მაზერის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მაზერის ქედი, სვანეთის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ განშტოების უშბის მასივის დასავლეთი დაბოლოება, მდინარეების დოლრაჭალისა და გულიჭალის (ენგურის აუზი) წყალგამყოფი, მესტიის მუნიციპალიტეტში. ქედის უმაღლესი მწვერვალია მაზერი (სიმაღლე 3900მ). აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით. ქედის ჩრდილოეთ კალთაზე არის პატარა მყინვარი, რომელიც უშბის მყინვარს ასაზრდოებს. მაზერის ქედის სამხრეთი კალთის ქვემო ნაწილში ალპური მდელოებია, თხემზე — სუბნივალური ლანდშაფტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]