მაზახირ პანახოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაზახირ პანახოვი
მაზახირ პანახოვი
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2000

დაბადებული13 მარტი, 1951
ქარახანლი, თოუზის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ

მაზახირ მუხამედ-ოღლუ პანახოვი (აზერ. Məzahir Məhəmməd oğlu Pənahov; დ. 13 მარტი 1951, ქარახანლი, თოუზის რაიონი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.ს[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაზახირ პანახოვი 1951 წლის 13 მარტს სოფელ ქარახანლიში, თოუზის რაიონში დაიბადა. 1972 წელს ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 1973-1976 წლებში სწავლობდა ქალაქ სანქტ-პეტერბურგის ა. ფ. იოფეს სახ. ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურაში.

შრომითი საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1977 წელს გახდა უფროსი მასწავლებელი, ხოლო 1988 წელს — ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ნახევარგამტარების კათედრის დოცენტი. 1979 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1992 წელს გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ხოლო 1993 წელს მიიღო პროფესორის სამეცნიერო წოდება. 1982-1983 წლებში ატარებდა კვლევებს დიდი ბრიტანეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მანჩესტერის უნივერსიტეტში (UMIST). 1991 წლიდან არის „ზოგადი ფიზიკისა და ფიზიკის სწავლების მეთოდების“ კათედრის დოცენტი, ხოლო 1996 წლიდან — ზემოხსენებული კათედრის გამგე. 2000 წლიდან არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mazahir PANAHOV - Central Election Comission of the Republic of Azerbaijan. ციტირების თარიღი: 2021-04-03