდება (დაშოშმინება რათა რისხვა აეცილებინათ) მსხვერპლშეწირვის ცერემონიებითა და რიტუალური ჩვეულებებით. მაიას რელიგიური ჩვეულების ცენტრში იყო გარდაცვლილი წინაპრების კულტი, რომელიც მოქმედებდა როგორც შუამავალი თავიანთი ცოხალი შთამომავლებისთვის, რომ შეწყობოდნენ (ურთიერთობა დაემყარებინათ) ზებუნებრივი სამეფოს მცხოვრებთთან. უადრესი შუამავლები ადამიანებსა და ზებუნებრივ სამყაროს შორის იყვნენ მამანები. როდესაც მაიას ცივილიზაცია განვითარდა, მმართველმა ელიტამ მოახდინა ზოგადი ცნებების, რომელებიც აღასრულებდა მაიას საზოგადოება, კოდირება და განავითარა ისინი რელიგიურ კულტურებში, რამაც იურიდიულად გაამართლა მათი უფლებები კანონთან. გვიან პრეკლასიკურ პერიოდში, ამ პროცესების კულმინაციური წერტილი იყო უკანასკნელი პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების კომბინაცია ღვთაებრივ მეფეში, K’uhulajaw_ში. მიუხედავად იმისა , რომ რთულია სარწმუნოებრივი სისტემის აღდგენა არქეოლოგიის გზით ზოგიერთი ინდიკატორი რიტუალური ჩვეულებისა ტოვებს ფიზიკურ კვალს. ეს მოიცავდა მისაძღვნელ მარაგებს და სხვა რიტუალებს მსხვერპლშეწირვა, დაკრძალვებს და სხვა. გარდა ამისა მაიას ხელოვნება, არქიტექტურა და მწერლობა, ყველაფერი გვეხმარება მაიას ურძველესი რწმენის აღდგენაში. ისინი შეიძლება გაერთიანებული იყოს ეთნოგრაფიულ წყაროებთან, რომლებიც მოიცავს ჩანაწერებს მაიას რელიგიური ჩვეულებისამებრ, რომლებიც გაკეთდა ესპანელების მიერ დაპყრობის პრედიოში. მაია ხედავდა კოსმოსს მაღალი სტრუქტურებიდან. იქ იყო 13 დონე ზეცაში დან 9 დონე ქვესკნელში. მოკვდავი სამყარო იკავებდა პოზიციას ზეცასა და მიწისქვეშეთს შორის. თითოეულ დონეს ჰქონდა 4 კარდინალური მიმართულება დაკავშირებულ სხვადასხვა ფერთან. მთავარ ღვთაებებს ჰქონდათ ამ მიმართულებებთან და ფერებთან დაკავშირებული სახეები. ჩრდილოეთი იყო თეთრი არმოსავლეთი იყო წითელი, სამხრეთი იყო ყვითელი და დასავლეთი იყო შავი(რა სახეებზე და მიმართულებებზეა ლაპარაკი). მაიას ოჯახები კრძალავდნენ თავიანთ მკვდრებს თავიანთ სახლების იატაკების ქვეშ, ოჯახის სტატუსის შესაბამისი მსხვერპლშეწივითურთ. იქ მკვდარს შეეძლო ემოქმედა, როგორც დამცველ წინაპარს. მაიას საგვარეულო ხაზები იყო მამაკაცის ხაზით განსაზღვრული, ასე რომ გამორჩეული მამაკაცი წინაპრის კულტი იქნებოდა განსახუთრებულად მნიშვნელოვნად, ხშირად კი აკლდამითაც კი. როგორც კი მაიას საზოგადოება განვითარდა და ელიტა გახდა უფრო ძლევამოსილი, მაიას სამეფო ოჯახმა თავიანთი საოჯახო აკლდამები უდიდეს პირამიდებში განავითარეს, რომლებიც თვითონ წინაპრების საფლავები იყო განთავსებული.(დაალაგე წინადადება)

ზებუნებრივმა ძალებმა აღავსო მაიას ცხოვრება და გავლენა მოახდინა მის ყოველ ასპექტზე, უმარტივესი დღიდან დღემდე მოქმედებდა, როგორიცაა საჭმლის მომზადება, ვაჭრობამდე, პოლიტიკასა და ელიტარულ მოქმედებებამდე.(ყოჩაღ) მაიას ღვთაებები მართავდნენ მსოფლიოს ყველა ასპექტს, ორივეს, ხილულ და უხილავს. მაიას მლოცველები იყო დასავლური ჯგუფი, რომელიც ირჩევდა მის წევრების არსებული სახელმწიფო ელიტიდან.(ყველა ასპექტი ორია? რა დასავლური ჯგუფი?) გვიან კლასიკური პერიოდისთვის, ისინი იწერდნენ მზარდად კომპლექტული რიტუალურ ინფორმაციას თავიანთი იეროგლიფური წიგნები, რაც მოიცავდა ასტრონომიულ დაკვირვებებს, კალენდარულ ცვლილებას და მითოლოგიას(ძმა ხარ). ქურუმები მართავდნენ სახალხო ცერემონიებს, რაშიც ჩართული იყო სხინი(შტო?), სისხლის გამოშვება (ღვრა), საკმევლის წვა, სიმღერა, სარიტუალო ცეკვა და განსაკუთრებულ შემთხვევებში ადამიანთა მსხვერპლშეწირვა. კლასიკური პერიოდის განმავლობაში, მაიას მმართველი იყო უმაღლესი ქურუმი და პირდაპირი არხი მოკვდავებისა და ღმერთებს შორის. ეს არის ხშირი შემთხვევა ჩვეულებრივ მოქალაქეებს შორის, რომ შამანიზმი გრძელდებოდა, სახელმწიფო რელიგიის პარალელურად. პოსტკლასიკური პერიოდისთვის რელიგიური ღირებულებები შეიცვალა, აქ იყო ზრდა ღვთაებების გამოსახულების თაყვანისცემაში და უფრო ხშირი მიმართვა ადამიანის მსოფხედველობაზე.

ადამიანური მსხვერპლი[23][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისხლი დანახული იყო (ხედავდნენ) როგორც ძლიერმოქმედი წყარო კვებისა, მაიას ღვთაებებისთვის. მათთვის სიხლი უფრო მეტიც იყო, თუ უფრო განვავრცობთ, ადამიანის სიცოცხლის მსხვერპლშეწირვა იყო უკანასკნელი სისხლის ძღვენი ღმერთებისადმი, და ყველაზე მნიშვნელოვანი მაიას რიტუალები კულმინირდებოდა ადამიანის მსხვერპლშეწირვით.ზოგადად მხოლოდ მაღალი სტატუსის ტყვეები შრომით საქმიანობაში იყვნენ გამოყენებული.

მნიშვნელოვანი რიტუალები როგორებიცაა მთავარი სამშენებლო პროექტების გახსნა ან აღსაყდრება სამეფო ტახტზე ახალი მმართველისა მოითხოვდა ადამიანის ძღვენს (ადამიანს მოითხოვდა ძღვნად). მტრის მეფის მსხვეროლშეწირვა ყველაზე ღირებული (დაფასებული) ძღვენი იყო, და ასეთ მსხვერპლშეწირვას მოსდევდა დატყვევებული მმართველების თავის მოკვეთა მაიას სიკვდილის ღმერთების მიერ, მაიას სიწმინდის ღმერთის თავის მოკვეთის რიტუალურ  აღდგენაში (აღდგენის რიტუალი)(ცოტა გარკვევით). ჩვენი წელთაღრიცხვით 738 წელს Quirigua_ს ვასალმა მეფემ K’ak’ Tiliw Chan Yopaat_მა დაატყვევა მისი მბრძანებელი UaxaclajiunnUb’aahK’awill კოპანის მმართველი და რამდენიმე დღის შემდეგ მას თავი მოჰკვეთა. მოწინააღმდეგის მეფის თავის მოკვეთა შეიძლება დადგმული ყოფილიყო როგორც რიტუალური ბურთის თამაშის ნაწილი, განმაცოცხლებელი (აღმდგენი). მაიას გმირები ტყუპების გამარჯვებისა მიწისქვეშეთის სამყაროს ღმერთებზე. თავის კვეთის მსხვერპლშწირვა გამოსახული იყო კლასიკური პერიოდის მაიას ხელოვნებაში, და ზოგჯერ იმართებოდა  მას შემდეგ, რაც მსხვერპლს აწამებდნენ, სცემდნენ სხვადასხვაგვარად, სკალპს ახდიდნენ, დაწვავდნენ ან გამოშიგნავდნენ. გმირი ტყუპების მითი მოთხრობილი PopolVuh_ ში ჰყვება როგორ იყვნენ თავმოკვეთილი (ერთი მათგანი) თითოეული ტყუპების წყვილიდან ბურთის თამაშში მათი მოწინააღმდეგების მიერ.

პოლსტკლასიკური პერიოდის განმავლობაშ ყველაზე გავრცელებული ფორმა ადამიანის მსხვერპლშეწირვისა იყო გულის ამოცლა მექსიკის ველზე მცხოვრები აცტეკების მიერ გამოყენებული მეთოდის გავლენით. ეს ჩვეულებრივ იმმართებოდა ეკლესიის შიდა ეზოში ან მაღალი პირამიდის მჭვერვალზე. ზუსტად რიტუალისდა მიუხედავად, ზოგჯერ, გვამს ატყავებდნენ დამხმარე ქურუმები, ხელებისა და ფეხების გამოკლებით. შემდგომ აღმსრულებელი ქურუმი მოიშორებდა მის რიტუალურ სამოსელს და გამოეწყობოდა შეწირული მსხვერპლის კანში, ვიდრე რიტუალურ ცეკვას შეასრულებდა, რაც სიმბოლიზაციას ახდენდა სიცოცხლის ხელახალი დაბადებისა. არქეოლოგიური ძიებებით დაადგინეს რომ გულის შეწირვა იმართებოდა ისე ადრეულად როგორც კლასიკური პერიოდია.

სისხლის მსხვერპლშეწირვის რიტუალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღმერთებისათვის და სხვა ზებუნებრივი ძალებისათვის ადამიანის სისხლის შეწირვა, მთელი მეზოამერიკული ხალხების რელიგიაში მთავარი სარიტუალო მოქმედება იყო. საუბედუროდ, ნივთები რომლებიც გამოიყენებოდა ამ რიტუალის შესრულებისას ცოტაა აღმოჩენილი. ამასთანავე არ ჩატარებულა სრულყოფილი კვლევა ამ ფენომენალური სარიტუალო წესისა, რაც ამ საკითხის სრულად გაგების პრობლემას ხდის. ამ რიტუალებისას სრულდებოდა თვითდასახიჩრება ან თვითმსხვერპლშეწირვა. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის, რომ მამაკაცები მსხვერპლად საკუთარ სასქესო ორგანოებს წირავდნენ. დღეს-დღეობით ჩვენამდე მოღწეული მაიას ხელოვნების ნიმუშები შეიცავს ამ ცერემონიებისა და რიტუალების ამსახველ უამრავ ვიზუალურ მასალას. იკონოგრაფიული (სკულპტურული გამოსახულებების შესწავლა) ელემენტები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მაიას მკვლევარებისათვის თავსატეხს წარმოადგენდა, გაირკვა და სწორედაც ამ რიტუალებისას სექსუალური დასახიჩრების ამსახველი მასალაა. რიტუალებისას თვითმსხვერპლშეწირვისთივს გამოიყენებოდა თევზის ხერხემლისგან დამზადებული იარაღი. ამ რიტუალების ჩატარება მეფეების მთავარ მოვალეობას წარმოადგენდა და უზრუნველყოფდა მიწის ნაყოფიერებას, რაც განაპირობებს უხვ მოსავალს. ჰყავდათ თვიანთი მფარველი ღმერთები, რომელთაც სხეულის სხვადასხვა ნაწილებს წირავდნენ, რათა მისთვის ნიშანი მიეცათ. მსხვერპლად წირავდნენ: ენას, ლოყებს, ქვედა ტუჩს, ასევე ყველაზე ძლიერ და ვაჟკაცურ თანატომელს. მსხვერპლშეწირვისას ყველაზე გამორჩეული  ყველაზე მამაცად ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ სახის მსხვერპლშეწირვას ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე აჩვევდნენ.

ღვთაებები[24][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვა მაია წარმოიქმნა სხვადასხვაგვარი ღვთაებების, ზებუნებრივი ქმნილებებისა და წმინდა ძალებისაგან. მაია მოიცავდა ფართო ინტერპრეტაციას იმისას, რაც იყო წმინდა, რომ კონკრეტული ფუნქციის მქონე განსაკუთრებული ღვთაებების გაიგივება, არაზუსტია.მაიას განმარტება ღვთაებების შესახებ  შინაგანად დაკავშირებულია კალენდართან, ასტრონომიასთან და მათ კოსმოვიზიასთან. ღვთაების, მისი მახასიათებლების, მისი ასოციაციების მნიშვნელობა განსხვავდება ციური სხეულების მოძრაობის მიხედვით. ასტრონომიული ჩანაწერებისა და წიგნების სამღვდელო განმარტება ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რადგან მღვდელს ესმოდა რომელი ღვთაება საჭიროებდა რიტუალურ კონცესიას, როდის უნდა გამართულიყო სწორი ცერემონიები და რა შესაბამისი შემოთავაზება იქნებოდა. თითოეულ ღვთაებას ჰქონდა ოთხი განსახიერება, რომელიც დაკავშირებული იყო კარდინალურ მიმართულებებთან, თითოეული გამოირჩეოდა განსხვავებული ფერით. მათ ასევე ჰქონდათ ორმაგი დღე-ღამის/სიცოცხლე - სიკვდილის ასპექტი.  იტცამნა იყო შემქმნელი ღვთაება, მაგრამ ასევე მოიცავდა კოსმოსს და ამავდროულად იყო მზის ღვთაება; კინიჩ აჰაუ, დღის მზე, იყო მისი ერთ-ერთი ასპექტი. მაიას მეფეები ხშირად აიგივებდნენ საკუთარ თავს კინიჩ აჰაუსთან. იტცამნას ასევე ჰქონდა ღამის მზის ასპექტი, ღამის იაგუარი, რომელიც წარმოადგენდა მზეს მისი მოგზაურობისას ქვესკნელში.  ოთხი ქმნილება ამყარებდა მოკვდავი სამყაროს კუთხეებს; ზეცაში, ბაკაბები იგივე ფუნქციას ასრულებდნენ. მათ ოთხ ძირითად ასპექტთან ერთად ბაკაბებს ჰქონდათ სხვა ათობით ასპექტი, რომელიც კარგად არ არის აღქმული. ოთხი ჩააქი იყვნენ ქარიშხლის ღმერთები, რომლებიც აკონტროლებდნენ ჭექა - ქუხილს, ელვას და წვიმას. ცხრა ღამის ღმერთებიდან, თითოეული მართავდა მიწისქვეშა სამყაროებს. სხვა მნიშვნელოვანი ღვთაებები იყვნენ მთვარის ქალღმერთი, სიმინდის ღვთაება და გმირი ტყუპები. პოპოლ ვუჰი დაიწერა ლათინური დამწერლობით ადრეულ კოლონიურ დროში და სავარაუდოდ გადმოწერილ იქნა იეროგლიფური წიგნიდან უცნობი მაია კიჩე აზნაურის მიერ. ეს არის ადგილობრივი ლიტერატურის ერთ -ერთი ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი ამერიკაში.  პოპულ ვუჰი მოგვითხრობს სამყაროს მითური შექმნის შესახებ, გმირი ტყუპების ლეგენდაზე და პოსტკლასიკური კიჩე სამეფოს ისტორიაზე.  ღვთაებები, რომლებიც ჩაწერილია პოპულ ვუჰში, მოიცავს ჰუნ ჰუნაჰპუს, კიჩე სიმინდის ღვთაებას,  და ღვთაებათა ტრიადას, რომელსაც უძვღვება კიჩე მფარველი ტოჰილი, ასევე არიან მთვარის ქალღმერთი ავილიქსი და მთის ღვთაება ჯაკავითცი. საერთოდ, სხვა მესო ამერიკულ კულტურებთან ერთად, მაია თაყვანს სცემდა ფრთოსანი გველის ღვთაებებს. ასეთი თაყვანისცემა იშვიათი იყო კლასიკურ პერიოდში მაგრამ პოსტკლასიკურის პერიოდისთვის ფრთოსანი გველი გავრცელდა ორივეგან, იუკატანის ნახევარკუნძულზე და გვატემალას მთიან მხარეში. იუკატანში ფრთოსანი გველის ღვთაება იყო კუკულკანი,  კიჩესთვის კი ის იყო ქუქუმათცი. კუკულკანი კლასიკური პერიოდის წარმოშობის ომის გველი იყო, ვაქსაკლაჰუნ უბაჰ კანი და ასევე აიგივებენ როგორც მაიას კლასიკური ხელოვნების პოსტკლასიკური ვარიანტის ხედვის გველი.  მიუხედავად იმისა, რომ კუკულკანის კულტი წარმოიშვა ადრეულ მაიას ტრადიციებში, კუკულკანის თაყვანისცემაზე დიდი გავლენა მოახდინა ცენტრალური მექსიკის ქუეთზალქოუთლის კულტმა.  გარდა ამისა, ქუქუმათც -ს ჰქონდა შედგენილი წარმომავლობა, რომელიც აერთიანებდა მექსიკური ქუეთზალქოუთლის თვისებებს კლასიკური პერიოდის იტცამნას ასპექტებთან.

სოფლის მეურნეობა[25][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უძველეს მაიას ჰქონდა მრავალფეროვანი და დახვეწილი მეთოდები საკვების წარმოებისა. მიიჩნევდნენ, რომ საკულტივაციო მეურნეობის ცვლილება უზრუნველყოფდა მეტ საკვებს მათთვის მაგრამ ახლა ფიქრობენ, რომ მუდმივი დამუშავებული მინდვრები, ტერასები, ინტენსიური მებაღეობა, ტყის ბაღები და დამუშავებული ნასვენი მიწები ასევე მნიშვნელოვანი იყო კლასიკური პერიოდის მოსახლეობის დიდი ნაწილის დასახმარებლად ზოგიერთ ტერიტორიაზე . მართლაც, ამ სხვადასხვა სამეურნეო სისტემების მტკიცებულება დღესაც არსებობს: მინდვრები, რომლებიც არხებითაა დაკავშირებული, შეიძლება დავინახოთ აეროფოტოგადაღებით . თანამედროვე ნალექიანი ტყეების სახეობათა შემადგენლობა საგრძნობლად უხვ ეკონომიკური ღირებულების სახეობებს მოიცავს უძველესი მაიასთვის ისეთ ადგილებში, რომლებიც კომპაქტურად იყო დასახლებული კოლუმბამდელ პერიოდში და მცენარეთა მტვერის მონაცემები ტბის დანალექში ადასტურებს, რომ სიმინდი, მანიოკი, მზესუმზირის თესლები, ბამბა და სხვა კულტურები მოჰყავდათ ტყეების გაკაფვის მეშვეობით მესოამერიკაში ჩვ. წ. აღ.-მდე 2500 წლიდან. მაიას რაციონის ძირითადი საკვები იყო სიმინდი, ლობიო და სკვოში. ამას ემატებოდა მრავალფეროვანი სხვა მცენარეები, ან ბაღებში მოშენებული ან ტყეში მოკრეფილი. ჯოია დე სერენში ვულკანის ამოფრქვევამ შემოინახა საკვების მონაცემები, რომელიც ინახებოდა მაიას დროინდელ სახლებში, როგორიც იყო წიწაკა და პამიდორი. ბამბის თესლი იყო დაფქვის პროცესში, ალბათ საჭმლის ზეთის საწარმოებლად. გარდა ძირითადი საკვები ნაწარმისა, მაიას ტომი ასევე აშენებდა პრესტიჟულ კულტურებს, როგორიცაა ბამბა, კაკაო და ვანილი. კაკაო განსაკუთრებით ფასობდა ელიტარულ საზოგადოებაში, რომელიც მოიხმარდა შოკოლადის სასმელს . ბამბას რთავდნენ, ღებავდნენ და ქსოვდნენ ღირებულ ტექსტილად, რათა მოეხდინათ მისი სავაჭროდ გამოყენება. მაიას ტომს ჰყავდა რამდენიმე შინაური ცხოველი; ძაღლები მოაშინაურეს ჩვ. წ. აღ.-მდე 3000 წლისთვის და მუშკოსანი იხვი - გვიან პოსტკლასიკური პეიოდისთვის. ოცელატის ინდაურები მოსაშინაურებლად შეუფერებელი იყვნენ, მაგრამ მიერეკებოდნენ უკაცრიელ ადგილას და შერეკავდნენ გასასუქებლად. ყველა ამ ცხოველს იყენებდნენ საკვებად; ძაღლებს დამატებით იყენებდნენ სანადიროდ. არ არის გამორიცხული, რომ ირმებსაც ასევე ერეკებოდნენ და ასუქებდნენ.

მაიას მუზეუმი[26][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსოფლიოში არსებობს უამრავი მუზეომი რომლებშიც შემონახულია მაიას ტომის არტეფაქტები. ეს მუზეომები ქმნიან თავიანთ კოლექციას ამ არტეფაქტებისა.კვლევების მიხედვით „Advancement of Mesoamerican Studies“ გამოაქვეყნა იფნორმაცია იმის შესახებ რომ მსოფლიოში 250 ზე მეტ მუზეომში მონაცემთა ბაზაა გახსნილი მაიას ტომზე. მუზეომების არც თუ დიდი ნაწილი ევროპაშია. ევროპაში მხოლოდ 50 მდე მუზეომშია ეს კოლექცია. დანარჩენ მსოფლიოში კი 200.

  1. http://www.marc.ucsb.edu/research/maya/ancient-maya-civilization/preclassic-period
  2. http://www.marc.ucsb.edu/research/maya/ancient-maya-civilization/classic-period
  3. http://www.almendron.com/blog/wp-content/images/8680.pdf[მკვდარი ბმული]
  4. http://www.marc.ucsb.edu/research/maya/ancient-maya-civilization/collapse
  5. http://www.marc.ucsb.edu/research/maya/ancient-maya-civilization/postclassic-period
  6. 6.0 6.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-28. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  7. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-27. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  8. http://ancientmayacivilization.weebly.com/government-and-social-structure.html
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-06. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  10. http://aztecandmayan.weebly.com/mayan-weapons.html
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-01. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  12. 12.0 12.1 http://www.indians.org/welker/maya.htm
  13. 13.0 13.1 13.2 http://www.ancient.eu/Maya_Civilization/
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 14.6 14.7 http://www.newworldencyclopedia.org/entry/Mayan_Civilization
  15. 15.0 15.1 http://www.ancient.eu/article/655/
  16. http://www.timeanddate.com/calendar/mayan.html
  17. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-06. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  18. http://www.storyofmathematics.com/mayan.html
  19. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-14. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  20. http://www.starteachastronomy.com/mayan.html
  21. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-26. ციტირების თარიღი: 2016-07-06.
  22. http://www.ancient.eu/Maya_Religion/
  23. http://latinamericanhistory.about.com/od/Maya/p/The-Ancient-Maya-And-Human-Sacrifice.htm[მკვდარი ბმული]
  24. http://www.crystalinks.com/mayangods.html
  25. https://en.wikipedia.org/wiki/Maya_civilization#Agriculture
  26. https://en.wikipedia.org/wiki/Maya_civilization#Museum_collections