მაზუთი
იერსახე
მაზუთი — მოყავისფრო-მოშავო, ზოგჯერ შავი ფერის ნავთობის პროდუქტი, რომელიც რჩება ბენზინის ლიგროინის, ნავთისა და დიზელის სათბობის ფრაქციების გამოხდის შემდეგ 350-360°С-ზე. სიმკვრივე 890-1000 კგ/მ³, წვის კუთრი სითბო 38–42 მეგჯ/კგ. იმისდა მიხედვით, თუ რა შედგენილობა და თვისებები აქვს მაზუთს, იგი შეიძლება გამოიყენონ თხევად საქვაბე სათბობად, ძრავას საწვავის, ბიტუმების, კოქსის წარმოებისათვის და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 349.