მაიას კალენდარი
იერსახე
მაიას კალენდარი — კალენდარული სისტემა კოლუმბამდელ ცივილიზაციებში მესოამერიკას, გვატემალისა და მექსიკის დღევანდელ ტერიტორიებზე. მაიას ცივილიზაციას წელიწადის გამოთვლის ორი სისტემა ჰქონდა: „ცოლკინ“, ანუ 260 დღიანი წმინდა წელიწადი და საერთო წელიწადი „ჰააბი“, რომელიც 365 დღისაგან შედგებოდა (18 ოცდღიანი თვისა და 5 დამატებითი დღისგან). „ჰააბი“ ჩვეულებრივი კალენდარული წელთაღრიცხვისათვის იხმარებოდა, „ცოლკინს“ კი რელიგიური დატვირთვა ჰქონდა. ყოველ დღესა და თვეს განსაზღვრული იეროგლიფი აღნიშნავდა.[1] მაიას კალენდრის ძირითადი ერთეული იყო დღე – „კინ.“ კალენდრის ციკლების ურთიერთდამოკიდებულება ასეთია:
- 20 კინი — ვინალი (თვე).
- 18 ვინალი (5 დღის დამატებით) — 1 ტუნი
- 20 ტუნი — 1 კატუნი (7 200 დღე)
- 20 კატუნი — 1 ბაქტუნი (144 000 დღე)
- 20 ბაქტუნი — 1 პიკტუნი (2 880 000 დღე)
- 20 პიქტუნი — 1 კალაბტუნი (57 600 000 დღე)
- 20 კალაბტუნი — 1 კინჩილტუნი (1 152 000 000 დღე)
- 20 კინჩილტუნი — 1 ალაუტუნი (23 040 000 000 დღე).[1]
დღეები და მათი მნიშვნელობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| ნუმერაცია | დღის სახელი |
იეროგლიფის მაგალითი |
მნიშვნელობა | ნუმერაცია | დღის სახელი |
იეროგლიფის მაგალითი |
მნიშვნელობა | |||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| 01 | იმიქსი' | დუმფარა (?) | 11 | ჩუვენი | ბაყაყი | |||||
| 02 | იქი' | ქარი | 12 | ები' | თავის ქალა | |||||
| 03 | აქბალი | ღამე | 13 | ბენი | სიმინდის ღერო | |||||
| 04 | ქანი | ხორბალი (მარცვალი) |
14 | იქსი | იაგუარი | |||||
| 05 | ჩიკჩანი | გველი | 15 | მენი | არწივი | |||||
| 06 | კიმი | „მკვდარი“ თავი | 16 | ქიბი' | ნიჟარა | |||||
| 07 | მანიკი' | ხელი | 17 | კაბანი | მიწა (დედამიწა) | |||||
| 08 | ლამატი | ვენერა | 18 | ეთძნაბი' | კაჟი | |||||
| 09 | მულუკი | წყალი | 19 | კავაკი | შტორმის ღრუბელი | |||||
| 10 | ოკი | ძაღლი | 20 | აჰავი | ლორდი | |||||
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- მაიას კალენდარი დაარქივებული 2020-10-23 საიტზე Wayback Machine. sites.google.com
- მაიას კალენდარი და დედამიწის აბორიგენული ხალხი დაარქივებული 2021-10-24 საიტზე Wayback Machine.
- „Day Symbols of the Maya Year“ — Project Gutenberg-ზე 1897 text by Cyrus Thomas
- date converter at FAMSI This converter uses the Julian/Gregorian calendar and includes the 819 day cycle and lunar age.
- Interactive Maya Calendars დაარქივებული 2012-01-07 საიტზე Wayback Machine.
- Maya Calendar, Date conversions, contemporary year version, Tzolkin and Haab day in Calendar Rounds დაარქივებული 2012-01-15 საიტზე Wayback Machine.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
- 1 2 2012 წ. და "მაიას კალენდარი" - პირველი ნაწილი დაარქივებული 2016-08-10 საიტზე Wayback Machine. ufali.ge