შინაარსზე გადასვლა

მათე (საკუთარი სახელი)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მათე

(ებრ. מַתִּתְיָהוּ)

ძველი ებრაული
სქესი: მამრობითი
ეტიმოლოგიური მნიშვნელობა: ღვთის კაცი, ღვთის ძღვენი, ღვთის ნიჭი

კნინობ. ფორმები: მათუკა
უცხოენოვანი ანალოგები:

ინგლ. Matthew
ბერძ. Ματθαῖος
რუს. Мэтью

დაკავშირებული სტატიები: დაწყებული „მათე“

ყველა სტატია „მათე“

მათე — საკუთარი სახელი. წარმოიშვა ძველი ებრაულიდან. ნიშნავს „ღვთის კაცს“, „ღვთის ძღვენს“, „ღვთის ნიჭს“. ფართოდ გავრცელებული ბიბლიური სახელია, ერქვა ერთ-ერთ მახარობელს, ქრისტეს მოციქულს, მათე მახარობელს. მნიშვნელობის მხრივ მას შეიძლება შევადაროთ ებრაული „ნათან“, ბერძნული „თევდორე“ და „დოროთე“, სლავური „ბოგდან“. მათე-საგან ნაწარმოებია გვარები: მათეშვილი, მათეიშვილი, მათიაშვილი, მათიკაშვილი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე ამ სახელის 12584 მატარებელი ცხოვრობს.[1]

წმინდა მათე მახარებელის ანგელოზი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-29. ციტირების თარიღი: 2023-03-19.