მათე ზახაროვი
მათე ზახაროვი (რუს. Матве́й Васи́льевич Заха́ров; დ. 5 აგვისტო 1898, ვოილოვო – გ. 31 იანვარი, 1972, მოსკოვი) — რუსი სამხედრო პირი, საბჭოთა კავშირის მარშალი (1959), საბჭოთა კავშირის გმირი (1945, 1971), ჩეხოსლოვაკიის გმირი (1971).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წელს შევიდა წითელ არმიაში და მონაწილეობდა ზამთრის სასახლის აღებაში. რუსეთის სამოქალაქო ომში, 1918-1920 წლებში, იყო სამეთაურო თანამდებობებზე. 1928 წელს დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია, 1937 წელს გენშტაბის აკადემია. 1937-1938 წლებში იყო ლენინგრადის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი, 1938-1940 წლებში იყო გენშტაბის უფროსის თანაშემწე. 1940 წლის ივლისიდან იყო ოდესის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსი. 1941-1945 წლებში იყო ჯერ მე-9 არმიის, შემდეგ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების უფროსი. 1945-1949 და 1963-1964 წლებში იყო გენშტაბის სმახედრო აკადემიის უფროსი, 1960-1971 წლებში იყო გენშტაბის უფროსი და სსრკ-ის თავდავის მინისტრის მოადგილე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 490.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მათე ზახაროვი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
- მათე ზახაროვი — Find a Grave-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Захаров Матвей Васильевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ https://www.brno.cz/obcan/vyznamne-osoby-a-vyroci/cestni-obcane-mesta-brna-1918-1989/