მათაგალონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მათაგალონი
ქვეყანა საქართველო
სიგრძე 28,5 კმ
აუზის ფართობი 395 კმ²

მათაგალონი, ოლე — პერიოდული მდინარე სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს სოფ. ქვემო ბოდბის სამხრეთ-დასავლეთით ზღვის დონიდან 535 სიმაღლეზე. ერთვის იორს მარცხნიდან. სიგრძე 28,5 კმ, აუზის ფართობი 395 კმ2. საზრდოობს წვიმის წყლით. მიწისქვეშა წყლით საზრდოობა მცირეა, რის გამოც მდინარე პერიოდულად შრება. გაზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 0,98 მ3/წმ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]