მათია აჰაცელი
მათია აჰაცელი | |
---|---|
პორტრეტი გაზეთიდან «Илустрирани Словенец» | |
დაბადების სახელი | მათია კობენტარი |
დაბადების თარიღი |
24 თებერვალი 1779 გორინთაში, სანკტ-იაკობ-იმ-როზენტალი |
გარდაცვალების თარიღი |
23 ნოემბერი 1845 (66 წლის) კლაგენფურტი |
ქვეშევრდომობა |
კარინტიის საჰერცოგო ავსტრიის იმპერია |
საქმიანობა |
ფილოლოგი, რედაქტორი გამომცემელი, პედაგოგი სწავლული |
მათია აჰაცელი (სლოვენ. Matija Ahacel; დ. 24 თებერვალი, 1779, გორინთშაჰი, სანკტ-იაკობ-იმ-როზენტალი — გ. 1845, კლაგენფურტი) — კარინტიელი სლოვენი ფოლკლორისტი, ხალხური სიმღერების შემგროვებელი, მეცნიერი, მწერალი, ფილოლოგი, პუბლიცისტი, ქველმოქმედი; მათემატიკის, სოფლის მეურნეობისა და ბუნების ისტორიის პედაგოგი.
ასევე ცნობილია, როგორც მათიას აჩაზელი (გერმ. Matthias Achazel). დაბადებისას —მათიჯა კობენტარი (სლოვენ. Matija Kobentar).[1][2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა გლეხის ოჯახში, კარინტიის საჰერცოგოში (ჰაბსბურგთა მონარქია) ქალაქ სანკტ-იაკობ-იმ-როზენტალთან, სოფელ გორინთშაჰში. მამის გვარი გახლდათ კობენტარი, მაგრამ იმ პერიოდში სლოვენიაში სოფლად გვარის ნაცვლად სახლის სახელს იყენებდნენ; კობენტარები ცხოვრობდნენ ახაცელის სახლში, სკოლაში კი მათიჯა შეცდომით აჰაცელის გვარით ჩაწერეს.
სწავლობდა როზეგის (1787-1788), სანკტ-იაკობ-იმ-როზენტალის (1788-1791) სკოლებში. შემდეგ გადავიდა კლაგენფურტში, სადაც ჯერ სკოლაში დადიოდა (1791-1794), შემდეგ — გიმნაზიაში. ლიცეუმში (1794-1801) სწავლობდა ფილოსოფიას.[3]
პედაგოგიური და სამეცნიერო მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1801 წელს ლიცეუმში მათემატიკის პროფესორი პარის გიულიანი ავად გახდა. მათია, რომელიც მანამდე ამ ლიცეუმში სწავლობდა, მის შემცვლელად დანიშნეს, ხოლო 1807 წელს უკვე მუდმივი თანამდებობა მიიღო. იგი ამ თანამდებობაზე გარდაცვალებამდე მუშაობდა.
1809 წლიდან 1811 წლამდე მათია ახაცელი ესწრებოდა აგრონომი იოჰან ბურგერის ლექციებს სოფლის მეურნეობის შესახებ. 1820 წელს, მას შემდეგ რაც ბურგერმა ლიცეუმი დატოვა, ახაცელმა იგი ოფიციალურად დროებით (და ფაქტობრივად - გარდაცვალებამდე) შეცვალა სოფლის მეურნეობის კათედრის გამგის თანამდებობაზე. იგი მაშინვე შეუდგა პედაგოგიურ საქმიანობას. ამავე დროს, ლიცეუმში დააარსა ბოტანიკური ბაღი.[4]
მათია აჰაცელი აქტიურად იყო დაკავებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, 1806 წლიდან რეგულარულად აკვირდებოდა ამინდს (ავსტრიის ამინდის მონიტორინგის ქსელის შექმნამდე 32 წლით ადრე) , ხოლო 1813 წელს, მეცნიერ იოჰან პრეტნერთან ერთად, დააარსა მეტეოროლოგიური სადამკვირვებლო სადგურების ქსელი. 1848 წლისთვის უკვე 15 სადგური იყო.[5] 1825 წელს ახაცელმა ლიცეუმში ბუნების ისტორიის შესახებ დამატებითი ლექციების კურსის კითხვას შეუდგა. სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგებზე დაყრდნობით გამოსცა დამოუკიდებელი შრომები სოფლის მეურნეობისა და პომოლოგიის შესახებ.[6]
ინტერესი სლოვენური კულტურის მიმართ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მათიას აჰაცელს სლოვენურ ენასთან შეხება პირველად ბავშვობაში ჰქონდა, როცა როზეგში სწავლობდა. იქ ოტო გუცმანის სტამბაში იბეჭდებოდა ტექსტები როგორც სლოვენურ, ასევე გერმანულ ენებზე. შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე ინტერესს იჩენდა სლოვენური კულტურის მიმართ. მისი მეგობრები იყვნენ სლოვენიელი პოეტები მიხა ანდრეაში და ანდრეი შუსტერ-დრაბოსნიაკი. მან მოიძია და იყიდა სლოვენურად გამოცემული ყველა წიგნი, ასევე დაინტერესდა სერბული და რუსული გამოცემებით.
როდესაც 1821 წელს სლომშეკის სასულიერო სემინარიაში სლოვენური ენის კურსების ორგანიზებით დაკავდა, აჰაცელმა დაიწყო წიგნების გავრცელება სლოვენურ ენაზე სემინარიელებს შორის. მის სახლში იკრიბებოდნენ სლომშეკის წრის წევრები.
ორჯერ (1833 და 1838 წლებში) გამოსცა კარინტიელი და შტირიელი სლოვენების ხალხური სიმღერების კრებულები (სლოვენ. „Peşme po Koroshkim ino Şhtajarskim snane, enokoljko popravlene ino na novo sloshene“). წიგნში საკუთარი სახელებით და ანონიმურად წარმოდგენილ პოეტებს შორის იყვნენ: მიხა ანდრეაში, ურბან იარნიკი, ანდრეი ურეკი, იაკობ სტრაშეკი, იური ვოდოვნიკი, ლეოპოლდ ვოლკმერი, იოჟეფ ლიპოლდი, ანტონ მარტინ სლომშეკი, მათია ვოდუშეკი, ვალენტინ ოროჟენი, ფელიციან გლობოცნიკი, იოჟეფ ხაშნიკი და სხვა. იმ პერიოდის კრიტიკოსები (მათია ჩოპი, ფრანცე პრეშერენი, ფრანტიშეკ ცელაკოვსკი, სტანკო ვრაზი) კრებულებს ცივად შეხვდნენ.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Портрет из газеты «Илустрирани Словенец» за 23 августа 1925 года. «Илустрирани Словенец» — еженедельное приложение газеты «Словенец» (სლოვენ.)
- ↑ Österreichisches Biographisches Lexikon 1815–1950 (გერმ.). Österreichischen Akademie der Wissenschaften(რუს.). ციტირების თ: არიღი28 თებერვალი 2014. დაარქივებულია 23 სექტემბერი2015.
- ↑ Francè Kidrič. Ahacel, Matija (1779–1845) (სლოვენ.). Slovenska biografija. Slovenian Academy of Sciences and Arts. ციტირების თარიღი: 28 თებერვალი 2014. დაარქივებულია 24 სექტემბერი 2015 .
- ↑ Marianne Klemun. Aufbau und Organisation des meteorologischen Meßnetzes in Kärnten (19. Jh.) (გერმ.). Oberösterreichisches Landesmuseum (1994). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი 2014. დაარქივებულია 3 დეკემბერი 2013
- ↑ Ingeborg Auer, Reinhard Böhm, Michael Hofstätter, Konrad Türk. LANGZEIT KLIMA KÄRNTEN (გერმ). Zentralanstalt für Meteorologie und Geodynamik (31 ოქტომბერი 2010). ციტირების თარიღი : 28 თებერვალი 2014. დაარქივებულია 7 მარტი 2014.
- ↑ Constantin von Wurzbach. BLKÖ:Achazel Mathias., Wikiteca. Verlag der Universitäts-Buchdruckerei von L. C. Zamarski (vormals J. P. Sollinger) (1856–1891). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი 2014. დაარქივებულია 14 აპრილი 2014 .
- ↑ Ahacel, Matija. Peşme po Koroshkim ino Şhtajarskim snane, enokoljko popravlene ino na novo sloshene (სლოვენ.). Digitalna knjižnica Slovenije. Клагенфурт: Natisnjene ino naprodaj per Janesu Leonu (1833). ციტირების თარიღი: 28 თებერვალი 2014. დაარქივებულია 5 მარტი 2014