მაზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაზარიშუა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში: მუსლიმანი მმართველების ან წმინდანების მავზოლეუმი, აკლდამა. ეს არის მთავარი პილიგრიმობის ობიექტი, მუსლიმთათვის.

ტერმინი ზიიარა აღნიშნავს, მოციქულების, წმინდანების, შიიტ იმამთა და სხვა წმინდანთა საფლავებისა და რელიკვიების მოლოცვას. თავდაპირველად ისლამი მკაცრად უარყოფდა ყოველგვარ თაყვანისცემის ადგილს შავი ქვის გარდა, რადგანაც მას კერპთაყვანისმცემლობად თვლიდა. თუმცა შემდგომ, უკვე ადრეულ ისლამში პატივს მიაგებდნენ ღვთისმისავ ადამიანებს, ასევე ჭეშმარიტ მორწმუნეებსაც რომელთაც ვალი ეწოდებათ.

სუნიტმა ალიმებმა, რომლებიც ისლამის სიწმინდის დამცველებად გამოვიდნენ ზიარა სიახლედ გამოაცხადეს, ამის მიზეზი კი იყო ის, რომ ეს უკანასკნელი არ არის მოხსენიებული ყურანსა და ასევე არც სუნაში. ასევე ჰადისთა კანონიკურ კრებულში გარდა ამ ყველაფრისა მკარად არის გაკიცხული მიცვალებულთა დატირება, საფლავის მონახულებაც კი. სწორედ ამ დროს გარს უვლიან მოციქულთა საფლავებს და სწირავენ მსხვერპლს, ასევე რთავენ საფლავს ხის ტოტებითა და ფერად-ფერადი ნაწრებით. ასევე კითხულობენ ყურანს და მოიხსენიებენ ალაჰს, სწორედ ამ დროს რიტუალი სრულდება სიმღერისა და დოლის ცემით.

წმინდანთა შორის მამაკაცებთან ერთად თაყვანს სცემდნენ ღვთისმოსავ ქალებსაც, მაგრამ ისლამში წმინდანი ქალები გაცილებით ნაკლებიც იყო, ვიდრე უშუალოდ მამაკაცები. ასევე ჩამოყალიბდა მუჰამადის კულტი, რომელსა მიეწერება არაერთი სასწაული და ზებუნებრივი ძლიერება. გარდა მუჰამადისა, ხალხურ რწმება წარმოდგენებში სხვა კულტებიც შეიქმნა.

აღსანიშნავია, ასე ისიც, რომ თეოლოგები შეეცადნენ წმინდანთა კულტისათვის ისეთი ფორმა მიეცათ, რაც საერთოდ არ იქნებოდა ყურანისა და ისლამის მოძღვრების საწინააღმდეგო.

წმინდანთა საფლავებზე ჩვეულებრივ იყო ასევე მავზოლეუმები, მეჩეთები და ასევე დევრიშთა სადგომებიც, რომელთა მაღალი შემოსავალი ჰქონდათ პილიგრიმებისგან.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ X საუკუნემდე მოციქულის საფლავი არ წარმოადგენდა მოლოცვის ობიექტს. თუმცა სწორედ X საუკუნის ბოლოდან უკვე სწრაფად განვითარდა წმინდანთა კულტი, რაშიც საკმაოდ დიდი როლი შეასრულა სუფიზმა და სუფიურმა საძმომ. ძირითადად მსგავსი პილიგრიმობა, მოციქულთა საფლავის მოლოცვა ხდება განსვენებულთა დაბადების დღეს. ზიარას დროს კითხულობენ ყურანის ზოგიერთ სურას, განსაკუთრებით კი ფათიჰას.

IX საუკუნის ბოლოს დაფიქსირებულია მავზოლეუმების და მეჩეთების მშენებლობა ასჰაბთა და ასევე ცნობილ მუსლიმ მეცნიერთა საფლავებზე.

აღსანიშნავია ასევე, მუსლიმს, რომელსაც არ შეუძლია იმამთა საფლავების მოსალოცად წასვლა, უნდა წავიდეს უდაბურ ადგილს, ან ავიდეს მაღალი სახლის სახურავზე, ამის შემდგომ მიბრუნდეს სახით მექისაკენ და წარმოთქვას სპეციალური მისალმება ზიარა ნამა.

  • მონიშნული სიის ელემენტი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნანი გელოვანი, გიორგი სანიკიძე - ისლამი., გვ 115-118., თბ.2009